Logo
ბლოგი
Time icon

2 წუთი წასაკითხად

როგორ დავზოგოთ $13 500-მდე ახალი ბინის შეძენისას - 3 აქტიური შეთავაზება

გაიგე, როგორ დაზოგო $13,500-მდე ახალი ბინის ყიდვისას! საქართველოს ბანკი გთავაზობს 3 ექსკლუზიურ შეთავაზებას წამყვან დეველოპერებთან ერთად. იპოვე შენი ოცნების სახლი და დაზოგე.

ბინის შეძენა ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ამ დროს, სწორი ინვესტიციის განხორციელებისთვის, სანდო ბანკისა და დეველოპერის შერჩევა გადამწყვეტია. საქართველოს ბანკის მომსახურების უმაღლესი სტანდარტი და მაქსიმალურად გამარტივებული პროცედურები გაძლევს შესაძლებლობას, ეს პროცესი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, მშვიდად გაიარო.

ახალი ბინის შეძენის პროცესში არა მხოლოდ კომფორტულ მომსახურებას, არამედ ექსკლუზიურ შეთავაზებებსაც გიმზადებთ. ჩვენი და წამყვანი დეველოპერული კომპანიების პარტნიორობა საშუალებას გაძლევს, ახალ სახლში სოლიდური თანხა დაზოგო. ამ ბლოგში დეტალურად გაგაცნობთ მიმდინარე შეთავაზებებს.

3 საუკეთესო შეთავაზება ჩვენს პარტნიორებთან

მონოლით ეთნო სითი

კრწანისში სუფთა და მშვიდ გარემოში „მონოლით ეთნო სითის“ ბინები ნამდვილ სახლად იქცევა მათთვის, ვინც ბუნებასთან სიახლოვესა და სიმშვიდეს ეძებს. საქართველოს ბანკის იპოთეკური სესხით სარგებლობის შემთხვევაში, დეველოპერული კომპანია პრემიუმ პროექტზე საუკეთესო პირობებს გთავაზობს, 1კვ.მ-ზე $270-იან ფასდაკლებას. ეს ნიშნავს, რომ, თუ გადაწყვეტ 50 კვ.მ ფართობის ბინის შეძენას, შენი დააზოგი $13,500 იქნება.

📅 ისარგებლე შეთავაზებით 31 იანვრის ჩათვლით.

ფიგურები ჯიქიაზე

ქალაქის ცენტრში ცხოვრების მოყვარულებს პროექტი „ფიგურები ჯიქიაზე“ ძალიან მოგეწონებათ. საბურთალოს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად უბანში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე აშენებული საცხოვრებელი კომპლექსი გამოირჩევა თანამედროვე არქიტექტურით, დახვეწილი დიზაინითა და ძალიან მოსახერხებელი ინფრასტრუქტურით.

პროექტი გამოირჩევა მულტიფუნქციური სივრცეებით, რომელიც გათვლილია ნებისმიერი ტიპის ღონისძიების ჩასატარებლად. მოსახლეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ასევე საერთო სამუშაო სივრცეც. თუ ბინას ჩვენი იპოთეკური სესხით შეიძენ. ამ კომპლექსში სრული ღირებულების 10%-ს, ანუ რიცხვებში რომ ვთარგმნოთ, $100,000-იან ბინაზე $10,000-ს დაზოგავ.

📅 ისარგებლე შეთავაზებით 31 იანვრის ჩათვლით.

პარკ ბულვარი

მულტიფუნქციური “პარკ ბულვარი“ 8 ჰექტრამდე გაშენებულ პარკს და 17 თანამედროვე კორპუსს აერთიანებს. პარკ ბულვარში დაგხვდება დაცული და უსაფრთხო გარემო, გამწვანებული ბულვარი, სპორტული და საბავშვო მოედნები, ველობილიკი და სპეციალური სივრცე შინაური ცხოველებისთვის. შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის იპოთეკური სესხით ბინის შეძენისას 10% ფასდაკლებას მიიღებ.

📅 ისარგებლე შეთავაზებით 31 იანვრის ჩათვლით.

როგორ ვისარგებლოთ შეთავაზებით?

ექსკლუზიური შეთავაზებებით სარგებლობისთვის სულ რამდენიმე ნაბიჯის გავლაა საჭირო:

#1 შეარჩიე ბინა
#2 დაუკავშირდი დეველოპერს და გაარკვიე თუ რამე კითხვა გაქვს

#3 შეავსე იპოთეკური სესხის მარტივი ონლაინ განაცხადი ზევით მითითებულ ბმულებზე და ისარგებლე ფასდაკლებით

მოკლედ, გამოიყენე ეს შესაძლებლობა – ისარგებლე საქართველოს ბანკის იპოთეკური სესხით და დაზოგე $13 500-მდე ახალი ბინის შეძენისას. ჩვენი პარტნიორობით, ახალი სახლისკენ მიმავალ გზაზე ათასობით დოლარს შეინარჩუნებ.

თუ მზად ხარ პირველი ნაბიჯისთვის, მაშინ, ნახე შენი საკრედიტო შესაძლებლობები.

რატომ ჯობია იპოთეკური სესხით ბინის ყიდვა დღეს, ვიდრე დაგროვებული ფულით მომავალში – რჩევები ემიგრანტებს

თუ ბინის შეძენა გსურს, ალბათ, გასაყიდ ბინებსაც ათვალიერებ ხოლმე და არც გამოგეპარებოდა ის ფაქტი, რომ ფასები ნელ-ნელა, თუმცა საბოლოო ჯამში, საგრძნობლად იზრდება. ადრე თუ 2-ოთახიანი ბინის ან უფრო დიდი ფართის შესაძენად გარკვეული თანხა საკმარისი იყო, დღეს იგივე თანხით 1-ოთახიანს იყიდი.

ბინების დღევანდელი ღირებულების დადგენაში ბევრი ფაქტორი მონაწილეობს, თუმცა ფაქტი ერთია: ბინებზე ფასები ყოველდღიურად იზრდება.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს