თუ ავტომობილის მართვისას მესამე პირს მიაყენებ რაიმე სახის ზიანს, შენს ხარჯებს აანაზღაურებს დაზღვევა წინასწარ განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში.
ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა
დაზღვევის პირობები
შეიძინე დაზღვევა მობილბანკში
ხშირად დასმული კითხვები
რას გულისხმობს ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა?
თუ გავიაქტიურე ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისი, მხოლოდ ერთი თვის ჩამომეჭრება თუ მთელი წლის?
პოლისის წლიური ღირებულება შეგიძლია გადაიხადო ერთიანად ან დაფარო ყოველთვიურად. ყოველთვიური გადახდის შემთხვევაში, იქვე შეგიძლია ჩართო ავტომატური გადახდის სერვისი
შემიძლია სხვის სახელზე არსებულ მანქანაზე გავააქტიურო ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისი?
დიახ, მობილბანკით შესაძლებელია ავტოპასუხისმგებლობის გააქტიურება როგორც საკუთარ, ისე - სხვის მანქანაზე.
შემიძლია დავაზღვიო ტაქსი?
არა, ავტოპასუხისმგებლობის აქტივაცია შეიძლება მხოლოდ ისეთ მანქანებზე, რომლებიც ეკუთვნის ფიზიკურ პირს და არ გამოიყენება კომერციული მიზნებისთვის, მაგ: ტაქსი, ავტოგაქირავება და ა.შ
სად ვნახო გააქტიურებული ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისი?
ნახვას მობილბანკში, დაზღვევების გვერდზე შესვლით შეძლებ. იქვე გამოგიჩნდება რომელი სადაზღვევო კომპანიის არის დაზღვევაა და რომელ მანქანაზე გაქვს გააქტიურებული პოლისი.
ავტოსაგზაო შემთხვევისას, ზარალის თანხის ანაზღაურება არასრულწლოვან პირზეც ხდება?
ზარალის ანაზღაურება ხდება იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილს მართავს მესაკუთრე ან ნებისმიერი მესამე პირი, რომელიც არის მინიმუმ 21 წლის და აქვს შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა.
შემიძლია თუ არა შევიძინო ავტო დაზღვევა და დავაზღვიო ჩემი მანქანა?
ჩვენი მობილბანკიდან ან ვებგვერდიდან შეგიძლია შეიძინო ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა და დააზღვიო შენი ავტომობილით სხვისთვის მიყენებული ზიანის ხარჯები.
მესამე პირის დაზღვევა ონლაინ: დაიცავი თავი ფინანსური ზარალისგან
ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა − შენი ფინანსური სტაბილურობა გზებზე
ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა, იგივე მესამე პირის დაზღვევა, წარმოადგენს ფინანსური დაცვის მექანიზმს, რომელიც გიცავს გაუთვალისწინებელი ხარჯებისგან საგზაო შემთხვევის დროს. თუ შენი ავტომობილის მართვისას ზიანი მიადგება სხვა მძღოლს, ქვეითს ან მათ ქონებას, სადაზღვევო კომპანია დაფარავს ამ ზარალს შენ მაგივრად. მანქანის დაზღვევის ეს ტიპი უზრუნველყოფს შენს ფინანსურ სტაბილურობას და გაძლევს შესაძლებლობას, თავი მშვიდად იგრძნო ნებისმიერ გზაზე
რას ფარავს მესამე პირის ავტოდაზღვევა
ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა ანაზღაურებს იმ ზიანს, რომელიც შენი მონაწილეობით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიადგა მესამე პირს. მნიშვნელოვანია იცოდე, რომ ეს პოლისი არ ფარავს შენი ავტომობილის შეკეთების ხარჯებს. მისი მთავარი მიზანი შენი პასუხისმგებლობის დაზღვევაა. დასაფარი ხარჯები მოიცავს:
- სხვისი ავტომობილის ან სხვა სახის ქონების დაზიანებასთან დაკავშირებულ ხარჯებს
- მესამე პირის ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის სამკურნალო და მასთან დაკავშირებულ ხარჯებს
- საგზაო ინფრასტრუქტურის (მაგ.: შუქნიშანი, საგზაო ნიშანი, ღობე) დაზიანების ღირებულებას
ავტოდაზღვევის უპირატესობები
მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევის შეძენა რამდენიმე მნიშვნელოვან უპირატესობას გაძლევს. ეს არ არის მხოლოდ ფურცელი, არამედ შენი სიმშვიდის გარანტია
მთავარი სარგებელია:
- ფინანსური დაცვა − შენ არ გიწევს მოულოდნელი და ხშირად დიდი ოდენობის ხარჯების გაღება, რამაც შეიძლება საკუთარ ფინანსურ მდგომარეობაზე ნეგატიურად იმოქმედოს
- სიმშვიდე − იმის ცოდნა, რომ ფინანსურად დაცული ხარ, გაძლევს შესაძლებლობას, ავტომობილი მართო ზედმეტი სტრესის გარეშე
- პროცესის სიმარტივე: სადაზღვევო კომპანია თავად უზრუნველყოფს ზარალის რეგულირების პროცესს დაზარალებულ მხარესთან
როგორ შეიძინო ავტოდაზღვევა ონლაინ
ავტომობილის დაზღვევის შეძენა დღეს უკვე ძალიან მარტივია. შენ შეგიძლია შეიძინო მანქანის დაზღვევა ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად, საქართველოს ბანკის ციფრული არხების გამოყენებით. პროცესი რამდენიმე წუთს წაგართმევს და პოლისს მომენტალურად მიიღებ. ამისთვის საჭიროა მხოლოდ რამდენიმე მარტივი ნაბიჯის შესრულება, რაც დაზღვევის პროცესს კიდევ უფრო კომფორტულს ხდის
სადაზღვევო კომპანიები და ტარიფები
საქართველოს ბანკი გაძლევს შესაძლებლობას, თავად შეარჩიო სასურველი მანქანის სადაზღვევო კომპანია წამყვანი პროვაიდერებისგან. შენ შეგიძლია შეადარო პირობები და აირჩიო შენთვის მისაღები ვარიანტი. ჩვენ ვთანამშრომლობთ ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა: ალდაგი, ჯი პი აი, ირაო, იმედი ლ და გლობალ ბენეფიტს ჯორჯია. ავტოდაზღვევის ტარიფები დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, მათ შორის ავტომობილის ტიპზე, ძრავის მოცულობასა და მძღოლის გამოცდილებაზე. დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლია დაგვიკავშირდე