2 წუთი წასაკითხად
როგორ მოვხვდე ამერიკაში ფულბრაიტით? სტიპენდიატების რჩევები
2 აპრ. 2026
2 წუთი წასაკითხად
2 წუთი წასაკითხად
გაიგე, როგორ მოხვდნენ ქართველი სტუდენტები ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში ფულბრაიტის სრული დაფინანსებით. აღმოაჩინე მათი გამოცდილება და მიიღე პრაქტიკული რჩევები განაცხადის შესავსებად.
2 აპრ. 2026
2 წუთი წასაკითხად
ფულბრაიტი ამერიკის შეერთებული შტატების სამაგისტრო-სასტიპენდიო პროგრამაა, რომელიც ყოველწლიურად ნიჭიერ და პერსპექტიულ სტუდენტებს სხვადასხვა ქვეყნიდან ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში სრული დაფინანსებით სწავლის შესაძლებლობას აძლევს.
საქართველოს ბანკი ფულბრაიტის თანადამფინანსებელი 2014 წლიდან გახდა, ამ დროის განმავლობაში საქართველოდან არაერთი საინტერესო და ნიჭიერი სტუდენტი გაემგზავრა ამერიკაში, მსოფლიოში საუკეთესო უნივერსიტეტებში სასწავლებლად.
გასული წლის სტიპენდიატები გვიყვებიან ამერიკული ცხოვრების შესახებ და საკუთარ გამოცდილების უზიარებენ კონკურსის მომავალ მონაწილეებს.
გვანცა დოლბაია ნოტრ დამის უნივერსიტეტში სწავლობს ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე და სადოქტორო საფეხურისთვის ემზადება:
პირველი რამდენიმე კვირა ამერიკაში ძალიან ამაღელვებელია, სრულიად უცხო გარემოში ხარ. ეგუები ახალ ქალაქს, ხალხს, უნივერსიტეტს, თან ყველაფერი ხდება ერთდროულად და სწრაფად. ამასთან გამკლავება მზაობას მოითხოვს, თუმცა რამდენიმე კვირის შემდეგ ყველაფერი ლაგდება. ჩემს უნივერსიტეტში ყველაზე მეტად მომწონს საგნების არჩევის თავისუფლება. ლექციებს წამყვანი სპეციალისტები გვიკითხავენ, სწავლა ძალიან დატვირთული და ემოციურია, თუმცა სხვა აქტივობებშიც ვერთვები და ყველანაირად ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი გამოცდილება მივიღო. ვისაც უნდა აპლიკაციის შევსება და ჰგონია რომ არ გამოუვა, ვეტყვი, რომ ყველას გვაქვს გამოვლილი ნეგატიური ფიქრების ეტაპი, როდესაც გვეგონა, რომ ფულბრაიტის ფინალისტობა შორეული, მიუღწევადი მიზანი იყო, თუმცა ეს ასე არ არის. მთავარია გჯეროდეს იმის, რასაც აპლიკაციაში წერ. საკუთარი საქმის სიყვარული და გულწრფელი მოტივაცია აუცილებლად მოგიტანს წარმატებას.
იაკობ დადვანი Texas A&M უნივერსიტეტში ჯორჯ ბუშის მმართველობისა და საჯარო სამსახურის ეროვნული უსაფრთხოებისა და დიპლომატიის ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს, გვიყვება, რომ სწავლა ძალიან შრომატევადია, მაგრამ მაინც ახერხებს და პარალელურად აკადემიურ საქმიანობაშია ჩართული, ქართულ და უცხოურ კვლევით ორგანიზაციებში აქვეყნებს სტატიებს:
ყველას და განსაკუთრებით იმათ, ვისაც აშინებს აპლიკაციის შევსების ხანგრძლივი პროცესი, ვურჩევდი, აუცილებლად სცადონ. დასაკარგი არაფერი არ არის და ამ პროცესში ჩართვაც კი გამოცდილების მომტანია. უმნიშვნელოვანესია, აპლიკაციის შევსებისას სრულყოფილად ისაუბრო საკუთარი ისტორიის შესახებ და არ იყო შაბლონური. TOEFEL-ისა და GRE გამოცდებისთვის მომზადებაც საკმაოდ დიდ ძალისხმევას მოითხოვს, ამიტომ მზად უნდა იყო, დიდი დრო და ენერგია დაუთმო ამ გამოცდებს.
მერი ქადაგიძე ვაშინგტონის უნივერსიტეტის სიეტლის კამპუსში სწავლობს განათლების ლიდერობისა და ორგანიზაციული პოლიტიკის მიმართულებაზე. პირველი აკადემიური წლის დასრულების შემდეგ მერი საზაფხულო სტაჟირებისთვის ემზადება:
სიეტლი მრავალფეროვანი და საინტერესო ქალაქია ნებისმიერი ინტერესის ადამიანისთვის. რაც შეეხება უნივერსიტეტს, კამპუსი და საუნივერსიტეტო ქალაქი იდეალურადაა მოწყობილი, ჩემთვის უმნიშვნელოვანესია მდიდარი სასწავლო რესურსები და მსოფლიოს ბიბლიოთეკების სისტემებთან კავშირი. იმედი მაქვს, რომ ბევრი სტუდენტი შეძლებს საქართველოდან ამ პროგრამის სიკეთეებით სარგებლობას და მიღებული ცოდნით საქართველოში სხვადასხვა სფეროს განვითარებას. ადგილობრივი პერსპექტივიდან, მნიშვნელოვანია, რომ კარგად იცნობდე შენს პროფესიას აშშ-ის კონტექსტში, ამიტომ ღირს კვლევაში ძალისხმევის ჩადება. ასევე, ყველას ვურჩევდი, რომ საკონკურსო პროცესს ისე მიუდგნენ, როგორც გამოცდილებას, რომელსაც აუცილებლად გამოიყენებენ.
თუ გაინტერესებს ბიზნესის ადმინისტრირება, STEM (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა) ან სხვა მიმართულება და გინდა ამერიკაში ისწავლო სრული დაფინანსებით, აუცილებლად გამოიყენე შესაძლებლობა, რომელსაც საქართველოს ბანკი გთავაზობს და არ გაჩერდე განათლების გზაზე!
2026-2027 წლის ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამაზე აპლიკაციის შევსება საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის (IIE) ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია. გაეცანი ფულბრაიტის პროგრამაში მონაწილეობისთვის აუცილებელ მოთხოვნებს და დარეგისტრირდი. აპლიკაციების მიღება 1 ივლისამდე გაგრძელდება.
ამ ბლოგში ნახავ, როგორ შეავსო აპლიკაცია, რა გაითვალისწინო და რას მიაქციო განსაკუთრებული ყურადღება კონკურსში მონაწილეობისას.
2 წუთი წასაკითხად
23 ივნ. 2026
ისწავლე, რატომ არ უნდა მოუსმინო სხვებს პროფესიის არჩევისას და რატომ არის საკუთარი თავის ნდობა წარმატების მთავარი გასაღები. მედეა ტაბატაძის წერილი შენთვის.
2 წუთი წასაკითხად
17 ივნ. 2026
თუ ზუგდიდში მოგზაურობას გეგმავ, დადიანების სასახლე იმ ადგილების სიაშია, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულო. თუმცა, მისი ღირებულება მხოლოდ გამორჩეული არქიტექტურით არ განისაზღვრება – ამ კედლებში ინახება ისტორიები, რომლებმაც ის განათლებისა და კულტურის ცენტრად აქცია. ამიტომ, გიორგი მოსიძესთან ერთად, სამ ნაკლებად ცნობილ ამბავს მოგიყვებით, რომელიც სასახლის მემკვიდრეობას სულ სხვა თვალით დაგანახებს. 1. ევროპასთან დიალოგი სამეგრელოდან სასახლის ისტორიული
2 წუთი წასაკითხად
17 ივნ. 2026
აღმოაჩინე, რომელმა წიგნებმა იქონია გავლენა დათო ტურაშვილზე. გაიგე მისი რეკომენდაციები თანამედროვე ქართულ ლიტერატურაზე და წიგნებზე, რომლებიც დროს უსწრებენ.
2 წუთი წასაკითხად
8 ივნ. 2026
ქართველი ბლოგერი და იუთუბერი H1Ta თავის 19 წლის ვერსიას გამოცდილებას უზიარებს. გაიგე მისი რჩევები ინტუიციის, უწყვეტი სწავლის, დროის ფასისა და მარცხის, როგორც ძვირფასი გაკვეთილის შესახებ
2 წუთი წასაკითხად
23 ივნ. 2026
2 წუთი წასაკითხად
8 ივნ. 2026