Logo
ბლოგი
Time icon

2 წუთი წასაკითხად

სად შოპინგობენ სტუდენტები PLUS ქულებით ხშირად

სასურველი ნივთისთვის ფულის შეგროვება ხშირად რთულია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბევრი სხვა ხარჯი გაქვს. სწორედ ამ პროცესის გასამარტივებლად არსებობს PLUS ქულები – სისტემა, რომელიც შენს ყოველდღიურ შენაძენებს დანაზოგად აქცევს. ყოველ ჯერზე, როცა საქართველოს ბანკის ბარათით იხდი, შენ დამატებითი ძალისხმევის გარეშე აგროვებ ქულებს, რომლებსაც შემდეგ ფულივით გამოიყენებ.

თუ Student Card გაქვს, ეს პროცესი კიდევ უფრო ხელსაყრელია, რადგან სტანდარტულ ბარათთან შედარებით მეტ ქულას აგროვებ: ყოველ 1 ლარზე 2 PLUS ქულა გერიცხება. დაგროვებასთან ერთად ქულები შეგიძლია ყოველდღიური ხარჯებისთვისაც გამოიყენო.

ერთად გადავხედოთ ობიექტებს, სადაც სტუდენტები ყველაზე ხშირად შოპინგობენ PLUS ქულებით:

ბენზინგასამართ სადგურები

თუ მანქანა ან მოპედი გყავს, საწვავის ხარჯის შემცირება PLUS ქულებით შეგიძლია. ან, შეგიძლია დააგროვო ქულები მთელი წლის განმავლობაში და ზაფხულში სამოგზაუროდ გამოიყენო.

მარკეტები და აფთიაქები

აქ შოპინგი ყოველდღიურობის ნაწილია, ამიტომ ქულების დაგროვებაც და დახარჯვაც ყველაზე მარტივია. გაითვალისწინე, რომ Smart-ის ქსელში, 30 ივნისის ჩათვლით, Student Card-ით გადახდისას 3-ჯერ მეტ PLUS ქულას მიიღებ.

ონლაინ შოპინგი

ისეთ პლატფორმებზე, როგორებიცაა Extra თუ Dressup, სახლიდან გაუსვლელად იპოვი სასურველ ნივთს, ტანსაცმელს ან საჩუქარს და საფასურს დაგროვილი ქულებით დაფარავ.

მობილურის ბალანსი

როცა სტუდენტი ხარ, ძალიან მნიშვნელოვანია, ნებისმიერ ადგილას გვქონდეს კარგი ინტერნეტი. საქართველოს ბანკის მობილბანკში კი PLUS ქულებით სულ რამდენიმე წამში შეგიძლია შეავსო მობილურის ბალანსი, იყიდო სალაპარაკო დრო ან ინტერნეტ პაკეტები.

კომუნალურები

თუ დამოუკიდებლად ცხოვრობ და ყოველთვიურად კომუნალურებს თავად იხდი, PLUS ქულებით შეგიძლია გადახდა რაც დაგეხმარება თანხის დაზოგვაშიც.

ტექნიკის მაღაზიები

ლეპტოპი, ყურსასმენი თუ სხვა გაჯეტი სტუდენტობისას აუცილებელი ატრიბუტია. თუ შენს ხარჯებს Student Card-ით ფარავ, სასურველი ტექნიკისთვის საჭირო ქულებს უფრო სწრაფად შეაგროვებ.

PLUS-ის დაბადების დღე

არ დაგავიწყდეს, 5 ივლისს PLUS-ის დაბადების დღეა! ეს შოპინგისთვის წელიწადის ყველაზე განსაკუთრებული დღეა. 5 ივლისს შენი დაგროვილი PLUS ქულები ორმაგდება.

აიღე სტუდენტური ბარათი ონლაინ და დაიწყე მეტი PLUS ქულის დაგროვება დღესვე, რომ 5 ივლისს შენთვის სასურველი ნივთი საუკეთესო პირობით შეიძინო.

ბარათი განკუთვნილია არა მხოლოდ სტუდენტებისთვის, არამედ ნებისმიერი ახალგაზრდისთვის 18-დან 23 წლის ჩათვლით.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს