1 წუთი წასაკითხად
იპოთეკა ემიგრანტებისთვის: შეიძინეთ ბინა საქართველოში დაბრუნების გარეშე
1 მარ. 2021
1 წუთი წასაკითხად
საკითხები
გააზიარე
საქართველოს ბანკი ემიგრანტებს გაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას, გახდეთ თქვენი სასურველი ბინის, სახლისა თუ აგარაკის მესაკუთრე საქართველოში ჩამოსვლის გარეშე, საქართველოს ბანკის დისტანციური იპოთეკური სესხის მეშვეობით.
უძრავი ქონების შეძენა საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა, რა დროსაც სანდო ფინანსური პარტნიორის შერჩევა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. სწორედ ამიტომ, კომფორტულ მომსახურებასთან ერთად, ჩვენს პარტნიორ დეველოპერულ კომპანიებთან ექსკლუზიურ შეთავაზებებსაც გთავაზობთ.
იპოთეკურ სესხებზე გამარტივებული პირობები ვრცელდება როგორც დეველოპერებისგან შეძენილ უძრავ ქონებაზე, ასევე მეორად ბინებზე.
როგორ ვისარგებლოთ დისტანციური იპოთეკური სესხით?
ექსკლუზიური შეთავაზებებით სარგებლობის პროცესი სრულად დისტანციური და მაქსიმალურად გამარტივებულია:
- შეავსე განაცხადი
შეავსე ონლაინგანაცხადი, რის შემდეგაც ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდება და მოგაწვდის ამომწურავ ინფორმაციას შენთვის საინტერესო ყველა დეტალზე - შეარჩიე სასურველი ბინა
შეარჩიე შენთვის სასურველი უძრავი ქონება დეველოპერულ კომპანიასთან თუ – სხვაგან - გააფორმე დისტანციურად
საქართველოში ჩამოსვლა საჭირო არ არის. ქონების შეძენასთან დაკავშირებულ ყველა ეტაპს დისტანციურად გაივლი.
თუ მზად ხარ პირველი ნაბიჯისთვის, დაგვიტოვე განაცხადი და გაიგე რა ბიუჯეტზე მიგიწვდება ხელი.