3 წუთი წასაკითხად
ნაწილ-ნაწილ: მარტივი გზა სურვილების ასასრულებლად
27 ივნ. 2025
3 წუთი წასაკითხად
საკითხები
გააზიარე
არის ცხოვრებაში მომენტები, როცა ფინანსური შესაძლებლობების მიუხედავად, სურვილის ასრულების შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვა. საქართველოს ბანკის სერვისი ნაწილ-ნაწილ ზუსტად ასეთი შემთხვევებისთვისაა შექმნილი.
ხელფასამდე დღეების თვლა რომ არ მოგიწიოს, სერვისით ნაწილ-ნაწილ, 0%-იანი განვადების მსგავსად (ეფექტური 0%), სასურველი პროდუქტის შეძენა ან სერვისით სარგებლობა უმალ, თანხის გადახდა კი შემდეგი თვეების განმავლობაში ზედმეტი დანახარჯის გარეშე შეგიძლია.
რა არის ნაწილ-ნაწილ?
ხელფასამდე ერთი კვირაა დარჩენილი და შენმა საყვარელმა ბრენდმა 70%-იანი ფასდაკლება გამოაცხადა? იქნებ ტელეფონმა გადაწყვიტა ‘საუკუნო ძილით’ მაინცდამაინც ახლა დაძინება? თუ უბრალოდ ძალიან მოგწონს რაღაც და სრული საფასურის ერთბაშად გადახდა გირთულდება?
BNPL ანუ Buy Now, Pay Later (იყიდე ახლა, გადაიხადე მოგვიანებით) სერვისი მსოფლიოში შოპინგის ახალ სტანდარტად იქცა. სერვისის განსაკუთრებული პოპულარულობა მისი სიმარტივითა და მოქნილობითაა განპირობებული.
საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილი ამ მსოფლიო ტრენდის ქართული ანალოგია. ნაწილ-ნაწილ შეძენის შემთხვევაში, გაძვირების გარეშე შეგიძლია ნივთის ღირებულება ოთხ თანაბარ ნაწილად გაყო და რამდენიმე თვეში თანხა ისე გადაიხადო, რომ ზედმეტი თეთრის დამატება არ მოგიწიოს. გადასახდელი თანხა 45 ლარიდან 5000 ლარამდე უნდა მერყეობდეს.
ნაწილ-ნაწილ: მთავარი უპირატესობები
სერვისი შოპინგისას ბარიერების მოხსნას ისახავს მიზნად და სამ მთავარ უპირატესობაზე დგას.
1. გადაიხადე ზუსტად იმდენი, რამდენიც ღირს
წარმოიდგინე, ნაწილ-ნაწილ შეიძინე გიტარა, რომელიც 400 ლარი ღირს. თანხა ოთხ თვეზე გადანაწილდა და ყოველ თვეში გადასახდელი გაქვს 100 ლარი. ანუ საბოლოო ჯამში, პირველად ღირებულებას 400 ლარს არცერთი თეთრი არ ემატება. თანხა მართლა ეფექტურ 0%-ად ნაწილდება, რაც იმას ნიშნავს, რომ შენ მიერ გადახდილი თანხის ჯამი ნივთის თავდაპირველი ღირებულების ტოლია.
2. ისარგებლე უსწრაფესი სერვისით
სერვისით სარგებლობა მყისიერადაა შესაძლებელი, ზუსტად იმ დროს, როცა სასურველ ნივთს ონლაინ ან ფიზიკურ მაღაზიაში აღმოაჩენ. არც ბიუროკრატიული დეტალების გავლა გჭირდება და მით უმეტეს, არც ფილიალში მისვლა, მხოლოდ მობილბანკი.
3. დაიწყე გადახდა მომდევნო თვიდან
თანხის გადახდის პროცესიც ძალიან მოქნილია, საერთოდ არ არის საჭირო ნივთის შეძენისას ანგარიშზე რაიმე თანხა გქონდეს, რადგან პირველი გადახდა ერთი თვის შემდეგ, შენ მიერ არჩეულ თარიღში მოგიწევს. მოკლედ, სერვისი მაქსიმალურადაა მორგებული შენს სურვილებსა და ფინანსურ საჭიროებებზე.
