ოვერდრაფტის შესახებ
ოვერდრაფტის სხვა უპირატესობები
- თანხის მიღების გამარტივებული პროცესი
- პროცენტი ანგარიშდება დღიური სიზუსტით და ზუსტად იმდენს გადაიხდი, რამდენი დღითაც გამოიყენებ ლიმიტს
ოვერდრაფტი
გამოიყენე დამატებითი თანხა ნებისმიერ დროს ისე, როგორც გინდა
სახელფასო ოვერდრაფტი შენი ფინანსური მოქნილობისთვის
სახელფასო ოვერდრაფტი ფინანსური ინსტრუმენტია, რომელიც შესაძლებლობას გაძლევს, შენს ანგარიშზე არსებულ თანხაზე მეტი დახარჯო. თუ შენ ხელფასს საქართველოს ბანკში იღებ და შენი დამსაქმებელი კომპანია ჩართულია ჩვენს სახელფასო პროექტში, შეგიძლია, მარტივად მოითხოვო ოვერდრაფტი. ეს არის მოკლევადიანი კრედიტი, რომელიც პირდაპირ შენს სახელფასო ანგარიშზეა მიბმული და გაუთვალისწინებელი ფინანსური საჭიროებების დროს დაგეხმარება
ოვერდრაფტის განმარტება და მისი უპირატესობები
ოვერდრაფტი, იგივე სახელფასო სესხი, წარმოადგენს წინასწარდამტკიცებულ საკრედიტო ლიმიტს შენს საბანკო ანგარიშზე. ეს ნიშნავს, რომ ბანკი გიწესებს გარკვეულ თანხობრივ ლიმიტს, რომლის გამოყენებაც ნებისმიერ დროს შეგიძლია, მაშინაც კი, თუ ანგარიშზე საკმარისი თანხა არ გაქვს. ათვისებული თანხის დაფარვა კი შენი მომდევნო ხელფასის ჩარიცხვისას ავტომატურად ხდება
სახელფასო ოვერდრაფტის მთავარი უპირატესობებია:
ოვერდრაფტის აღება ონლაინ − პროცესი ეტაპობრივად
საქართველოს ბანკი მომხმარებელს სთავაზობს ოვერდრაფტის აღების მარტივ და სწრაფ პროცესს ციფრული არხების გამოყენებით. თუ აკმაყოფილებ აუცილებელ პირობებს, ოვერდრაფტის ლიმიტის გააქტიურებას ონლაინ, რამდენიმე მარტივი ნაბიჯით შეძლებ. ეს პროცესი განსაკუთრებით მოსახერხებელია, რადგან არ საჭიროებს ფილიალში ვიზიტს
ვის შეუძლია სახელფასო ოვერდრაფტის აღება
სახელფასო ოვერდრაფტით სარგებლობისთვის აუცილებელია რამდენიმე პირობის დაკმაყოფილება:
თუ ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებ, შეგიძლია შეამოწმო შენთვის ხელმისაწვდომი ლიმიტი და მოითხოვო ოვერდრაფტის აღება ონლაინ