Logo
ბლოგი
Time icon

1 წუთი წასაკითხად

თანხა სხვა ბანკში ეგრევე? მობილბანკით 24/7!

დაივიწყე „ორშაბათს დაგიჯდება“! გაიგე, როგორ გადარიცხო ან მიიღო თანხა სხვა ბანკიდან მობილბანკით მომენტალურად, ნებისმიერ დროს. დაზოგე დრო და ისარგებლე ინოვაციური ფუნქციონალით.

ალბათ, ყველას გვახსოვს დრო, როცა სხვა ბანკში ფულის გადასარიცხად ორშაბათს ველოდებოდით. ეს მოლოდინი, ხშირად უხერხულიც, უკვე წარსულს ჩაბარდა. დღეს ფული ისევე სწრაფად უნდა მოძრაობდეს, როგორც ინფორმაცია და მობილბანკის 24/7 სერვისები სწორედ ამას უზრუნველყოფს.

სხვასთან ეგრევე გადარიცხვა

მობილბანკში სხვასთან თანხის გაგზავნა ისეთივე მარტივია, როგორც მეგობრისთვის შეტყობინების მიწერა. პროცესი ინტუიციურია, მიუხედავად იმისა, ვის უგზავნით თანხას – საქართველოს ბანკის მომხმარებელს თუ სხვა ბანკის ბარათის მფლობელს.

თუ ადრესატი საქართველოს ბანკის მომხმარებელია, აირჩიე სტანდარტული გადარიცხვა და ველში მისი მობილურის, პირადი ან ანგარიშის ნომერი ან სახელი მიუთითე – სისტემა დანარჩენს თავად მიხვდება.

როცა თანხას სხვა ბანკის მომხმარებელს უგზავნი, აირჩიე ეგრევე 24/7 გადარიცხვა:

  • ბაზისბანკსა და კრედო ბანკში გადარიცხვისას, თანხა (ლარი, დოლარი ან ევრო) პირდაპირ მიმღების ანგარიშზე დაჯდება.
  • ნებისმიერ სხვა ქართულ ბანკში ლარის გაგზავნისას კი, მიმღები იღებს SMS-შეტყობინებას ბმულით. ეს მას აძლევს თავისუფლებას, თავად გადაწყვიტოს, რომელი ბანკის ბარათზე მიიღოს თანხა. თუ მას უკვე არჩეული აქვს ფავორიტი ბარათი egreve.bog.ge-ზე, თანხა პირდაპირ იმ ბარათზე დაჯდება.

საკუთარ ბარათებს შორის გადარიცხვა

ხშირად გვიწევს თანხის გადატანა საკუთარ ანგარიშებს შორის სხვადასხვა ბანკში. ფუნქციონალი „სხვა ბანკიდან“ სწორედ ამისთვისაა შექმნილი. ის საშუალებას გაძლევს, მომენტალურად გადმოიტანო თანხა სხვა ბანკის ბარათიდან საქართველოს ბანკის ანგარიშზე ან პირიქით.

ეს სერვისი მუშაობს არა მხოლოდ ქართულ, არამედ ათობით უცხოური ქვეყნის ბანკის ბარათებზეც, რაც განსაკუთრებით მოსახერხებელია მათთვის, ვინც საერთაშორისო ტრანზაქციებს ასრულებს. პროცესის გასამარტივებლად, შეგიძლია Apple/Google Wallet-ში დამატებული ბარათებიც გამოიყენო.

კიდევ რა უნდა იცოდე

  • SOLO/WM პაკეტებისა და M/L ნაკრებების მფლობელები ლარში გადარიცხვის ოპერაციებს საკომისიოს გარეშე ასრულებენ
  • თანხის მომენტალურად გადმოტანა საქართველოს ბანკის საკრედიტო ან ბიზნეს ბარათებზე შეზღუდულია

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს