Logo
ბლოგი
Time icon

3 წუთი წასაკითხად

AmEx ბარათების სრული გზამკვლევი: ყველაფერი, რაც უნდა იცოდე

გაიგე, როგორ ისარგებლო AmEx ბარათით უპროცენტოდ, დააგროვო MR ქულები და მიიღო სამოგზაურო დაზღვევა. შენთვის რომელი AmEx ბარათია საუკეთესო? აღმოაჩინე ახლა!

თუ ეძებ ბარათს, რომელიც შენს ყოველდღიურობას გაამარტივებს და ყოველი ხარჯისგან ქულების დაგროვების შესაძლებლობას მოგცემს, მაშინ საქართველოს ბანკის American Express (AmEx) ბარათი შენთვისაა. ეს არ არის უბრალოდ საკრედიტო ბარათი, არამედ ჭკვიანი ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც უამრავ უპირატესობას გთავაზობს.

როგორ ისარგებლო American Express-ის საკრედიტო ლიმიტით პროცენტის გარეშე?

AmEx ბარათის მთავარი უპირატესობა მისი მოქნილი საკრედიტო ლიმიტი და საშეღავათო პერიოდია. შენ შეგიძლია გამოიყენო ბანკის მიერ დამტკიცებული ლიმიტი და ათვისებული თანხის პროცენტი (ეფექტური ლარში 23.8%-დან) საერთოდ არ გადაიხადო, თუ რამდენიმე მარტივ წესს დაიცავ.

AmEx-ით სწორად სარგებლობის სამი წესი

  • ხარჯვის პერიოდი: გამოიყენე ბარათი და დახარჯე თანხა შენი სურვილისამებრ
  • დაანგარიშება: ყოველი თვის კონკრეტულ რიცხვში შენ მიიღებ ინფორმაციას, თუ რა მოცულობის თანხა გაქვს დახარჯული
  • საშეღავათო პერიოდი: თუ დაანგარიშების თარიღიდან 25 დღის განმავლობაში იმ თანხას მთლიანად შემოიტან, რაც ლიმიტიდან გახარჯე, ათვისებული თანხის პროცენტის გადახდა აღარ მოგიწევს (ეფექტური ლარში 23.8%-დან) 

ლიმიტიდან გახარჯული თანხა შეგიძლია სრულად ან ნაწილობრივ დაფარო. ასევე, შეგიძლია გადაიხადო მხოლოდ მინიმალური შენატანი.

უბრალოდ, გაითვალისწინე: საშეღავათო პერიოდით რომ ისარგებლო, დავალიანება სრულად უნდა გაანულო. თუ თანხას ნაწილობრივ დაფარავ, საშეღავათო პერიოდი გაუქმდება და პროცენტი (ეფექტური ლარში 23.8%-დან) დაგერიცხება მთლიანად ათვისებულ თანხაზე, მისი გამოყენების დღიდან.

რა ხდება, თუ მინიმალურ შენატანს ვერ იხდი? 

თუ მინიმალურ შენატანსაც ვერ დაფარავ, ბარათზე დაგერიცხება ერთჯერადი ჯარიმა (20₾) და ყოველდღიური პროცენტი, რომელიც წლიური ეფექტური 23.8%-იდან იანგარიშება. ამიტომ, ზედმეტი ხარჯების თავიდან ასაცილებლად, ეცადე თანხა ყოველთვის დროულად დაფარო.

შენს ყველა ტრანზაქციას, დარიცხულ ქულებსა და გადახდის ვადებს მარტივად გააკონტროლებ მობილბანკში.

სად და როგორ გამოიყენო ბარათი

მნიშვნელოვანია იცოდე, სად შეგიძლია გამოიყენო შენი AmEx ბარათი. საქართველოს ტერიტორიაზე ბარათით გადახდას მხოლოდ საქართველოს ბანკის ტერმინალებზე შეძლებ. რაც შეეხება ქვეყნის ფარგლებს გარეთ ან ონლაინ შოპინგს, ბარათს გამოიყენებ ყველგან, სადაც AmEx-ით გადახდაა შესაძლებელი.

AmEx ბარათები

საქართველოს ბანკი გთავაზობს რამდენიმე ტიპის AmEx ბარათს. ისინი ერთმანეთისგან საკრედიტო ლიმიტით, წლიური ღირებულებით, ეფექტური პროცენტით და ქულების დაგროვების პირობებით განსხვავდება.

American Express Blue

  • საკრედიტო ლიმიტი: 500 ₾-დან 1,699 ₾-მდე
  • წლიური ღირებულება: 25₾
  • ქულების დაგროვება: ყოველ დახარჯულ 1 ლარზე გერიცხება 1 MR ქულა
  • წლიური პროცენტი გადახდაზე – 22% (ეფექტური 23.9%-დან)
  • წლიური პროცენტი განაღდებაზე – 26% (ეფექტური 37.2%-დან)

American Express Green

  • საკრედიტო ლიმიტი: 1,700 ₾-დან 3,599 ₾-მდე
  • წლიური ღირებულება: 85₾
  • ქულების დაგროვება: ყოველ დახარჯულ 1 ლარზე გერიცხება 1.5 MR ქულა
  • წლიური პროცენტი გადახდაზე – 20% (ეფექტური 22%-დან)
  • წლიური პროცენტი განაღდებაზე – 26% (ეფექტური 37.6%-დან)

American Express Gold

  • საკრედიტო ლიმიტი: 3,600 ₾-დან 20,000 ₾-მდე
  • წლიური ღირებულება: 180₾
  • ქულების დაგროვება: ყოველ დახარჯულ 1 ლარზე გერიცხება 2 MR ქულა
  • წლიური პროცენტი გადახდაზე – 18% (ეფექტური 18.9%-დან)
  • წლიური პროცენტი განაღდებაზე – 26% (ეფექტური 36.4%-დან)

American Express Platinum

  • ეს ბარათი ექსკლუზიურად SOLO CLUB-ის მომხმარებლებისთვისაა
  • საკრედიტო ლიმიტი: 50,000 ₾-მდე
  • ქულების დაგროვება: ყოველ დახარჯულ 1 ლარზე გერიცხება 3 MR ქულა.
  • წლიური პროცენტი გადახდაზე – 15% (ეფექტური 14.2%-დან)
  • წლიური პროცენტი განაღდებაზე – 22% (ეფექტური 29.6%-დან)

მნიშვნელოვანი ფასდაკლებები AmEx ბარათებზე

თუ სარგებლობ იპოთეკური სესხით, Blue, Green და Gold საკრედიტო ბარათების (ეფექტური ლარში 23.8%-დან) წლიური საკომისიოსგან თავისუფლდები.

ლოიალობის პროგრამის ფარგლებში კი შესაძლებელია წლიურ საკომისიოზე 50%-მდე ფასდაკლების მიღება:

  • Bronze სტატუსი – 10% ფასდაკლება
  • Silver სტატუსი – 25% ფასდაკლება
  • Gold სტატუსი – 50% ფასდაკლება

MR ქულები და სამოგზაურო დაზღვევა

AmEx ბარათის მთავარი ხიბლი მისი ლოიალობის პროგრამა და დამატებითი სერვისებია.

MR (Membership Rewards) ქულები გროვდება მხოლოდ ამექს ბარათით, ნებისმიერ გადახდაზე, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, ფიზიკურ მაღაზიებსა თუ ონლაინ.

დაგროვებული ქულები შეგიძლია გამოიყენო ორი გზით: გადაიხადო AmEx-ის პარტნიორ ობიექტებში ან გადაცვალო PLUS ქულებში მომგებიანი კურსით: 1 MR ქულა = 3 PLUS ქულას.

გარდა ამისა, AmEx Green, AmEx Gold და Amex Platinum ბარათების მფლობელები საჩუქრად იღებენ 4-წლიან სამოგზაურო დაზღვევას. დაზღვევა ფარავს ისეთ შემთხვევებს, როგორიცაა მოგზაურობის გაუქმება, გადაუდებელი სამედიცინო ხარჯები და ბარგის დაგვიანება.

დაზღვევა ბარათის აღებისთანავე აქტიურდება და სადაზღვევო პოლისის ჩამოტვირთვა ნებისმიერ დროს შეგიძლია მობილბანკიდან.

სასარგებლო რჩევები

AmEx ბარათის მთავარი უპირატესობა გადახდებშია. როცა ბარათით იხდი, შენ აგროვებ MR ქულებს. ფულის განაღდებაც შესაძლებელია, მაგრამ მნიშვნელოვანია, იცოდე საკომისიოების შესახებ:

  • ფილიალიდან განაღდება: საკომისიო შეადგენს 5.9%-ს (მინიმუმ 7.9 ₾ / 4.9 $ / 3.9 €).
  • ბანკომატიდან განაღდება: საკომისიო შეადგენს 3.9%-ს (მინიმუმ 5.9 ₾ / 3.9 $ / 2.9 €).

და მეორე – MR ქულების დასაგროვებლად საკრედიტო ლიმიტის გამოყენება არ არის აუცილებელი. შეგიძლია საკუთარი ანგარიშიდან გადარიცხო თანხა AmEx ბარათზე და იმით ისარგებლო. ამ შემთხვევაში, შენი საკრედიტო ლიმიტი ხელუხლებელი დარჩება, MR ქულებს კი ჩვეულებრივ დააგროვებ. ან შეგიძლია ათვისებული თანხის პროცენტი (ეფექტური ლარში 23.8%-დან) არ გადაიხადო, საშეღავათო პერიოდში თანხის სრულად დაფარვით.

რაც შეეხება ბარათის აღებას, მისი შეკვეთა ძალიან მარტივია და ამის გაკეთება პირდაპირ მობილბანკიდან შეგიძლია.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს