Logo
ბლოგი
Time icon

2 წუთი წასაკითხად

რატომ უნდა გაიაქტიურო PLUS ბარათი ახლავე? გაეცანი უპირატესობებს

გაიგე, როგორ დააგროვებ მეტ ქულას, ისარგებლებ ფასდაკლებებით Wolt-ზე, ევექსსა და PLUS-ის დაბადების დღეზე. გააქტიურე უფასოდ და აღმოაჩინე შენი უპირატესობები!

PLUS ქულები შოპინგის ყველასთვის საყვარელი ნაწილია, ყიდულობ საჭირო ნივთებს და ზედმეტი ძალისხმევისა და დანაზოგის გარეშე აგროვებ ქულებს შენი მიზნებისთვის.
ქულების დაგროვება საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათითაა შესაძლებელი, თუმცა ყველაზე მეტ ქულას სწორედ PLUS ბარათის მფლობელები აგროვებენ და განსაკუთრებული შეთავაზებებითაც სარგებლობენ.

თუ ჯერ კიდევ არ გაქვს PLUS ბარათი, გაეცანი უპირატესობებს და თავად გადაწყვიტე, ღირს თუ არა გააქტიურება:

არ იხდი საკომისიოს

PLUS ბარათის შეკვეთა სრულიად უფასოა და განსხვავებით სხვა ბარათებისგან, არც ყოველთვიური საკომისიოს გადახდა გიწევს. ციფრული ბარათის გააქტიურება კი სახლიდან გაუსვლელად, მობილბანკში სულ რამდენიმე წამში შეგიძლია.

აიღე PLUS ბარათი

უფრო მეტი PLUS ქულა

PLUS ქულებს სტატუსების მიხედვით აგროვებ საქართველოს ბანკის ტერმინალზე ყოველი გადახდისას, ლოიალურობის პროგრამაში სულ 4 სტატუსი გვაქვს:

  • Starter: 1 ლარი = 1 PLUS
  • Bronze: 1 ლარი = 1.5 PLUS
  • Silver: 1 ლარი = 1.75 PLUS
  • Gold: 1 ლარი = 2 PLUS

რაც უფრო მაღალია შენი სტატუსი, უფრო მეტ PLUS ქულას აგროვებ და სარგებლობ უპირატესობებით.

სპეციალური დაგროვების შეთავაზებები

PLUS ბარათის მფლობელები ხშირად აგროვებენ გაათმაგებულ ან გაოცმაგებულ ქულებს. წელს სასექტემბრო შოპინგისთვის ათობით პარტნიორ მაღაზიაში PLUS ბარათით გადახდისას მომხმარებელს თანხის 20-30% ბარათზე ქულების სახით დაუბრუნდებათ, ტექნიკის მაღაზიებში კი ნებისმიერი გადახდისას 10-ჯერ მეტ ქულას მიიღებენ.

სამზადისი PLUS-ის დაბადების დღისთვის

სწორედ ასე ყიდულობენ PLUS ბარათის მომხმარებლები მსხვილ ტექნიკას და უამრავ ნივთს PLUS-ის დაბადების დღეზე. უკვე წლებია, 5 ივლისს ყველა მოუთმენლად ელოდება. ამ დღეს PLUS ქულებით გადახდისას ნებისმიერი ნივთის შეძენა 50%-იანი ფასდაკლებითაა შესაძლებელი. ყველაზე მეტი ქულა კი სწორედ იმ მომხმარებელს აქვს, რომელიც ამ დღისთვის მთელი წელი ემზადებოდა, PLUS ბარათით გადახდა არ ავიწყდებოდა და დაგროვების შეთავაზებებსაც თვალს ადევნებდა.

განსაკუთრებული ფასდაკლებები

თუმცა დაბადების დღემდეც ბევრი საინტერესო შეთავაზება და ფასდაკლება გელის წინ. შენი ლოიალურობის სტატუსის მიხედვით შეგიძლია 3 ან 12 თვით უფასოდ გამოიწერო Wolt+, ასევე ისარგებლო 35-დან 50%-მდე ფასდაკლებით ევექსის კლინიკებში. რაც მეტ გადახდას შეასრულებ და გამოიყენებ საბანკო პროდუქტებს, ლოიალობის მით უფრო მაღალი სტატუსი გექნება და მეტ ბენეფიტს მიიღებ.

პარტნიორ მაღაზიებში, რომელთა სიაც ძალიან გრძელია, სპეციალურად PLUS ბარათის მფლობელებს ხშირად ხვდებათ ფასდაკლებები, 1+1 აქციები და ქეშბექები. სიახლეები რომ არ გამოგრჩეს, თვალი ადევნე შეთავაზებების გვერდს ან ხშირად შეამოწმე მობილბანკის სთორები.

გადმოწერე მობილბანკი

მრავალფეროვანი ციფრული ბარათები

ამ ყველაფერთან ერთად, PLUS ბარათი დიზაინითაც გამორჩეულია. თავად შეგიძლია  ინტერესებისა და განწყობის შესაბამისად შეარჩიო ციფრული ბარათის დიზაინი საქართველოს კუთხეების თემატიკით, შენი ინტერესების შესაბამისად ან მინიმალისტური ფერებით და გქონდეს ისეთივე უნიკალური ბარათი, როგორიც თავად ხარ. 



ალბათ, ახლა გასაგებია, როგორ ახერხებს ამდენი ადამიანი PLUS ქულებით საოცნებო ნივთების შეძენას. თუ შენც გინდა გახდე განსაკუთრებული ბარათის მფლობელი, დააგროვო მეტი და სრულიად უფასოდ ისარგებლო უპირატესობებით, აუცილებლად გაეცანი დეტალებს ბმულზე და გაიაქტიურე  PLUS ბარათი დღესვე, სულ რამდენიმე წუთში.

აიღე PLUS ბარათი

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს