Logo
ბლოგი
Time icon

2 წუთი წასაკითხად

გაანულე გადადებული საყიდლების სია: გადაიხადე ნაწილ-ნაწილ პირველად და დაიბრუნე 30% სითი მოლში

27 ოქტ. 2025

ფასდაკლებები საუკეთესო დროა მომავლისთვის გადადებული სურვილების ასასრულებლად, შოპინგი კი გაცილებით სასიამოვნოა, როცა ყველა სასურველი მაღაზია ერთ სივრცეშია.

CITY MALL-ის მე-14 დაბადების დღესთან დაკავშირებით დიდი ფასდაკლებების კვირეული დაიწყო, სხვადასხვა მაღაზიაში ბევრი საჩუქარი, აქცია და შეთავაზება გელოდება. თუ ამასთან ერთად საქართველოს ბანკის მომხმარებელი ხარ და აქამდე არ გისარგებლია ნაწილ-ნაწილ გადახდის მეთოდით, ახლა შენი დროა.

29 ოქტომბერსCITY MALL SABURTALO-ს ან CITY MALL GLDANI-ს ნებისმიერ მაღაზიაში პირველად გადაიხდი ნაწილ-ნაწილ, გადახდილი თანხის 30%-ს, მაქსიმუმ 100 ლარს დაიბრუნებ.

რატომ უნდა გადაიხადო ნაწილ-ნაწილ?

ნაწილ-ნაწილ გადახდა შოპინგის ყველაზე კომფორტული გზაა, რომელიც საშუალებას გაძლევს, საყვარელი ნივთი იყიდო, ღირებულება კი 4 თვეზე გაანაწილო. რაც მთავარია, ამ 4 თვის განმავლობაში არანაირი პროცენტი ან საკომისიო არ გერიცხება, ეფექტური 0%-ია.

ნახე, როგორ გადაიხადო ნაწილ-ნაწილ

მაშ ასე, რომელ გადადებულ სურვილებში ღირს პირველად ნაწილ-ნაწილის გამოყენება? შენთვის შევარჩიეთ 5 ბიუჯეტური, მაგრამ განსაკუთრებული ნივთი, რომლებსაც მაქსიმალური ქეშბექით იყიდი.

1. ლეპტოპის ის „წესიერი“ ჩასადები – კოსმო

გაიხსენე, ლეპტოპს რომ უყურებ და ფიქრობ, ერთი კარგი, ხარისხიანი ჩასადები უნდა ვუყიდო, აღარ შეიძლება ასე ტარებაო. ლეპტოპის ჩასადები ის შენაძენია, რომელსაც სულ სხვა, უფრო „მნიშვნელოვანი“ რაღაცის გამო დებ გვერდზე. ახლა კი დროა, გამოიყენო შესაძლებლობა და იზრუნო ტექნიკის უსაფრთხოებაზე შეღავათიან ფასად, თანაც კოსმოს ელეგანტური ტყავის ჩანთა ნებისმიერ სტილს მოუხდება.

2. ის პატარა, სიმბოლური საჩუქარი – რედბერი

პატარა საჩუქრები ყველას ახარებს და რედბერის ეს ბეჭედი თვითმფრინავის ორნამენტით ნამდვილად სასიამოვნო, სიმბოლური საჩუქარი იქნებოდა იმ განსაკუთრებული ადამიანებისთვის, ვისაც მოგზაურობა და თავგადასავლები უყვართ.

3. შაბათ-კვირის იდილია – ვაფლის აპარატი – მეგატექნიკა

ვაფლის აპარატი ნამდვილად ერთ-ერთია იმ სურვილებიდან, რომლებიც თითქოს არასდროსაა პრიორიტეტული. არადა წინ გრძელი და ცივი სეზონია. წარმოიდგინე, ვაფლები, ცხელი სასმელი და კარგი ფილმი – ეს კომბინაცია სუსხიან ამინდებს სასიამოვნოდ გაგატარებინებს, თანაც ბელგიური საღამოების მოწყობას ახლა ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად შეძლებ.

4. ჯადოსნური ნივთი შენი ოთახისთვის – კურა კურა

ინტერნეტში არაერთხელ შეგხვედრია ვიდეო, სადაც ასეთი სანათი ოთახს კოსმოსურ სივრცედ აქცევს და გიფიქრია, ჩემს ოთახსაც მოუხდებოდაო. დროა, შენს პირად სივრცეს ცოტა მაგია შემატო და ეს გადადებული სურვილიც სიიდან ამოშალო. კურა კურას სანათი-პროექტორი მინიმალისტურ ოთახშიც განსაკუთრებულ ატმოსფეროს შექმნის.

5. პრაქტიკული ფოვერ ბანკი, რომელსაც სულ ბოლოსთვის იტოვებ – შაომი

ფოვერ ბანკი ის ნივთია, რომლის საჭიროებაც მხოლოდ მაშინ გვახსენდება, როცა ტელეფონი მოულოდნელ ადგილას გვიჯდება. იყავი პრაქტიკული და გამოიყენე შეთავაზება, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოაგვარო ეს პრობლემა. შაომის ფოვერ ბანკი განკუთვნილია სმარტფონებისთვის, პლანშეტებისთვის, ჭკვიანი საათებისთვის, ყურსასმენებისა და პორტატული დინამიკებისთვის.

ასე, რომ CITY MALL-ში იმდენი მაღაზია და მომგებიანი შეთავაზება გელოდება, რომ უბრალოდ დათვალიერების დროსაც შეიძლება, რამე “შემოგეყიდოს”. იმისთვის, რომ მაქსიმალური ბევრი დაზოგო და თვის ბიუჯეტშიც ჩაეტიო, ეწვიე სითი მოლს 29 ოქტომბერს, გადაიხადე ნაწილ-ნაწილ და არ გადადო სურვილები მომავლისთვის.

გადმოწერე მობილბანკი

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს