მისამართები
ვალუტის კურსი

საქართველოს ბანკის პოლიტიკა

ჩვენ ვისწრაფვით ხელი შევუწყოთ უსაფრთხო, მრავალფეროვანი, ინკლუზიური, პროდუქტიული, პროფესიული, კოლეგიური, საიმედო და სანდო სამუშაო გარემოს შენარჩუნებას, რომელიც თავისუფალია დისკრიმინაციისა და შევიწროების ნებისმიერი ფორმისგან და სადაც ყველა ადამიანს პატივისცემით და ღირსეულად ეპყრობიან

დისკრიმინაციისა და შევიწროების წინააღმდეგ ბრძოლა

დისკრიმინაციამ შეიძლება ზეგავლენა იქონიოს როგორც დასაქმების ხელმისაწვდომობაზე, ისე - თანამშრომელთა მიმართ მოპყრობაზე დასაქმების შემდეგ.
 
დისკრიმინაციისა და შევიწროების წინააღმდეგ ბრძოლის პრინციპები ხელს უწყობს დისკრიმინაციასა და შევიწროებასთან ბრძოლას და ნათლად აჩვენებს, თუ რა მიდგომები გვაქვს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან დაკავშირებით. 

დისკრიმინაციისა და შევიწროების წინააღმდეგ ბრძოლის პრინციპები:

თანაბარი შესაძლებლობები და სამართლიანი მოპყრობა
თანაბარი შესაძლებლობები და სამართლიანი მოპყრობა
ჩვენ ორიენტირებული ვართ თანამშრომლებთან დაკავშირებული ნებისმიერი პროცესი სამართლიანი, გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს
დისკრიმინაციის დაუშვებლობა დაქირავების პროცესში
დისკრიმინაციის დაუშვებლობა დაქირავების პროცესში
ჩვენ არ ვიღებთ გადაწყვეტილებებს პიროვნული მახასიათებლების საფუძველზე, ჩვენ ვეყრდნობით თანაბარი შესაძლებლობებისა და სამართლიანი მოპყრობის პრინციპებს და ვითვალისწინებთ მხოლოდ იმ მახასიათებლებს, რომლებიც სამუშაოს შესრულებასთან არის დაკავშირებული
სამუშაო ადგილზე დისკრიმინაციისა და შევიწროების აკრძალვა
სამუშაო ადგილზე დისკრიმინაციისა და შევიწროების აკრძალვა
ჩვენთან ანაზღაურების და დაწინაურების საფუძველს მხოლოდ თანამშრომლის კომპეტენცია, უნარები და შრომითი ეფექტურობა წარმოადგენს
შევიწროების აკრძალვა
შევიწროების აკრძალვა
დაუშვებელია ნებისმიერი ქმედება, რომელიც ლახავს პირის ღირსებას, ქმნის მტრულ ან შეურაცხმყოფელ გარემოს და ადამიანს თავს დამცირებულად აგრძნობინებს

მრავალფეროვნება და ინკლუზიორობა

ჩვენი მიზანია ორგანიზაციაში დასაქმებულ, სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენელ ადამიანებს ეპყრობოდნენ თანაბრად და ანიჭებდნენ თანაბარ შესაძლებლობებს
ჩვენ უზრუნველვყოფთ მრავალფეროვან და ინკლუზიურ კულტურას ორგანიზაციაში. 

 
ჩვენ გვჯერა, რომ გადამწყვეტი ფაქტორი ჩვენი წარმატების, ინოვაციებისა და პროგრესისთვის არის ის, რომ ადამიანები გრძნობენ ჯგუფისადმი კუთვნილებას, იციან, რომ ისინი აღიქმებიან, მათ აფასებენ და ესმით მათი. 

მრავალფეროვნების და ინკლუზიურობის პრინციპები:

