მისამართები
ვალუტის კურსი
Eng
5 ნოე, 2019
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია განათლების ხელშეწყობა და ინოვაციური, განვითარებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერა!
 
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი სწორედ აღნიშნული ღირებულებების მატარებელია. ის გთავაზობს სწავლას საერთაშორისო აკრედიტაციის საბაკალავრო პროგრამებზე საინჟინრო და ტექნოლოგიური მიმართულებით.
 
საქართველოს ბანკი კი გაძლევს უნიკალურ შანსს − მოიპოვო სრული დაფინანსება და ისწავლო სწორედ ამ უნივერსიტეტში!
 
რატომ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი?
უნივერსიტეტში დაგხვდება ყველაფერი შენი წარმატებული პროფესიული კარიერისთვის. განათლებას მიიღებ ინგლისურ ენაზე, ხოლო ლექციებს ჩაგიტარებენ ამერიკელი და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გადამზადებული ქართველი პროფესორები, რომლებიც დაგეხმარებიან, სიღრმისეულად დაეუფლო სასურველ პროფესიას და გამოიმუშაო შენთვის აუცილებელი ყველა უნარ-ჩვევა.
 
კიდევ რა უნდა იცოდე სან დიეგოს უნივერსიტეტთან დაკავშირებით?
  • უნივერსიტეტი დაარსდა 1897 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში
  • მის მიზანს ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო უმაღლესი განათლების შეთავაზება წარმოადგენს
  • სან დიეგოს უნივერსიტეტში სწავლობენ სტუდენტები მთელი მსოფლიოდან
  • მისი სასწავლო პროგრამები 191 მიმართულებას მოიაზრებს
  • უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა რაოდენობა ყოველწლიურად 9 000 სტუდენტს აღემატება
  • საქართველოში სან დიეგოს უნივერსიტეტი წარმოდგენილია 2014 წლიდან
  • მთელი საქართველოს ბანკი სან დიეგოს უნივერსიტეტში სასწავლებლად ყოველწლიურად 10 საუკეთესო სტუდენტს აფინანსებს
  • სან დიეგოს უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებს საქართველოში ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოადგენს
undefined
undefined
undefined
undefined
undefined
ჩაერთეთ კვლევაში
თქვენი მონაწილეობა დაგვეხმარება Bankofgeorgia.ge-ის გაუმჯობესებაში.
ჩაერთეთ კვლევაში