2 წუთი წასაკითხად
რატომ არის sCool Card და sCoolApp საუკეთესო არჩევანი შენი შვილისთვის?
sCool Card და sCoolApp შენი შვილისთვის! აღმოაჩინე, როგორ ეხმარება ის ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვებაში. უსაფრთხო მართვა, ფასდაკლებები და განათლება. გაიგე მეტი აქ.
15 სექ. 2025
2 წუთი წასაკითხად
თქვენი შვილი იზრდება და ნელ-ნელა დამოუკიდებლობას ეჩვევა. მას სურს, თავად მართოს საკუთარი ფული, თქვენ კი გსურთ, რომ პასუხისმგებლობას მშვიდ და უსაფრთხო გარემოში შეაჩვიოთ.
საქართველოს ბანკის sCool Card და sCoolApp სწორედ ამ მიზნით შეიქმნა. ეს არის საბანკო პროდუქტები, რომლებიც ბავშვებს ფინანსური უნარების გამომუშავებაში ეხმარება და დამოუკიდებლობას ასწავლის.
ნახე 5 მიზეზი, თუ რატომ არის sCool Card და sCoolApp საუკეთესო არჩევანი შენთვის და შენი შვილისთვის:
წვდომა ბავშვის ფინანსებზე
sCoolApp-ი და sCool Card-ი უპირველესად უსაფრთხოებაზე ზრუნავს. შენ, როგორც მშობელს, მობილბანკში სრული წვდომა გაქვს შვილის ანგარიშზე, შეგიძლია ნახო მისი ხარჯები და დააწესო ყოველდღიური ლიმიტები.
ეს გაძლევს საშუალებას, აკონტროლო, რაზე და როგორ ხარჯავს ბავშვი ფულს და, ამავდროულად, პასუხისმგებლობას მიაჩვიო. დაკარგვის შემთხვევაში კი შენივე მობილბანკიდან დაბლოკავ მის ბარათს.
სამედიცინო პროგრამა მოსწავლეებისთვის
sCool Card-ის მფლობელებს ევექსის ქსელსა და სტომატოლოგიურ ცენტრ New Dent-ში სპეციალური ფასდაკლებები და უფასო სერვისები ეკუთვნით.
დაარეგისტრირე შვილი პროგრამაში და მიიღე:
- 100%-იანი დაფარვა სხვადასხვა სპეციალისტის კონსულტაციასა და სამედიცინო გამოკვლევებზე
- ფასდაკლებები სტომატოლოგიურ მომსახურებებზე
გაეცანი მოსწავლეების ჯანდაცვის პროგრამას სრულად.
საზოგადოებრივ ტრანსპორტში სპეციალური ტარიფი
ბავშვები სკოლიდან სახლში, სპორტის გაკვეთილებზე თუ მასწავლებელთან ხშირად საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდებიან. sCool Card-ით შენს შვილს სპეციალური სამგზავრო ტარიფი აქვს:
- თბილისში და ბათუმში: უფასო
- რუსთავში: 10 თეთრი
- ზუგდიდში: 50% ფასდაკლება
ფინანსური განათლება
sCoolApp-ის ერთ-ერთი მთავარი მიზანი მოსწავლეებისთვის ფინანსური უნარ-ჩვევების გამომუშავებაა, საბაზისო საბანკო სერვისებზე წვდომა კი ამ მისიის ნაწილია. აპლიკაციაში მოზარდები:
- მარტივად ამოწმებენ ანგარიშს და ტრანზაქციებს
- ასრულებენ გადარიცხვებს
- აგზავნიან თანხის მოთხოვნას
- იყენებენ ხარჯის გაყოფის ფუნქციას
- ააქტიურებენ „გოჭ ყულაბას“ და სწავლობენ თანხის დაგროვებას
მეტი სარგებელი: სქულები და შეთავაზებები
მოსწავლეები sCool Card-ით გადახდისას სქულებს აგროვებენ – ყოველ 1 ლარზე 5 სქულას.
ამასთან, მათ სპეციალური შეთავაზებები და ფასდაკლებები ელოდებათ საყვარელ მაღაზიებსა და კვების ობიექტებში.~
როგორ ავიღო sCool Card ჩემი შვილისთვის?
sCool Card-ის აღება უფასოა და შეგიძლია დისტანციურად, მობილბანკში შეუკვეთო სულ რამდენიმე წუთში.