3 წუთი წასაკითხად
მანქანის სივრცე: როგორ ვმართოთ ავტომობილის ყველა სერვისი მობილბანკით
22 მაი. 2026
3 წუთი წასაკითხად
საკითხები
გააზიარე
ჩვენი ყოველდღიურობა იმდენად სწრაფად იცვლება, ხშირად ვფიქრობთ ხოლმე, თუ როგორ გავიმარტივოთ პროცესები, დავზოგოთ დრო და ენერგია. ეს განსაკუთრებით აქტუალურია მათთვის, ვისაც ავტომობილი ჰყავს, რადგან არაერთ დეტალზე უწევთ ზრუნვა − იქნება ეს პარკირების საშვის განახლება, მოულოდნელი ვიდეოჯარიმა თუ ტექინსპექტირების თარიღის დამახსოვრება. ეს, ერთი შეხედვით, მარტივი ამოცანები ხშირად გაფანტულია სხვადასხვა პლატფორმასა თუ აპლიკაციაში, რაც გარკვეულ დისკომფორტს ქმნის.
წარმოიდგინე, რა კარგი იქნებოდა, თუ ამ ყველაფერს ერთი სივრციდან მართავდი. სწორედ იმ სივრციდან, რომელიც შენს მობილურშია და მუდამ თან გაქვს. ამიტომ შეიქმნა საქართველოს ბანკის მობილბანკის ახალი ფუნქციონალი − მანქანის სივრცე.
მანქანის სივრცე შენი პერსონალური ციფრული ასისტენტია. მისი მთავარი მიზანი კი დროის დაზოგვასა და ისეთი ტრანზაქციების გამარტივებას ეხება, რაც აქამდე დამატებით ძალისხმევას მოითხოვდა. ასე რომ, ამიერიდან აღარ მოგიწევს რამდენიმე ვებგვერდზე ჯარიმების შემოწმება ან პარკირების ვადის შესაძენად სპეციალური აპლიკაციის გამოყენება. ყველაფერი ერთ, სანდო და მარტივად ხელმისაწვდომ ადგილასაა თავმოყრილი.
რა შესაძლებლობებს გთავაზობს მანქანის სივრცე?
მობილბანკში ინტეგრირებული ეს ფუნქცია სრულად ცვლის ავტომობილის მართვის გამოცდილებას. აქ დაგხვდება ყველა საჭირო რესურსი, რათა მუდმივად ინფორმირებული იყო.
საპატრულო ვიდეოჯარიმების კონტროლი
ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელი ფუნქცია ჯარიმების მართვაა. მანქანის სივრცეში კი ავტომატურად აისახება ყველა დაფიქსირებული ვიდეოჯარიმა, რის დაფარვასაც მყისიერად, აპლიკაციიდან გაუსვლელად შეძლებ. რაც მთავარია, ახალი ჯარიმის მიღებისთანავე გამოგეგზავნება შეტყობინება, რაც დაგვიანებისა და საურავების დარიცხვისგან დაგიცავს.
ინფორმაცია მანქანის სივრცეში ყოველ წუთში ახლდება და პირველ შეტყობინებას დაჯარიმებისთანავე იღებ. ამის შემდეგ, შეტყობინებები კიდევ რამდენჯერმე მოგივა: ჯარიმის გადახდის ვადის გასვლამდე ერთი კვირით და ერთი დღით ადრე, ასევე – ბოლო დღეს.
პარკირების საშვების მართვა
შეიძინე თბილისისა და ზონალური პარკირების საშვები პირდაპირ მობილბანკიდან. აქვე შეგიძლია აკონტროლო მათი მოქმედების ვადები და მიიღო შეხსენებები ვადის ამოწურვამდე, რათა დროულად განაახლო საშვი.
ტექნიკური ინსპექტირების შეხსენება
სისტემა წინასწარ შეგახსენებს ავტომობილის სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების მოახლოებას, რაც დაგეხმარება, თავიდან აირიდო გაუთვალისწინებელი პრობლემები.
ავტოდაზღვევის მართვა
თუ სარგებლობ ავტოდაზღვევით, პოლისის შემოწმება, მისი მოქმედების ვადისა და პირობების ნახვა პირდაპირ აპლიკაციაში შეგიძლია.
ფინანსური სერვისების ინტეგრაცია
მანქანის სივრცე სრულად არის ინტეგრირებული ისეთ საბანკო პროდუქტებთან, როგორებიცაა − ავტოსესხი, ავტოლიზინგი და განვადება. თუ რომელიმე მათგანით სარგებლობ, შეძლებ თვალი ადევნო სესხის მიმდინარე სტატუსს, გადახდების გრაფიკსა და დარჩენილ ვალდებულებას.
ავტომობილის ისტორია
ასევე შეგიძლია აკონტროლო, ვინ და როდის ისარგებლა შენი ავტომობილით, თუ მას სხვა მძღოლს გადასცემ.
როგორ შექმნა შენი მანქანის სივრცე მობილბანკში?
პროცესი მაქსიმალურად მარტივია და რამდენიმე წუთზე მეტს არ წაგართმევს. მიჰყევი ამ ნაბიჯებს:
- შედი მობილბანკში, გადადი “ჰაბის” გვერდზე და დააჭირე ღილაკს − ჩემი მანქანა
- შემდეგ აირჩიე მანქანის დამატება
- შეიყვანე საჭირო მონაცემები − ავტომობილის მფლობელის პირადი ნომერი, მანქანის სახელმწიფო ნომერი და ტექპასპორტის ნომერი
- გაეცანი, დაეთანხმე წესებსა და პირობებს
- დააჭირე დამატების ღილაკს და პროცესი დასრულებულია!
რომ იცოდე, მანქანის სივრცეში შეგიძლია დაამატო არა მხოლოდ შენი, არამედ ოჯახის წევრისა თუ ახლობლის ავტომობილიც, რაც კიდევ უფრო მეტ კომფორტს გიქმნის. ამასთან, სერვისის ყოველთვიური ღირებულება მხოლოდ 1 ლარია. აღსანიშნავია, რომ SOLO CLUB-ის და WM მომხმარებლებისთვის სივრცე უფასოა და ყოველთვის ასე იქნება.
როგორც ხედავ, მობილბანკი უკვე დიდიხანია, გასცდა მხოლოდ საბანკო პროდუქტებისა და სერვისების ფარგლებს. მანქანის სივრცე ამის ნათელი მაგალითია, რომელიც ერთ სივრცეში უყრის თავს ყველა იმ საჭიროებას, რაც ავტომობილის ფლობასთან არის დაკავშირებული.
ნუღარ დაკარგავ დროს სხვადასხვა პლატფორმაზე ინფორმაციის ძიებასა და ტრანზაქციების შესრულებაში. დაამატე შენი ავტომობილი მანქანის სივრცეში და თავად გამოცადე ყველა ის უპირატესობა, რასაც ეს ინოვაციური სერვისი გთავაზობს.