ადამიანის უფლებები ჩვენ ვისწრაფით დავიცვათ ადამიანის უფლებები, უზრუნველვყოთ თანაბარი შესაძლებლობები და შევქმნათ უსაფრთხო, მრავალფეროვანი და ინკლუზიური გარემო
დისკრიმინაცია და შევიწროება ყველა თანამშრომელს უნდა ჰქონდეს თანაბარი და სამართლიანი მოპყრობის მოლოდინი. ჩვენ გთავაზობთ უსაფრთხო გარემოს, სადაც მიუღებელია დისკრიმინაცია, ნებისმიერი ფორმით შევიწროება ან ბულინგი და სადაც მოქმედებს საიმედო ანგარიშგების სისტემები
გენდერული თანასწორობა სამუშაო გარემო, სადაც უზრუნველყოფილია თანაბარი უფლებები და შესაძლებლობები
კულტურული მრავალფეროვნება ჩვენთვის სიძლიერესთან ასოცირდება და გვსურს ყველასთვის ინკლუზიური გარემო შევქმნათ
შესაძლებლობების ცვალებადობა და ხელმისაწვდომობა უზრუნველვყოთ ჩვენს პროდუქტებსა და სერვისებზე, კარიერულ შესაძლებლობებზე თანაბარი წვდომა და შესაძლებლობა, პოტენციალის სრულიად გამოიყენება
ასაკობრივი მრავალფეროვნება ასაკობრივი მრავალფეროვნება დადებითად მოქმედებს ყველა ასაკობრივი სამუშაო ძალის მოზიდვასა და მის შენარჩუნებაზე

ადამიანის უფლებები

მსოფლიოში ყოველი ადამიანი იმსახურებს, მოეპყრონ ღირსეულად და თანასწორუფლებიანად. ეს გახლავთ ჩვენი ფასეულობებისა და რწმენის განუყოფელი ნაწილი.

პრინციპები:

დისკრიმინაციის და შევიწროების აკძრალვა
ჩვენ ვისწრაფით დავიცვათ ადამიანის უფლებები, უზრუნველვყოთ თანაბარი შესაძლებლობები, შევქმნათ უსაფრთხო და ინკლუზიური გარემო
მრავალფეროვნება და ინკლუზიურობა
ჩვენ ვაფასებთ მრავალფეროვანი სამუშაო ძალის უპირატესობას და გვჯერა, რომ გამოცდილების, პერსპექტივების და კულტურული ურთიერთგაგების ფართო სპექტრი მხოლოდ აძლიერებს ორგანიზაციას
ადამიანის უფლებები და ჩვენი თანამშრომლები
ჩვენი მიზანია თანამშრომლები გრძნობდნენ, რომ სამუშაო პირობები ყველასთვის თანაბრად სამართლიანი, გამჭვირვალე და ინკლუზიურია და რომ პატივს ვცემთ ყველას საჭიროებებს სამუშაო ადგილზე
გაერთიანების და კოლექტიური მოლაპარაკების თავისუფლება
ჩვენ ხელს ვუწყობთ გაერთიანების თავისუფლებას, კოლექტიური მოლაპარაკებების უფლებასა და იძულებითი ან სავალდებულო შრომის ყველა ფორმის აღმოფხვრას
თანამშრომლების ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და უსაფრთხოება
ჩვენთან ჯანრმთელობის დაზღვევა ყველასთვის თანაბრადაა უზრუნველყოფილი. ასევე, მიზნად ვისახავთ შიდა საქველმოქმედო ფონდის მეშვეობით დავეხმაროთ ყველას, ვისაც საკუთარი თავის ან ოჯახის წევრებისთვის განსაკუთრებული ზრუნვა სჭირდება
გენდერეული თანასწორობა
ჩვენ ვისწრაფით დავიცვათ ადამიანის უფლებები, უზრუნველვყოთ თანაბარი შესაძლებლობები, შევქმნათ უსაფრთხო და ინკლუზიური გარემო
გაინტერესებს უფრო მეტი? გაიგე მეტი საქართველოს ბანკის ღირებულებების შესახებ
ადამიანის უფლებათა პოლიტიკა ადამიანის უფლებათა პოლიტიკა
მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის პოლიტიკა მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის პოლიტიკა
დისკრიმინაციისა და შევიწროების წინააღმდეგ ბრძოლა დისკრიმინაციისა და შევიწროების წინააღმდეგ ბრძოლა
პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა

