2 წუთი წასაკითხად
საქართველოს ბანკის სტიპენდია: სწავლა IBSU-ში სრული დაფინანსებით
21 თებ. 2024
2 წუთი წასაკითხად
2 წუთი წასაკითხად
საქართველოს ბანკი სტუდენტებს სრულად დაფინანსებულ სწავლას სთავაზობს. გაიგეთ, როგორ მიიღო თინათინ ქიმბარიშვილმა სტიპენდია IBSU-ში და შექმენით თქვენთვის ახალი შესაძლებლობები.
21 თებ. 2024
2 წუთი წასაკითხად
საქართველოს ბანკი აქტიურად უჭერს მხარს განათლებას და მრავალფეროვანი პროექტებით ცდილობს შექმნას ახალი შესაძლებლობები სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის. იდეით, რომ ყველას უნდა ჰქონდეს სწავლისა და განვითარების თანაბარი შესაძლებლობები, საქართველოს ბანკმა შექმნა ახალი სასტიპენდიო პროგრამა, რომელშიც უკვე 15 ქართული უნივერსიტეტია ჩართული, ათეულობით სტუდენტმა მიიღო სტიპენდია და უახლოეს მომავალში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება.
თინათინ ქიმბარიშვილი საქართველოს ბანკის ერთ-ერთი სტიპენდიატია. თინათინი რუსთავიდანაა და შავის ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე 2021 წლიდან სწავლობს. მას არასრული სახელმწიფო დაფინანსება ჰქონდა, საქართველოს ბანკის სტიპენდიის მოპოვების შემდეგ კი სწავლის დარჩენილ საფასურის სრულად ანაზღაურება შეძლო. შავი ზღვის უნივერსიტეტში საქართველოს ბანკის დაფინანსების მოპოვება სტუდენტებს შემდეგ მიმართულებებზე შეუძლიათ: საერთაშორისო ურთიერთობები, კომპიუტერული მეცნიერება, ბიზნესის ადმინისტრირება, ფინანსები, მარკეტინგი, მენეჯმენტი, საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტი და სამართალმცოდნეობა.
როგორც თინათინი ამბობს, მომავალი პროფესია ბავშვობაშივე შეარჩია:
„ბავშვობიდან მაინტერესებდა სამართალი, ეს მიმართულება გაძლევს საშუალებას საკუთარი ცოდნა, გამოცდილება და უნარ-ჩვევები საზოგადოებისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ გამოიყენო“.
თინათინის თქმით, სახელმწიფო სტიპენდიების გარდა, სტუდენტებისთვის სხვა შესაძლებლობები დღეს იშვიათია. სწავლისა და შრომის ფასად დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობა ზრდის მოტივაციასა და ენთუზიაზმს. მისთვის როგორც ფინანსურად, ისე მოტივაციისთვის საქართველოს ბანკის სტიპენდიატობა უმნიშვნელოვანესი იყო:
,,შემიძლია თამამად ვთქვა, რომ დღეს სტუდენტები მსგავსი წახალისებებით განებივრებულები არ ვართ. საქართველოში ბევრ უნივერსიტეტს სასტიპენდიო პროგრამა საერთოდ არ აქვს, რაც ბუნებრივია, მოქმედებს ჩვენს განწყობაზე. როცა იცი, რომ სემესტრის ბოლოს შენი შრომა ფასდება და მაღალი აკადემიური მოსწრების გამო გაძლევენ სტიპენდიას, მეტი შემართება გაქვს. მეტი ენერგიით და მოტივაციით იწყებ შემდეგ სასწავლო სემესტრებს. ამავდროულად, ჩნდება ჯანსაღი კონკურენცია სტუდენტებს შორის, რაც სწავლის ხარისხსაც აუმჯობესებს“
თინათინმა ისაუბრა ბიზნეს სექტორის საგანმანათლებლო პროცესში ჩართულობის შესახებაც:
,,კომპანიები სტუდენტების პოტენციური დამსაქმებლები არიან, მათ მიერ დაფინანსებული სტუდენტი მომავალში შეიძლება გახდეს მათივე წარმატებული თანამშრომელი. საუკეთესო გუნდის შექმნა საფუძვლიდანვე უნდა დაიწყო, ამიტომ ვფიქრობ, განათლებაში ინვესტირება, ყველაზე გონივრული გადაწყვეტილებაა, საქართველოს ბანკის სხვა სტიპენდიებსაც გავეცანი და მიხარია, რომ კომპანია საზღვარგარეთ სწავლის არაერთ შესაძლებლობებსაც სთავაზობს სტუდენტებს, მომავალში მეც აუცილებლად ვცდი ბედს“.
თინათინი სხვა სტუდენტებს ურჩევს, რომ არ შეწყვიტონ ცდა და ახალი შესაძლებლობების ძიება. თუ არ ჩერდები, დასახულ მიზნებამდე გზას ყოველთვის იპოვი.
საქართველოს ბანკი კი განაგრძობს სტუდენტებისთვის თანასწორი საგანმათლებლო გარემოს შექმნას. სასტიპენდიო პროგრამა მომავალში კიდევ უფრო მასშტაბური გახდება და კიდევ უფრო მეტი ნიჭიერი, შრომისმოყვარე და პერსპექტიული სტუდენტი შეძლებს განათლების მიღებას უკეთესი საქართველოსთვის.
2 წუთი წასაკითხად
2 აპრ. 2026
გაიგე, როგორ მოხვდნენ ქართველი სტუდენტები ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში ფულბრაიტის სრული დაფინანსებით. აღმოაჩინე მათი გამოცდილება და მიიღე პრაქტიკული რჩევები განაცხადის შესავსებად.
3 წუთი წასაკითხად
2 აპრ. 2026
გაიგე, როგორ შეავსო ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამის აპლიკაცია. მარიამ ჟორჟოლიანი გიზიარებს Personal Statement-ის, Study Plan-ის და უნივერსიტეტის შერჩევის საიდუმლოებებს.
5 წუთი წასაკითხად
2 აპრ. 2026
გაინტერესებს, როგორ დააფინანსო სწავლა აშშ-ში? ფულბრაიტის სტიპენდია და საქართველოს ბანკი შენს ოცნებას რეალობად აქცევს. აღმოაჩინე სრული გზამკვლევი.
3 წუთი წასაკითხად
31 მარ. 2026
აღმოაჩინე, როგორ იქცა უფლისციხე გურამ რჩეულიშვილის, ატენის სიონი კი ნიკო სამადაშვილის შთაგონებად. არჩილ ქიქოძე გვიყვება ორ გენიოსზე და მათ მემკვიდრეობაზე
3 წუთი წასაკითხად
2 აპრ. 2026