3 წუთი წასაკითხად
როგორ მოხვდე ლონდონის საუკეთესო უნივერსიტეტში? | ჩივნინგი
18 აგვ. 2023
3 წუთი წასაკითხად
3 წუთი წასაკითხად
ჩივნინგის სტიპენდია: საქართველოს ბანკი გეხმარება დიდ ბრიტანეთში სწავლაში. გაიგე, როგორ მოიპოვო სრული დაფინანსება და მიიღე რჩევები წარმატებული სტიპენდიატისგან.
18 აგვ. 2023
3 წუთი წასაკითხად
ბოლო რამდენიმე წელია, საბაკალავრო საფეხურის დასრულების შემდეგ ბევრი სტუდენტი სწავლის გაგრძელებას საზღვარგარეთ არჩევს. თუ დიდი ბრიტანეთია ის ქვეყანა, რომელშიც სამაგისტრო საფეხურზე სწავლა და პროფესიული უნარების გაღრმავება გსურს, მაშინ ჩივნინგის პროგრამა სწორედ ისაა, რასაც ეძებ. ჩივნინგის პროგრამა, რომელსაც დიდი ბრიტანეთის მთავრობა აფინანსებს, სხვადასხვა ქვეყნიდან სტუდენტებს საშუალებას აძლევს, სამაგისტრო საფეხურზე სწავლა დიდი ბრიტანეთის სასურველ უნივერსიტეტში გააგრძელონ.
2024-2025 წლის სასწავლო წლის ჩივნინგის კონკურსი დაწყებულია, პროგრამის შესახებ კი მეტ ინფორმაციას ამ ბმულზე ნახავ.
რაც შეეხება აპლიკაციის შევსებასა და პროგრამისთვის მოსამზადებელ სხვა დეტალებს, საქართველოს ბანკისა და განათლების ცენტრ LEAF-ის თანამშრომლობის ფარგლებში, შეგიძლიათ, გაიაროთ საკონსულტაციო შეხვედრა, რომლის დახმარებითაც მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას და პასუხებს ყველა კითხვაზე. მომდევნო შეხვედრებზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე.
ჩივნინგის სტიპენდიატების რაოდენობა უკვე 50 ათასს აჭარბებს, რომელთა შორისაც ქართველი სტუდენტები არიან. 2013 წლიდან კი ჩივნინგის პროგრამის პარტნიორი საქართველოს ბანკი გახდა, რომელიც ყოველწლიურად კონკურსის მონაწილეებიდან თავის სტიპენდიატებს ასახელებს. წელს საქართველოს ბანკის ერთ-ერთი სტიპენდიატი გიორგი კვინიკაძეა, რომელიც კონკურსში მონაწილეობისა და სამომავლო გეგმების შესახებ გვესაუბრა.
“პროფესიით მონაცემთა მეცნიერი (Data Scientist) ვარ. ჩემი პროფესია ტექ-სფეროში საკმაოდ ახალი და ძალიან პოპულარული მიმართულებაა, რომელიც რეალურ მონაცემებზე დაფუძნებით ბიზნეს ამოცანების გადაჭრასა და დიდ მონაცემებში თვალით შეუმჩნეველი პატერნების დაჭერას გულისხმობს. კარიერული განვითარების რაღაც ეტაპზე ყველას გვიჩნდება ახლის აღმოჩენის სურვილი. ჩივნინგი კი საშუალებას გაძლევს, წახვიდე დიდ ბრიტანეთში, ინოვაციების და ტექნოლოგიური განათლების ცენტრში, სადაც უფრო მეტი რესურსი გაქვს დრო საკუთარი თავის განვითარებას დაუთმო”, — ამბობს გიორგი კვინიკაძე
როგორც გიორგიმ აღნიშნა, დღესდღეობით საკმაოდ ბევრი პროგრამითაა შესაძლებელი საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება, თუმცა მათგან განსხვავებით, ჩივნინგი მაქსიმალურ თავისუფლებას იძლევა ის უნივერსიტეტი და პროგრამა აირჩიო, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონს. აქედან გამომდინარე, ჩივნინგის კონკურსამდე მზადების პროცესში სასურველი უნივერსიტეტის პოვნა საკმაოდ შრომატევადი საქმეცაა.
“დიდ ბრიტანეთში საკმაოდ ბევრი უნივერსიტეტია, რომლებიც თითქმის ყველა კომპონენტის მიხედვით საუკეთესო უნივერსიტეტების სიაშიც გვხვდება, თუმცა შენთვის შესაფერისი და სასურველის მოძიება ძალისხმევას, მოკვლევასა და დროს მოითხოვს. მას შემდეგ რაც უნივერსიტეტებს მოიძიებთ, მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება აუცილებელია, რაც შესაბამისი საბუთების, სამოტივაციო წერილებისა და ხშირ შემთხვევაში, საერთაშორისო გამოცდების ჩაბარებასაც მოითხოვს. თითოეულმა აპლიკანტმა უნდა გაითვალისწინოს რომ, ყველა უნივერსიტეტს ინდივიდუალური კრიტერიუმები და აპლიკაციის მიღების პერიოდი აქვს. ჩივნინგში მონაწილეობის დროს კი, საჭიროა, ხაზი გაუსვა ლიდერობისა და ნეთვორქინგის უნარებს. ასევე, მნიშვნელოვანია, შენს მიზნებს წარსულ გამოცდილებასთან ბმა ჰქონდეს და საზოგადოებაზე პოზიტიური გავლენის მოხდენა გსურდეს”, — დასძინა გიორგიმ.
გიორგი კვინიკაძე სწავლას The London School of Economics and Political Science-ში მონაცემთა მეცნიერების სამაგისტრო პროგრამაზე გააგრძელებს, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტად ითვლება როგორც აკადემიური, ისე სტუდენტური ცხოვრების მიმართულებით.
“საქართველოში დაბრუნების შემდეგ, პირველ რიგში, შევეცდები, ახალი ცოდნა და გამოცდილება მალევე გავავრცელო. ასევე, უკვე ვფიქრობ როგორ შევქმნა ერთგვარი ხიდი LSE-სა და ქართულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის, რათა უფრო მასშტაბური და სტრატეგიული კავშირი ჩამოვაყალიბო. ლონდონში არასდროს ვყოფილვარ, ასე რომ, ამ ყველაფერს სიახლის მოლოდინები აქვს ჩემთვის. რაც შეეხება სწავლას, ალბათ მთავარი სირთულე დროის სწორი მენეჯმენტი იქნება, რათა სწავლასთან ერთად რაც შეიძლება დიდი დოზით მოვახერხო ბრიტანეთის აღმოჩენა და კულტურის გაზიარება. ჩივნინგის პროგრამით დაინტერესებულ ადამიანებს კი ვურჩევ, კარგად დაფიქრდნენ რა სურთ და რას მოელის კონკრეტული პროგრამა მათგან. ასევე, თუ დაიჯერებენ საკუთარი თავის შესაძლებლობების აუცილებლად დააჯერებენ სხვებსაც, რომ ღირსეული კანდიდატები არიან”, — ამბობს გიორგი.
თუ ჩივნინგის პროგრამაში მონაწილეობას გადაწყვეტ, გიორგის მსგავსად შენც გაქვს შანსი, რომ საქართველოს ბანკის სტიპენდია მოიპოვო და სრული დაფინანსებით დიდი ბრიტანეთის სასურველ უნივერსიტეტში ისწავლო. ისიც უნდა იცოდე, რომ საქართველოს ბანკის დაფინანსება მოიცავს ყოველთვიურ სტიპენდიას, მგზავრობას, დისერტაციის/თეზისის გრანტს და ვიზის გადასახადთან დაკავშირებულ ხარჯებსაც. ჩივნინგის კონკურსში მონაწილეობის მიღებას ამ ბმულზე რეგისტრაციით შეძლებ.
2 წუთი წასაკითხად
23 ივნ. 2026
ისწავლე, რატომ არ უნდა მოუსმინო სხვებს პროფესიის არჩევისას და რატომ არის საკუთარი თავის ნდობა წარმატების მთავარი გასაღები. მედეა ტაბატაძის წერილი შენთვის.
2 წუთი წასაკითხად
17 ივნ. 2026
თუ ზუგდიდში მოგზაურობას გეგმავ, დადიანების სასახლე იმ ადგილების სიაშია, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულო. თუმცა, მისი ღირებულება მხოლოდ გამორჩეული არქიტექტურით არ განისაზღვრება – ამ კედლებში ინახება ისტორიები, რომლებმაც ის განათლებისა და კულტურის ცენტრად აქცია. ამიტომ, გიორგი მოსიძესთან ერთად, სამ ნაკლებად ცნობილ ამბავს მოგიყვებით, რომელიც სასახლის მემკვიდრეობას სულ სხვა თვალით დაგანახებს. 1. ევროპასთან დიალოგი სამეგრელოდან სასახლის ისტორიული
2 წუთი წასაკითხად
17 ივნ. 2026
აღმოაჩინე, რომელმა წიგნებმა იქონია გავლენა დათო ტურაშვილზე. გაიგე მისი რეკომენდაციები თანამედროვე ქართულ ლიტერატურაზე და წიგნებზე, რომლებიც დროს უსწრებენ.
2 წუთი წასაკითხად
8 ივნ. 2026
ქართველი ბლოგერი და იუთუბერი H1Ta თავის 19 წლის ვერსიას გამოცდილებას უზიარებს. გაიგე მისი რჩევები ინტუიციის, უწყვეტი სწავლის, დროის ფასისა და მარცხის, როგორც ძვირფასი გაკვეთილის შესახებ
2 წუთი წასაკითხად
23 ივნ. 2026
2 წუთი წასაკითხად
8 ივნ. 2026