Logo
ბლოგი
Time icon

2 წუთი წასაკითხად

5 მიზეზი, რატომ არის PLUS ლოიალობის საუკეთესო პროგრამა (შეიძლება უმეტესობა არ იცოდე)

ალბათ შენც გქონია მომენტი, მობილბანკში PLUS ქულების რაოდენობას რომ ნახულობ და ფიქრობ: „ვა, ქულები დამგროვებია“.

უმეტესობა ამ ქულებს ან იქვე, მობილურის ბალანსის შესავსებად იყენებს, ან მალევე ხარჯავს რომელიმე მაღაზიაში.

მაგრამ PLUS-ი ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ „დაგროვებული ქულები“. სინამდვილეში, არსებობს 5 კონკრეტული მიზეზი, რაც მას არა უბრალოდ კარგ, არამედ ლოიალობის საუკეთესო პროგრამად აქცევს საქართველოში.

თუ ჯერ არ გაქვს, PLUS ბარათის შეკვეთა სულ რამდენიმე წუთში, უფასოდ შეგიძლია. ახლა კი გადავიდეთ მიზეზებზე.

1. არ გჭირდება არანაირი ძალისხმევა

დავიწყოთ მთავარით: საუკეთესო პროგრამა ისაა, რომელიც „თავისით“ მუშაობს. PLUS-ის შემთხვევაში არ გჭირდება:

  • ცალკე დაგროვებითი ბარათის ტარება, რომელიც მუდამ სახლში გრჩება
  • გადახდისას აპლიკაციაში QR კოდის ძებნა
  • რაღაცის აქტივაცია ან დამახსოვრება

თუ საქართველოს ბანკის ბარათით და ტერმინალზე იხდი, ქულები ავტომატურად გროვდება. ეს სიმარტივე და კომფორტი არის პირველი და მთავარი მიზეზი, რატომაც ის რეალურად მუშაობს.

2. მუშაობს იქ, სადაც ფულს ისედაც ხარჯავ

ლოიალობის პროგრამების უმეტესობა გათვლილია იშვიათ, დიდ შენაძენებზე. PLUS-ის ძალა კი ყოველდღიურობაშია. შეთავაზებები და ქულების დაგროვება მუშაობს იქ, სადაც ფულს ისედაც ვხარჯავთ:

  • საწვავი: ისედაც ასხამ თუ მანქანა გყავს
  • აფთიაქი: წამალი ან თავის მოვლის საშუალება თუ დაგჭირდა, ისედაც ყიდულობ
  • სუპერმარკეტი: ყოველდღიური ხარჯები არსად მიდის

როცა სარგებელს იღებ იქ, სადაც ისედაც ყოველდღე იხდი, ეს უკვე დამატებითი ბენეფიტი კი არა, უბრალოდ ჭკვიანური ფინანსური ჩვევაა.

3. არ ხარ შეზღუდული: 1000-ზე მეტი პარტნიორი

ხშირად ლოიალობის პროგრამები მხოლოდ რამდენიმე კონკრეტულ ობიექტზეა მიბმული. PLUS-ის შემთხვევაში, ქსელი უზარმაზარია და 1000-ზე მეტ პარტნიორს აერთიანებს.

ეს ნიშნავს, რომ შეგიძლია ქულები დააგროვო და დახარჯო როგორც დიდი სუპერმარკეტების ქსელებში, ისე შენს საყვარელ პატარა კაფეში, წიგნის მაღაზიაში თუ ტანსაცმლის ბუტიკში. ეს გაძლევს არჩევანის თავისუფლებას.

4. PLUS-ს აქვს საკუთარი „შავი პარასკევი“ – 5 ივლისი

ყველა კარგ სისტემას სჭირდება თავისი მთავარი მოვლენა. PLUS-ისთვის ეს 5 ივლისია.

ეს არ არის უბრალოდ PLUS-ის დაბადების დღის აქცია. ეს არის დღე, როცა PLUS-ი თავის მაქსიმუმს აჩვენებს: 50% ფასდაკლება, გაორმაგებული ქულები და პირობები, რომლებსაც სხვა დროს ვერ ნახავ.

ის ფაქტი, რომ ამ დღეს გაყიდვები 68%-ით იზრდება, ნიშნავს, რომ ხალხი ამას ელოდება და ამისთვის ემზადება. მთელი წლის განმავლობაში დაგროვებული ქულების დახარჯვის საუკეთესო დრო სწორედ ეს არის.

5. შენი ხარჯი ადგილობრივ ბიზნესს ეხმარება

ეს ის ასპექტია, რომელზეც იშვიათად ვფიქრობთ. როცა PLUS-ის პარტნიორ ობიექტში – განსაკუთრებით, თუ ის მცირე ან საშუალო ბიზნესია – შენაძენს აკეთებ, შენ უბრალოდ ფასდაკლებას არ იღებ. შენ მხარს უჭერ ადგილობრივ მეწარმეს. PLUS-ი მათ ეხმარება ლოიალური მომხმარებლების მოზიდვაში და ცნობადობის გაზრდაში, რაც პირდაპირ აისახება მათ განვითარებაზე.

მოკლედ, თუ PLUS-ი უკვე გაქვს, ახლა დროა, ის ბოლომდე გამოიყენო.

ამისთვის ერთი მარტივი ჩვევა გჭირდება: სანამ რამეს იყიდი, უბრალოდ შეამოწმე შეთავაზებები. ხშირად, ორ მეზობელ აფთიაქს, ბენზინგასამართ სადგურს ან კაფეს შორის არჩევანის გაკეთება სწორედ PLUS-ის შეთავაზებამ შეიძლება გაგიმარტივოს.

ყველა აქტუალური შეთავაზების ერთად სანახავად კი ყველაზე მარტივი გზა offers.bog.ge-ზე შეხედვა ან მობილბანკის შეთავაზებების ჰაბის შემოწმებაა.

აიღე PLUS ბარათი

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს