მისამართები
ვალუტის კურსი

გამოიყენე დამატებითი თანხა ნებისმიერ დროს ისე, როგორც გინდა

ოვერდრაფტის შესახებ

თუ ხელფასი გერიცხება საქართველოს ბანკში და, თან, შენს დამსაქმებელ კომპანიას გაფორმებული აქვს ჩვენთან ოვერდრაფტის ხელშეკრულება, ძალიან მარტივად შეგიძლია დახარჯო იმაზე მეტი, ვიდრე ანგარიშზე გაქვს, ანუ მოითხოვო ოვერდრაფტი, იგივე სახელფასო სესხი, ათვისებული ლიმიტი კი მოგვიანებით დაფარო. ასე შეძლებ მოკლევადიანი კრედიტის ნებისმიერი მიზნობრიობით გამოიყენებას
 
ათვისებული ლიმიტის დაფარვის გრაფიკიც მოსახერხებელია და ის შენზე იქნება მორგებული. აი მაგალითად, ოვერდრაფტის დაფარვა შემდეგნაირად შეგიძლია: იხდი მხოლოდ %-ის გადასახადს, ვადის ბოლოს კი − სრულ თანხას ან ფარავ წინსწრებით, სასურველი ოდენობით და, თანაც, საკომისიოს გარეშე.
 

ოვერდრაფტის სხვა უპირატესობები

  • თანხის მიღების გამარტივებული პროცესი
  • პროცენტი ანგარიშდება დღიური სიზუსტით და ზუსტად იმდენს გადაიხდი, რამდენი დღითაც გამოიყენებ ლიმიტს
 
 
 

პირობები

ვალუტა ლარი, დოლარი, ევრო (750 000 ლარამდე სესხები გაიცემა მხოლოდ ლარში)
ოვერდრაფტის გაცემის საკომისიო საკომისიო არ მოითხოვება
მომხმარებელი 18-დან 70 წლამდე ასაკის ნებისმიერ ფიზიკურ პირზე, რომელსაც ხელფასი ერიცხება ბანკში, ბანკის სახელფასო პროგრამაში ჩართული ორგანიზაციიდან და ამასთან, ამ ორგანიზაციასთან გაფორმებულია ოვერდრაფტის ხელშეკრულება.
ლიმიტი ოდენობა განისაზღვრება ორგანიზაციასთან გაფორმებული ოვერდრაფტის ხელშეკრულების საფუძველზე
ვადა 3 წელი
ნომინალური საპროცენტო განაკვეთი 18.88%-24.00%
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 20.60%-26.82%
0.00 0.00

სახელფასო ოვერდრაფტი

სახელფასო ოვერდრაფტი შენი ფინანსური მოქნილობისთვის

სახელფასო ოვერდრაფტი ფინანსური ინსტრუმენტია, რომელიც შესაძლებლობას გაძლევს, შენს ანგარიშზე არსებულ თანხაზე მეტი დახარჯო. თუ შენ ხელფასს საქართველოს ბანკში იღებ და შენი დამსაქმებელი კომპანია ჩართულია ჩვენს სახელფასო პროექტში, შეგიძლია, მარტივად მოითხოვო ოვერდრაფტი.  ეს არის მოკლევადიანი კრედიტი, რომელიც პირდაპირ შენს სახელფასო ანგარიშზეა მიბმული და გაუთვალისწინებელი ფინანსური საჭიროებების დროს დაგეხმარება

ოვერდრაფტის განმარტება და მისი უპირატესობები

ოვერდრაფტი, იგივე სახელფასო სესხი, წარმოადგენს წინასწარდამტკიცებულ საკრედიტო ლიმიტს შენს საბანკო ანგარიშზე.  ეს ნიშნავს, რომ ბანკი გიწესებს გარკვეულ თანხობრივ ლიმიტს, რომლის გამოყენებაც ნებისმიერ დროს შეგიძლია, მაშინაც კი, თუ ანგარიშზე საკმარისი თანხა არ გაქვს. ათვისებული თანხის დაფარვა კი შენი მომდევნო ხელფასის ჩარიცხვისას ავტომატურად ხდება

 სახელფასო ოვერდრაფტის მთავარი უპირატესობებია:

  • მოქნილობა − თანხის გამოყენება შეგიძლია ნებისმიერი მიზნობრიობით, იქნება ეს კომუნალური გადასახადები, მოულოდნელი შენაძენი თუ სხვა პირადი საჭიროება
  • სიმარტივე − ოვერდრაფტის აღება არ მოითხოვს ხანგრძლივ პროცედურებს. დამტკიცებული ლიმიტის გააქტიურება რამდენიმე წუთშია შესაძლებელი
  • ხელმისაწვდომობა − ლიმიტის მართვა და კონტროლი შეგიძლია მობილბანკის საშუალებით 24/7 
  • ეკონომიურობა − საპროცენტო სარგებელი ირიცხება მხოლოდ შენ მიერ ათვისებულ თანხაზე და არა მთლიან ლიმიტზე 

ოვერდრაფტის აღება ონლაინ − პროცესი ეტაპობრივად

საქართველოს ბანკი მომხმარებელს სთავაზობს ოვერდრაფტის აღების მარტივ და სწრაფ პროცესს ციფრული არხების გამოყენებით. თუ აკმაყოფილებ აუცილებელ პირობებს, ოვერდრაფტის ლიმიტის გააქტიურებას ონლაინ, რამდენიმე მარტივი ნაბიჯით შეძლებ. ეს პროცესი განსაკუთრებით მოსახერხებელია, რადგან არ საჭიროებს ფილიალში ვიზიტს

ვის შეუძლია სახელფასო ოვერდრაფტის აღება

სახელფასო ოვერდრაფტით სარგებლობისთვის აუცილებელია რამდენიმე პირობის დაკმაყოფილება:

  1. უნდა იყო ფიზიკური პირი
  2. ხელფასი უნდა გერიცხებოდეს საქართველოს ბანკის ანგარიშზე
  3. შენს დამსაქმებელ ორგანიზაციას გაფორმებული უნდა ჰქონდეს შესაბამისი ხელშეკრულება საქართველოს ბანკთან

თუ ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებ, შეგიძლია შეამოწმო შენთვის ხელმისაწვდომი ლიმიტი და მოითხოვო ოვერდრაფტის აღება ონლაინ

 

მაჩვენე მეტი მაჩვენე ნაკლები
ჩაერთეთ კვლევაში
თქვენი მონაწილეობა დაგვეხმარება Bankofgeorgia.ge-ის გაუმჯობესებაში.
ჩაერთეთ კვლევაში
დაგვიტოვე ნომერი და მიიღე განსაკუთრებული შეთავაზებები თუ ჯერ არ ხარ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, ან არ იყენებ ბანკის ციფრულ არხებს, მიიღებ სპეციალურად შენთვის შექმნილ შეთავაზებას.
შენი მობილურის ნომერი