როგორ გადავიხადო ნაწილ-ნაწილ?
და თუ გადაწყვეტ, რომ საკუთარ სურვილებს უარი არ უთხრა და ნაწილ-ნაწილ დაფარო ხარჯი, 3 მარტივი ნაბიჯი გაქვს გასავლელი.
ნაბიჯი 1: შეამოწმე და მოითხოვე ლიმიტი მობილბანკში
- გახსენი მობილბანკი
- დააკვირდი აპლიკაციის ქვედა რიგს და სულ ბოლოს, დააჭირე ჰაბს
- ჰაბის პროდუქტების სექციაში, აირჩიე ნაწილ-ნაწილ
- ნიშნულის არჩევის შემდეგ დააჭირე გადამოწმებას
- გადაიკითხე პირობები და დაეთანხმე მონაცემების გადამოწმებას
ნაბიჯი 2: შეარჩიე სასურველი ნივთი
გადახედე 4000+ პარტნიორი მაღაზიის ჩამონათვალს და შეარჩიე სასურველი ნივთი.
ნაბიჯი 3: აირჩიე ნაწილ-ნაწილ
თუ ფიზიკურ მაღაზიაში ხარ, კონსულტანტს უთხარი, რომ ნაწილ-ნაწილ გადაიხდი. ონლაინ კი გადახდის მეთოდებში მონიშნე ნაწილ-ნაწილ გადახდა.
როგორც უკვე ვთქვით, ნაწილ-ნაწილით სტანდარტულად 4 თვეზე ანაწილებ ნივთის ღირებულებას, თუმცა ზოგ ობიექტში თანხის 6 თვეზე განაწილებაცაა შესაძლებელი, მაგალითად, extra.ge-ზე. გადახდას მომდევნო თვიდან დაიწყებ და ყოველ თვეში დაფარავ ზუსტად იმ ოდენობას, რამდენიც თანხის ტოლ ნაწილებად გაყოფით მოგიწევს.
ნაწილ-ნაწილის პარტნიორები
ნაწილ-ნაწილის პარტნიორების სია გრძელია, თუმცა ბლოგში რამდენიმე მათგანს გამოვყოფთ.
- თუ ტანსაცმლის ან აქსესუარების შეძენა გაქვს გადაწყვეტილი, ნაწილ-ნაწილ გადაიხდი ისეთ ბრენდებში, როგორიცაა: Zara, LC Waikiki, Dressup.ge და კიდევ სხვა ბევრი.
- თავის მოვლის პროდუქტები შემოგაკლდა? ნაწილ-ნაწილ გადახდა ისეთ ბრენდებში შეგიძლია, როგორიცაა PSP, Ici Paris და სხვა.
- თუ ტექნიკის შეძენა გსურს, ჩამონათვალში Alta, iPlus და Megatechnica-ს იპოვი.
- ონლაინ პლატფორმებზე Veli.Store და extra.ge-ზე შოპინგისასაც თანხის გადახდას ნაწილ-ნაწილ მოახერხებ.
რატომ არის ნაწილ-ნაწილი მომგებიანი ბიზნესისთვისაც?
ნაწილ-ნაწილ სერვისით სარგებლობა კომპანიებისთვისაც ძალიან მომგებიანია. როცა მომხმარებელს აძლევ საშუალებას ნაწილ-ნაწილ გადაიხადოს სასურველი ნივთის ღირებულება, გაყიდვებიც უფრო იზრდება. სტატისტიკურად, პარტნიორი კომპანიები ნაწილ-ნაწილის ინტეგრაციით გაყიდვებს საშუალოდ 15%-ით ზრდიან.
ნაწილ-ნაწილი ჭკვიანურად ერგება თანამედროვე სამომხმარებლო მოთხოვნებს. სხარტი, მარტივად გასაგები და მოქნილი სერვისი იმისთვის შეიქმნა, რომ შოპინგისას ყველა ბარიერი გააქროს და მოგანიჭოს მეტი ფინანსური მოქნილობა.
ვიდეოინსტრუქცია: