2 წუთი წასაკითხად
ვისაც ტექნოლოგიები აინტერესებს, უნდა გამოცადოს STEM სკოლა - მიშო ცაბაძე და ლაზარე გოგოლაძე
27 ივლ. 2023
2 წუთი წასაკითხად
2 წუთი წასაკითხად
საქართველოს ბანკის STEM სკოლის მოსწავლეები გიზიარებენ, როგორ გახდა სწავლა სახალისო თავგადასავალი და რა აღმოაჩინეს ტექნოლოგიების სამყაროში.
27 ივლ. 2023
2 წუთი წასაკითხად
მიშო ცაბაძემ და ლაზარე გოგოლაძემ ახლახან დაასრულეს STEM სკოლის პირველი მოდული. STEM სკოლა (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია, მათემატიკა) საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის პროექტია და გულისხმობს ერთწლიან სასწავლო კურსს. კურსი მე-7, მე-8 და მე-9 კლასელი მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი.
არ მეგონა, ასე დაწვრილებით თუ აგვიხსნიდნენ ყველაფერს. რასაც მოველოდი, იმაზე უკეთესი იყო
– მიშო
არ ველოდი, ასეთი სახალისო თუ იქნებოდა. ზუსტად ის აღმოჩნდა, რისი მოლოდინიც არ მქონდა, მაგრამ რაც მე მინდოდა
– ლაზარე
მიშო და ლაზარე ხაშურიდან არიან, STEM სკოლაში ერთად სწავლობენ და ორივე აღნიშნავს, გაკვეთილები გამორჩეულად საინტერესო, შემეცნებითი და სახალისოა.
იღლები 3 საათის განმავლობაში, მაგრამ მოსაწყენი არასდროს ყოფილა. პირიქით, ყოველთვის საინტერესოა და ყველა ჩართულია. ეს ყველაზე დიდი პლუსია
– მიშო
კოდის წერა სრულიად ახალი იყო, არასდროს მქონია გამოცდილება. ძალიან კარგად გვასწავლიდნენ და მარტივად ავითვისეთ
– ლაზარე
მათი თქმით, STEM სკოლა აღმოჩნდა ის, რაც მათ სურვილებს ზუსტად პასუხობდა. ამბობენ, რომ დავალების შესრულება არასდროს გასჭირვებიათ, რადგან მასწავლებელი ნათლად ხსნის, ბავშვებიც ჩართული არიან და თუ რაიმეს ვერ იგებენ, თემას ადგილზევე განხილავენ. ასევე, ყველაზე მეტად მოსწონთ ურთიერთობები, რომლებიც STEM სკოლის ჯგუფებშია, სადაც ბავშვები აქტიურად აზიარებენ საკუთარ ცოდნას.
ყოველთვის გვეკითხება მასწავლებელი, რამე კითხვა ხომ არ გვაქვს. ყოველი გაკვეთილის ბოლოს ყველას გვაქვს საკმარისი ინფორმაცია მიღებული. როცა დავალება მაქვს და მიჭირს რაღაცის გაკეთება, მსიამოვნებს ეგ პროცესი, რომ ვეძებ გზებს, როგორ გავაკეთო ეს დავალება, როგორ მოვიძიო საჭირო ინფორმაცია
– მიშო
რთული დავალება რომაა, ბევრს რომ მუშაობ და ბოლოს ყველაფერი სწორად გამოვა, ეგაა ყველაზე სასიამოვნო მომენტი
– ლაზარე
გარდა გაკვეთილებისა, მასწავლებელი ცალკე საკითხავ მასალასაც უზიარებს. ასევე, საკომუნიკაციო არხები აქვთ შექმნილი, სადაც კვირის განმავლობაში საუბრობენ და კითხვებს სვამენ. ლაზარესთვის და მიშოსთვის ესეც მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის კონტაქტზე იყვნენ და დავალებების შესრულების პროცესშიც ჰქონდეთ კითხვების დასმის საშუალება. მათ, ვისაც ტექნოლოგიებში უკეთ გარკვევა სურთ, ურჩევენ, რომ აუცილებლად ჩააბარონ STEM სკოლაში.
ვისაც ტექნოლოგიები აინტერესებს, ეს კურსი აუცილებლად უნდა გამოცადოს. ჯერ ბავშვებთან კომუნიკაცია და მთლიანად კურსი ძაან დიდი სიამოვნებაა. მერე კიდე, ვისაც ეს სფერო აინტერესებს, იმდენად მარტივად ხსნიან, იმდენად გასაგებია ყველაფერი, რომ ძალიან გამოადგება ყველას
– ლაზარე
მომავალზე საუბრისას აღნიშნავენ, რომ STEM სკოლაში მიღებული გამოცდილება დაეხმარებათ, უკეთ გაერკვნენ, რა მიმართულება სურთ და სად ხედავენ საკუთარ თავს.
რისთვისაც სტემის სკოლაში ჩავერთე, იმას ვსწავლობ – უფრო მაინტერესებდა პროგრამირება და მომავალშიც ამ მიმართულებით გავაგრძელებ
– მიშო
STEM სკოლის პრაქტიკული და თან სახალისო სწავლება ზუსტად ის აღმოჩნდა, რაც დღეს ბავშვებს სჭირდებათ. ის ერთ-ერთია იმ წარმატებულ საგანმანათლებლო პროექტებს შორის, რომელსაც საქართველოს ბანკი ახორციელებს და მხარს უჭერს.
2 წუთი წასაკითხად
19 ივნ. 2026
კახეთის რეგიონი 47 ტონა ელექტრონარჩენისგან გათავისუფლდა. გაიგე, როგორ ჩაიარა „ვეისთლესის“ ეკო-ფესტივალმა და რა წვლილი შეიტანეს სკოლებმა.
2 წუთი წასაკითხად
17 ივნ. 2026
თუ ზუგდიდში მოგზაურობას გეგმავ, დადიანების სასახლე იმ ადგილების სიაშია, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულო. თუმცა, მისი ღირებულება მხოლოდ გამორჩეული არქიტექტურით არ განისაზღვრება – ამ კედლებში ინახება ისტორიები, რომლებმაც ის განათლებისა და კულტურის ცენტრად აქცია. ამიტომ, გიორგი მოსიძესთან ერთად, სამ ნაკლებად ცნობილ ამბავს მოგიყვებით, რომელიც სასახლის მემკვიდრეობას სულ სხვა თვალით დაგანახებს. 1. ევროპასთან დიალოგი სამეგრელოდან სასახლის ისტორიული
2 წუთი წასაკითხად
17 ივნ. 2026
აღმოაჩინე, რომელმა წიგნებმა იქონია გავლენა დათო ტურაშვილზე. გაიგე მისი რეკომენდაციები თანამედროვე ქართულ ლიტერატურაზე და წიგნებზე, რომლებიც დროს უსწრებენ.
2 წუთი წასაკითხად
1 ივნ. 2026
გაიცანი დიანა ლომაია, 11-გზის ჩემპიონი. აღმოაჩინე მისი ისტორია, ბრძოლა ტიტულისთვის და როგორ უჭერს მხარს საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბს.
2 წუთი წასაკითხად
19 ივნ. 2026
2 წუთი წასაკითხად
1 ივნ. 2026