1 წუთი წასაკითხად
გასტროლები ბათუმში: ოვალი – გემოების მსოფლიო რუკა?
როგორ აერთიანებს ბათუმის „ოვალი“ მსოფლიო კულინარიას? დიმიტრის გასტროლები შეფ გურამ ბაღდოშვილთან, უნიკალური კერძები და გამჭვირვალე სამზარეულო გელოდებათ. ნახეთ, რა აღმოაჩინა მან!
31 აგვ. 2023
1 წუთი წასაკითხად
გასტროლების ახალი ეპიზოდი ზღვის სეზონზე ამჯერად ბათუმიდან – დიმიტრი აჭარას ჩავიდა და რეგიონში გამორჩეული კულინარიული სივრცე, რესტორანი „ოვალი“ მოინახულა.
„ოვალი“ განსხვავებული და საინტერესო კონცეფციის მქონე რესტორანია, რომელიც ერთდროულად რამდენიმე მსოფლიო კულინარიულ კუთხეს აერთიანებს. შეფ გურამ ბაღდოშვილის საავტორო მენიუში მრავალი ქვეყნის მრავალი კერძია, მათ შორისაა, რა თქმა უნდა, ქართული სამზარეულო და საფირმო აჭარული ხაჭაპურიც.

რესტორნის ინტერიერი გამორჩეულია ვიზუალურადაც და შინაარსობრივადაც: ხელით მოხატული კედლები და გამჭვირვალე სამზარეულოების ერთობლიობა. სტუმრებს ღიად აქვთ საშუალება, თვალი ადევნონ მზარეულებს, უყურონ მათ მიერ შეკვეთილი კერძების მომზადების პროცესს და კულინარიულ საექსპერიმენტო მეთოდებს.
დიმიტრიმ რესტორნის კონცეფციიდან გამომდინარე სამი სხვადასხვა ქვეყნის კერძი დააგემოვნა: ტაილანდური ტომხა; მექსიკური კესადია და ქართული აჭარული ხაჭაპური – სამი სრულიად განსხვავებული გემო და სამი სრულიად განსხვავებული გამოცდილება.


დანარჩენს გასტროლების წამყვანი და თავად შეფი გურამ ბაღდოშვილი მოგიყვებათ ვიდეოში.