2 წუთი წასაკითხად
როგორ შეცვალა საქართველოს ბანკის სტიპენდიამ ლილი კერესელიძის ცხოვრება?
22 ოქტ. 2024
2 წუთი წასაკითხად
2 წუთი წასაკითხად
გაიგე, როგორ დააფინანსა ლილიმ სწავლა საქართველოს ბანკის სტიპენდიით. აღმოაჩინე "ლიდერატორის" სტაჟირების პროგრამა, რომელიც სტუდენტებს კარიერულ ზრდაში ეხმარება.
22 ოქტ. 2024
2 წუთი წასაკითხად
სწავლის პროცესი, იქნება ეს სკოლაში თუ უნივერსიტეტში, არასდროსაა ისეთი მარტივი, როგორიც ეს შორიდან წარმოგვიდგენია. ერთ-ერთი მთავარი წინაღობა, რაც სასურველი პროფესიის სწავლის გზაზე სტუდენტებს აფერხებს, დაფინანსების მოპოვებაა. სწორედ ამ პრობლემის მოსაგვარებლად საქართველოს ბანკმა წელიწადზე მეტია, წამოიწყო ახალი პროექტი, რომელიც ყოველწლიურად არაერთ სტუდენტს უფინანსებს სწავლას სასურველ უნივერსიტეტში.
საქართველოს ბანკის ერთ-ერთი სტიპენდიატია ლილი კერესელიძე, რომელიც თავისუფალ უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე სწავლობს. ლილის ოჯახში ძირითადად ყველა ამ პროფესიის წარმომადგენელია, შესაბამისად, ლილიც ყველაზე მეტად ამ სფეროში ხედავდა საკუთარ თავს და როგორც თავად ამბობს, არასდროს უნანია ეს გადაწყვეტილება.
ლილიმ სტიპენდიის შესახებ მესამე კურსის ბოლოს გაიგო. როდესაც ფორმა შეავსო და გაგზავნა, გულში უკვე მყარად ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ სტიპენდიის მოსაპოვებლად ყველაფერს გააკეთებდა. როგორც თავად იხსენებს, ძალიან კარგად ჩაიარა მეორე ეტაპმაც – დიდ მხარდაჭერას გრძნობდა და არ ჰქონია იმის განცდა ან დაძაბულობა, რომ ჩამჭრელ და რთულ გასაუბრებაზე იყო.
გასაუბრებაზე, სანამ კანდიდატები გარეთ ველოდებოდით, რაღაცნაირად ყველა აფორიაქებული ემზადებოდა – ერთმანეთს ეკითხებოდნენ, თუ როგორ ჩაიარა შეხვედრამ და რა შეკითხვების მოლოდინი უნდა ჰქონოდათ. მე ჩემთვის, განცალკევებით ვიყავი, ტვინში არსებული ხმაურის ჩახშობას ვცდილობდი და ვიხსენებდი, თუ რას ვაკეთებდი ამ ეტაპზე ცხოვრებაში და რატომ შეიძლება ეს სტიპენდია დამემსახურებინა
– ლილი კერესელიძე
ლილის შემთხვევაში დისციპლინის უნარი, განვითარებისთვის მუდმივი შრომა და სწავლისადმი სიყვარული მშობლების დამსახურებაა – მათი შემხედვარე, ლილიც იმ იდეით იზრდებოდა, რომ ცხოვრების ნებისმიერ გზაზე, განათლებაზე პრიორიტეტული არაფერია.
უნივერსიტეტის წლებმა ისე გაიარა, რომ არცერთი ღამე არ გამითენებია, რაც დროის მენეჯმენტისა და რეჟიმის დამსახურებით მოვახერხე. მიყვარს წინასწარ დაგეგმვა და ყველაფერი კალენდარში მაქვს გაწერილი. მაქსიმალურად ვცდილობ, რისი კონტროლიც შემიძლია ყველაფერი გავთვალო. ბევრად მშვიდად ვგრძნობ თავს, როდესაც ჩემი მომდევნო ნაბიჯები ვიცი. მოტივაციის ნაწილშიც მეხმარება ეს გეგმურობა, რადგან შედეგები ასე უფრო ხელშესახები ხდება
უნივერსიტეტში სწავლა პირველი, თეორიული ეტაპია, რომელსაც თან აუცილებლად უნდა მოსდევდეს მეორე – კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რასაც სამსახურის დაწყება და დაგროვილი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება ჰქვია. სწორედ ამ მიზნით, გარდა სტიპენდიისა, საქართველოს ბანკი სტუდენტებს სტაჟირების პროგრამასაც სთავაზობს.
