3 წუთი წასაკითხად
საქართველოს ბანკის სტიპენდია: მიიღე ფასინანსება 22 უნივერსიტეტში
27 აგვ. 2024
3 წუთი წასაკითხად
3 წუთი წასაკითხად
გაიგე, როგორ დაფინანსდე საქართველოს ბანკის სტიპენდიით 22 უნივერსიტეტში. მიიღე სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფარვა. ნახე კრიტერიუმები და გააკეთე განაცხადი!
27 აგვ. 2024
3 წუთი წასაკითხად
ცხოვრებაში ხშირად ვდგებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების წინაშე. ზოგიერთი მათგანი, მაგალითად, სკოლის დამთავრების შემდეგ პროფესიის არჩევა, განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა. ამასთან ერთად იმაზეც გიწევს ფიქრი, თუ როგორ მოიპოვო დაფინანსება. საქართველოს ბანკი, რომლისთვისაც ახალი თაობის მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ცდილობს, ეს საზრუნავი შეგიმსუბუქოს, სწავლა სრულად ან ნაწილობრივ დაგიფინანსოს და საშუალება მოგცეს, შენს საოცნებო უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა.
საქართველოს ბანკის სტიპენდიის პროექტი თითქმის ერთი წელია არსებობს და უკვე 22 პარტნიორ უნივერსიტეტში აძლევს სტუდენტებს სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსების შესაძლებლობას. სტიპენდია მოიცავს ერთი წლის განმავლობაში სწავლის სრულ ან ნაწილობრივ დაფინანსებას, თუმცა მნიშვნელოვანი ფაქტია ისიც, რომ პროექტის ფარგლებში სტუდენტებს ხელახლა აქვთ იმის შესაძლებლობა, ყოველწლიურად თავიანთი მონდომებით და მიზანდასახულობით კვლავ მოიპოვონ სტიპენდია.ამ დროის განმავლობაში 15 უნივერსიტეტიდან 160-ზე მეტი სტიპენდიატი გამოვლინდა.

იმისთვის, რომ საქართველოს ბანკის სტიპენდიატი გახდე, ამისთვის საჭიროა, იმ ძირითად კრიტერიუმებს აკმაყოფილებდე, რომლებსაც თითოეული უნივერსიტეტი თავად განსაზღვრავს. დაფინანსების შესაძლებლობა ექნება ბაკალავრიატის ნებისმიერ სტუდენტს – როგორც მათ, ვინც ახლახან ჩააბარეს უნივერსიტეტში, ასევე იმათაც, ვინც უკვე სწავლობს სასურველ ფაკულტეტზე. აღსანიშნავია ისიც, რომ სტიპენდია მოქმედებს იმ შემთხვევაშიც, თუ უკვე გაქვს სახელმწიფო 100%-იანი გრანტი, თუმცა კერძო უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად დამატებითი დაფინანსებაც გჭირდება.
ეს პროცესი საკმაოდ საკმაოდ მარტივად შეგიძლია მოაგვარო – აპლიკაციების მიღება უნივერსიტეტებში წელს ერთდროულად დაიწყება და დასრულდება. დეტალური ინფორმაცია თავად უნდა მოიძიო უნივერსიტეტის ვებგვერდზე ან ადმინისტრაციას მიმართო. ასევე, შეგიძლია ეწვიო საქართველოს ბანკის ვებგვერდს, სადაც ყველა პარტნიორი უნივერსიტეტის ჩამონათვალს იხილავ.
ამავდროულად შეგიძლია გაეცნო იმ სტიპენდიატების გამოცდილებებიც, რომლებმაც უკვე მოიპოვეს სწავლის დაფინანსება საქართველოს ბანკისგან:
ცოდნა ერთ-ერთი ყველაზე სანდო კაპიტალია, რაც ცხოვრების განმავლობაში შეგიძლია დააგროვო. როგორ გაცვეთილადაც არ უნდა ჟღერდეს ეს შეგონება, საბოლოოდ, მაინც ყველა რწმუნდება მის ჭეშმარიტებაში. ის დრო, ენერგია თუ რესურსი, რასაც სწავლას მოახმარ, ზუსტად იცი, რომ წინ აუცილებლად დაგხვდება. შესაძლოა, საბოლოოდ სულ სხვა პროფესიას გაჰყვე და არჩეული გზაც ბევრჯერ შეიცვალო რადიკალურად, თუმცა ის ცოდნა, რასაც ახალგაზრდობაში იღებ, ნებისმიერ გზაზე, ნებისმიერ ცხოვრებისეულ თუ პროფესიულ გამოცდილებაში დაგეხმარება.

საქართველოს ბანკი სწორედ ამ ცოდნისა და გამოცდილებების დაგროვებაში ეხმარება სტუდენტებს, რომლებიც ახლა იწყებენ საკუთარი მომავლის შექმნას – აძლევს შესაძლებლობას და მოტივაციას, რომ არ გაჩერდნენ და სწორი მიზნებისკენ მიმართონ ფოკუსი. ამჟამად 22 ქართულ უნივერსიტეტში მოქმედებს სტიპენდიის პროგრამა, თუმცა სამომავლოდ კიდევ უფრო გაიზრდება მათი ჩამონათვალი – მეტი შესაძლებლობის შექმნას იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც აფასებენ და ხვდებიან სწავლაში ჩადებული ინვესტიციის ღირებულებას, მყარად აქვთ საკუთარი მიზნები დასახული და ამ მიზნების მისაღწევად არ ჩერდებიან.
2 წუთი წასაკითხად
7 სექ. 2026
ვიდეოგრაფ ნიკა ლებანიძის წერილი 19 წლის თავს. აღმოაჩინე, რატომაა მნიშვნელოვანი შრომა, განათლება და შეცდომებზე სწავლა, რომ იპოვო შენი გზა და გახდე საუკეთესო
2 წუთი წასაკითხად
4 სექ. 2026
გაიცანით რუსუდან ღვამიჩავა - Forbes Under 30-ის გამარჯვებული. გაიგეთ, თუ როგორ ეხმარება განათლება ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და დასახული მიზნების მიღწევაში
3 წუთი წასაკითხად
24 აგვ. 2026
გაინტერესებს სწავლა აშშ-ში ან დიდ ბრიტანეთში? გაიგე მთავარი სხვაობა ფულბრაიტისა და ჩივნინგის სტიპენდიებს შორის და შეარჩიე შენზე მორგებული დაფინანსება
2 წუთი წასაკითხად
24 აგვ. 2026
გაინტერესებს საზღვარგარეთ სწავლა სრული დაფინანსებით? გაეცანი Fulbright-ის სტიპენდიანტის რჩევებს და გაიგე, თუ როგორ დაწერო საუკეთესო სამოტივაციო წერილი
2 წუთი წასაკითხად
7 სექ. 2026
2 წუთი წასაკითხად
4 სექ. 2026
3 წუთი წასაკითხად
24 აგვ. 2026