შემოუერთდი ჩვენს გუნდს

დაათვალიერე მიმდინარე ვაკანსიები და გამოგვიგზავნე რეზიუმე
Tbilisi
საკრედიტო მონიტორინგის რეგიონალური მენეჯერი
Kvareli, Lagodekhi, Telavi, Akhmeta, Tsnori, Dedoflistskaro
დიჯიტალ სერვისების ოფიცერი - კახეთი
Tbilisi
ინკასატორი - თბილისი
Khashuri
დიჯიტალ სერვისების ოფიცერი - ხაშური
Tbilisi
მოლარე-ოპერატორი (24 საათიანი სერვის ცენტრი) - თბილისი
Batumi
სტაჟირება საშუალო ბიზნესის ბანკირი (ანაზღაურებადი)-ბათუმი
Batumi
სტაჟირება SME საკრედიტო ანალიტიკოსი (ანაზღაურებადი)-ბათუმი
tbilisi
მონაცემთა დაცვის იურისტი
Batumi
SOLO ბანკირი - ბათუმი
Tbilisi
კვალიფიკაციის სრულყოფისა და სწავლების უმცროსი პარტნიორი
Tbilisi
Android დეველოპერი
ნახე ყველა ვაკანსია

ხშირად დასმული კითხვები

სად ვნახო IT დეპარტამენტის ვაკანსიები?

IT ვაკანსიები, სხვა ვაკანსიებთან ერთად, შეგიძლიათ იხილიოთ საქარველოს ბანკის ვებ-გვერდზე, სოციალურ ქსელში (LinkedIn) და დასაქმების პლატფორმებზე.

რამდენ ხანში მოხდება გადაწყვეტილების მიღება?

შერჩევის ეტაპები და ვადები დამოკიდებულია პოზიციის სპეციფიკაზე, ვაკანსიის ლეველზე და შერჩევის პროცესზე. შერჩევის გუნდის წარმომადგენელი გაგიზიარებს სიახლეებს პროცესთან დაკავშირებით 1-2 კვირის განმავლობაში.

დამიკავშირდებით თუ არა უარის შემთხვევაში?

შერჩევის გუნდის წარმომადგენელი  დაგიკავშირდებათ ნებისმიერი უკუკავშირის შემთხვევაში, გასაუბრებისას დათქმულ ვადაში.

შესაძლებელია თუ არა რეზიუმე გამოვაგზავნო რამდენიმე ვაკანსიაზე ერთდროულად?

რეზიუმე შეგიძლიათ გამოაგზავნოთ რამდენიმე ვაკანსიაზე. მიუხედავად იმისა, კონკრეტულ პოზიციაზე მოხდება თუ არა შერჩევის ეტაპზებში ჩართვა, თქვენი აპლიკაცია შეინახება ბაზაში და კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლოა თავად შერჩევის გუნდიდან დაგიკავშირდნენ და გაგაცნონ აქტიური ვაკანსია.

რა ფორმით ტარდება გასაუბრებები?

გასაუბრებები ტარდება დისტანციური ან/და ფიზიკური შეხვედრის ფორმატში.

გაქვთ თუ არა ვაკანსიები სტუდენტებისთვის?

საქართველოს ბანკში მოქმედებს სტუდენტური დასაქმების პროგრამა „ლიდერატორი“, ასევე დამატებით, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა გამოცხადდეს სტაჟირებები სხვადასხვა მიმართულებით.

შემიძლია თუ არა მუშაობა ნახევარ განაკვეთზე?

ჩვენთან ვაკანსიების უმეტესობა ცხადდება სრულ განაკვეთზე, თუმცა კონკრეტულ პოზიციებზე არის ნახევარ განაკვეთზე დასაქმების შესაძლებლობაც, რაც მითითებულია ვაკანსიის აღწერაში; ასევე თანამშრომლებს საუნივერსიტეტო საქმიანობაში მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს.

კარიერა დისკრიმინაციის გარეშე

ადამიანის უფლებები: ჩვენი პოლიტიკა და პრინციპები

საქართველოს ბანკში ჩვენი ფასეულობების განუყოფელი ნაწილია რწმენა, რომ ყოველი ადამიანი იმსახურებს ღირსეულ და თანასწორ მოპყრობას. ჩვენი პოლიტიკა მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს უსაფრთხო, მრავალფეროვანი, ინკლუზიური და სანდო სამუშაო გარემოს შენარჩუნებას. ეს არის სივრცე, რომელიც თავისუფალია დისკრიმინაციისა და შევიწროების ნებისმიერი ფორმისგან, სადაც ყველა თანამშრომელს პატივისცემით ეპყრობიან. ჩვენ გვჯერა, რომ ასეთი გარემო პროდუქტიულობის, პროფესიონალიზმისა და კოლეგიალობის საწინდარია.

დისკრიმინაციისა და შევიწროების წინააღმდეგ ბრძოლა

ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია დისკრიმინაცია, რომელიც შესაძლოა შეეხოს როგორც დასაქმების ხელმისაწვდომობას, ისე თანამშრომელთა მიმართ მოპყრობას. საქართველოს ბანკში დანერგილია დისკრიმინაციისა და შევიწროების წინააღმდეგ ბრძოლის პრინციპები, რომლებიც ნათლად აჩვენებს ჩვენს მიდგომას ადამიანის ფუნდამენტური უფლებების მიმართ. ჩვენ ვქმნით უსაფრთხო სამუშაო ადგილს, სადაც ნებისმიერი ფორმით შევიწროება ან ბულინგი დაუშვებელია და მოქმედებს ანგარიშგების საიმედო სისტემები.

თანაბარი შესაძლებლობები და სამართლიანი მოპყრობა

ჩვენი მიზანია, თანამშრომლებთან დაკავშირებული ყველა პროცესი, დაქირავებიდან დაწინაურებამდე, იყოს სამართლიანი, გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომი. გადაწყვეტილებები არ მიიღება პიროვნული მახასიათებლების საფუძველზე. ანაზღაურებისა და კარიერული წინსვლის საფუძველს მხოლოდ თანამშრომლის კომპეტენცია, უნარები და შრომითი ეფექტურობა წარმოადგენს. თუ გსურთ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, იხილეთ ხელმისაწვდომი ვაკანსიები. 

მრავალფეროვანი და ინკლუზიური სამუშაო გარემო

ჩვენ ვაფასებთ მრავალფეროვანი სამუშაო ძალის უპირატესობას და გვჯერა, რომ გამოცდილების, პერსპექტივებისა და კულტურული ურთიერთგაგების ფართო სპექტრი ორგანიზაციას აძლიერებს. ჩვენი კორპორაციული კულტურა ემსახურება ისეთი გარემოს შექმნას, სადაც თითოეული თანამშრომელი გრძნობს ჯგუფისადმი კუთვნილებას, იცის, რომ მას აფასებენ და ესმით. ამ მიზნის მისაღწევად, ჩვენ ვხელმძღვანელობთ შემდეგი პრინციპებით:

  • გენდერული თანასწორობა: ვუზრუნველყოფთ სამუშაო გარემოს, სადაც ყველასთვის თანაბარი უფლებები და შესაძლებლობებია. 
  • კულტურული მრავალფეროვნება: ჩვენთვის კულტურული მრავალფეროვნება სიძლიერესთან ასოცირდება და ყველასთვის ინკლუზიურ გარემოს ვქმნით.
  • შესაძლებლობების ხელმისაწვდომობა: ჩვენს პროდუქტებსა და სერვისებზე, ასევე კარიერულ შესაძლებლობებზე თანაბარ წვდომას ვუზრუნველყოფთ, მათ შორის, დამწყები სპეციალისტებისთვის.
  • ასაკობრივი მრავალფეროვნება: ეს პრინციპი დადებითად მოქმედებს ყველა ასაკის სამუშაო ძალის მოზიდვასა და შენარჩუნებაზე. 

ჩვენი ვალდებულებები თანამშრომლების მიმართ

ჩვენი მიზანია, თანამშრომლებმა იგრძნონ, რომ სამუშაო პირობები ყველასთვის თანაბრად სამართლიანი, გამჭვირვალე და ინკლუზიურია. ჩვენ ხელს ვუწყობთ გაერთიანების თავისუფლებასა და კოლექტიური მოლაპარაკებების უფლებას. ამასთან, თითოეული თანამშრომლისთვის თანაბრად არის უზრუნველყოფილი ჯანმრთელობის დაზღვევა და ვზრუნავთ მათ კეთილდღეობაზე. დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ ადამიანის უფლებათა პოლიტიკის დოკუმენტს ან ეწვიოთ ჩვენს კარიერის გვერდს.

მაჩვენე მეტი მაჩვენე ნაკლები
ჩაერთეთ კვლევაში
თქვენი მონაწილეობა დაგვეხმარება Bankofgeorgia.ge-ის გაუმჯობესებაში.
ჩაერთეთ კვლევაში
დაგვიტოვე ნომერი და მიიღე განსაკუთრებული შეთავაზებები თუ ჯერ არ ხარ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, ან არ იყენებ ბანკის ციფრულ არხებს, მიიღებ სპეციალურად შენთვის შექმნილ შეთავაზებას.
შენი მობილურის ნომერი