ლიდერატორი – ასე ეწოდება პროექტს, რომელიც 2017 წლიდან ხორციელდება და მრავალ სტუდენტს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი ცოდნით რეალური სამუშაო გამოცდილებები დააგროვონ.
ლიდერატორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობაა ის, რომ სტუდენტების ცხრილზეა მორგებული. ასევე, სტუდენტი თავად ირჩევს იმ მიმართულებას, რომელიც ყველაზე მეტად აინტერესებს. ლილის შემთხვევაში ეს, რა თქმა უნდა, ბიზნესის განვითარება აღმოჩნდა.
ლიდერატორად მუშაობა განსაკუთრებით მოსახერხებელია, რადგან სტუდენტებს სწავლაში ხელი არ ეშლებათ. ეს საკუთარ თავზეც გამოვცადე. არცერთი ლექცია არ გამიცდენია სამსახურის გამო და არც სამსახურში ყოფნის დროს მქონდა ის სანერვიულო, რომ სწავლას ვერ ვასწრებდი.
უნივერსიტეტში ყოველთვის კარგად ვსწავლობდი და არასდროს მქონია პრობლემები, თუმცა როდესაც ლიდერატორად დავიწყე მუშაობა, იმდენად მომემატა სწავლის მოტივაციაც, რომ იმ სემესტრში ყველაზე მაღალი ქულები ავიღე. მას შემდეგ გონებაში ისე ჩამებეჭდა, თითქოს სტიპენდიის და ლიდერატორობის დამსახურება იყო ეს ყველაფერი
საქართველოს ბანკი სწორედ ასეთ ახალგაზრდებს ეხმარება ცოდნისა და გამოცდილებების დაგროვებაში, რათა საკუთარი და ქვეყნის უკეთესი მომავალი შექმნან. ამჟამად 22 ქართულ უნივერსიტეტში მოქმედებს სტიპენდიის პროგრამა, თუმცა სამომავლოდ კიდევ უფრო გაიზრდება მათი ჩამონათვალი – მეტი შესაძლებლობა შეიქმნება იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც აფასებენ სწავლაში ჩადებული ინვესტიციის ღირებულებას, მყარად აქვთ საკუთარი მიზნები დასახული და ამ მიზნების მისაღწევად არ ჩერდებიან.
საქართველოს ბანკის სტიპენდიაზე უფრო მეტ საინტერესო დეტალს ამ ბლოგში ნახავ.
2 წუთი წასაკითხად
23 ივნ. 2026
ისწავლე, რატომ არ უნდა მოუსმინო სხვებს პროფესიის არჩევისას და რატომ არის საკუთარი თავის ნდობა წარმატების მთავარი გასაღები. მედეა ტაბატაძის წერილი შენთვის.
2 წუთი წასაკითხად
17 ივნ. 2026
თუ ზუგდიდში მოგზაურობას გეგმავ, დადიანების სასახლე იმ ადგილების სიაშია, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულო. თუმცა, მისი ღირებულება მხოლოდ გამორჩეული არქიტექტურით არ განისაზღვრება – ამ კედლებში ინახება ისტორიები, რომლებმაც ის განათლებისა და კულტურის ცენტრად აქცია. ამიტომ, გიორგი მოსიძესთან ერთად, სამ ნაკლებად ცნობილ ამბავს მოგიყვებით, რომელიც სასახლის მემკვიდრეობას სულ სხვა თვალით დაგანახებს. 1. ევროპასთან დიალოგი სამეგრელოდან სასახლის ისტორიული
2 წუთი წასაკითხად
17 ივნ. 2026
აღმოაჩინე, რომელმა წიგნებმა იქონია გავლენა დათო ტურაშვილზე. გაიგე მისი რეკომენდაციები თანამედროვე ქართულ ლიტერატურაზე და წიგნებზე, რომლებიც დროს უსწრებენ.
2 წუთი წასაკითხად
8 ივნ. 2026
ქართველი ბლოგერი და იუთუბერი H1Ta თავის 19 წლის ვერსიას გამოცდილებას უზიარებს. გაიგე მისი რჩევები ინტუიციის, უწყვეტი სწავლის, დროის ფასისა და მარცხის, როგორც ძვირფასი გაკვეთილის შესახებ
2 წუთი წასაკითხად
23 ივნ. 2026
2 წუთი წასაკითხად
8 ივნ. 2026