2 წუთი წასაკითხად
ნახე შენი საკრედიტო შესაძლებლობები Black Friday-ისთვის წინასწარ
Black Friday-ზე ფასდაკლებები გელოდება! შეამოწმე შენი საკრედიტო შესაძლებლობები წინასწარ და იშოპინგე ჭკვიანურად. გაიგე, როგორ დაგეხმარება ნაწილ-ნაწილ გადახდა, განვადება და საკრედიტო ბარათი.
27 ნოე. 2025
2 წუთი წასაკითხად
საკითხები
გააზიარე
შავი პარასკევი ის განსაკუთრებული დღეა, როდესაც სასურველი ნივთების შეძენა საუკეთესო ფასად შეგვიძლია. ფასდაკლებების მრავალფეროვნებაში ადვილია სტრესიც განიცადო – რამე მნიშვნელოვანი არ გამოგრჩეს.
შოპინგის პროცესი გაცილებით სასიამოვნო იქნება, თუ წინასწარ გეცოდინება რა ფინანსური შესაძლებლობა გიმაგრებს ზურგს. სწორედ ამიტომ, რამდენიმე წუთი დაუთმე შენი საკრედიტო შესაძლებლობების შემოწმებას მობილბანკში. უბრალოდ გახსენი მობილბანკი, გადადი „ჰაბში“, აირჩიე „შეთავაზებები და განაცხადები“ და მიყევი პროცესს.
როგორ გამოვიყენო საკრედიტო შესაძლებლობები Black Friday-ზე?
როცა უკვე იცი შენი საკრედიტო შესაძლებლობები, შეგიძლია შოპინგი მშვიდად დაგეგმო და საუკეთესო შეთავაზებები გამოიყენო.
ნაწილ-ნაწილ გადახდა
ეს საუკეთესო გამოსავალია, როცა საფასურის 4 თვეზე გაყოფა გინდა. ნაწილ-ნაწილის ეფექტური პროცენტი ნულია, რაც ნიშნავს რომ სასურველ ნივთს გაძვირების გარეშე ყიდულობ.
მაგალითად: სპორტულ მაღაზიაში იმ ფეხსაცმელს წააწყდი, რომლის ყიდვაც დიდი ხანია გსურს და ახლა კარგი ფასდაკლებაც აქვს. თუ თანხის ერთიანად გადახდა არ გსურს, ნაწილ-ნაწილით მას იმავე დღესვე წაიღებ, ღირებულებას კი 4 თვის განმავლობაში, ყოველგვარი გაძვირების გარეშე დაფარავ, ეფექტური 0%-ით.
განვადება
თუ შენაძენი უფრო ძვირადღირებულია ან თანხის უფრო ხანგრძლივ ვადაზე გაყოფა გირჩევნია, განვადება დაგეხმარება.
როცა მობილბანკში წინასწარ გაქვს ნანახი, რა თანხის ფარგლებში შეგიძლია არჩევანის გაკეთება, მაღაზიაში მისული დროს აღარ კარგავ და განვადებას სწრაფად და მარტივად აფორმებ.
გადახდის განვადება
გადახდის განვადება მაშინ გამოგადგება, თუ სასურველ ნივთს ისეთ მაღაზიაში იპოვი, რომელიც განვადებას არ გთავაზობს, ან უბრალოდ, დროის დაზოგვა გინდა.
მაგალითად: საოჯახო ტექნიკა კარგი ფასდაკლებით ნახე, მაგრამ მაღაზიაში დიდი რიგია და გინდა მალე შეიძინო. შეგიძლია, თანხა შენი სადებეტო ბარათით გადაიხადო და შემდეგ, 14 დღის განმავლობაში, ეს შენაძენი მობილბანკიდან აქციო განვადებად – ეფექტური 19%-დან. თუ არ გსმენია ამ სერვისზე, ყველაფერს ბლოგიდან გაიგებ.
საკრედიტო ბარათი
საკრედიტო შესაძლებლობასთან ერთად, შავი პარასკევის ფარგლებში დამატებითი ფასდაკლებების მიღებაც შეგიძლია AmEx-ით.
მაგალითად: ხდება ხოლმე, რომ საუკეთესო ფასდაკლებები მაშინაა, როცა ხელფასამდე ჯერ კიდევ ერთი კვირაა დარჩენილი. 28 ნოემბერს American Express-ი განსაკუთრებით ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების ყიდვისას გამოგადგება, რადგან ამ კატეგორიაში 10-ჯერ მეტ MR (მაქსიმუმ 10,000 MR) ქულას დააგროვებ.
მოკლედ, გამოყავი რამდენიმე წუთი საკრედიტო შესაძლებლობების შესამოწმებლად და შეხვდი ფასდაკლებებს თავდაჯერებულად.