2 წუთი წასაკითხად
სანდრო ლორთქიფანიძე განათლებაზე და ამერიკულ მთებზე – რამდენიმე რჩევა 19 წლის თავს
1 მაი. 2026
2 წუთი წასაკითხად
საკითხები
გააზიარე
თინეიჯერობის შემდეგ 19 წელი კიდევ უფრო დიდი გარდატეხების პერიოდია, როცა საკუთარ მომავალზე პასუხისმგებლობის აღება გიწევს. ბუნებრივია, რომ ამ დროს ყველაზე მეტი კითხვა გაქვს, მათ შორის საკუთარ თავთანაც.
და იქნებ არ არსებობს უშეცდომო გზა? იქნებ მთავარია, რომ ოცნებების ასრულების პროცესში არ გაჩერდე და ყოველ წინააღმდეგობას ახალი ცოდნით გაუმკლავდე. საქართველოს ბანკი ამ გზაზე ყოველთვის შენს გვერდითაა.
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ფარგლებში, ჩვენ შევქმენით ვიდეოსერია, სადაც წარმატებული ადამიანები საკუთარ 19 წლის თავს მიმართავენ და იმ გამოცდილებას უზიარებენ, რომელმაც ისინი დღემდე მოიყვანა.
მარი სუხიშვილის შემდეგ, ამჯერად სანდრო ლორთქიფანიძე გვიზიარებს თავის ისტორიას. სანდრო ქართველი ავტორი, მსახიობი და ტელეწამყვანია. საკუთარ 19 წლის თავთან მასაც ბევრი აქვს სათქმელი, განსაკუთრებით იმ ამოუცნობ გზებზე, რომლებზეც ცხოვრება გატარებს და შინაგან ღერძზე, რომელსაც ამ გზებზე უნდა ენდო.
განათლების მნიშვნელობა
პროფესია იწყება იქ, სადაც სწავლა იქცევა ჩვევად, ამბობს სანდრო და იმასაც აღნიშნავს, რომ ცოდნა არა მხოლოდ მისი პროფესიული კარიერის, არამედ პიროვნების განუყოფელი ნაწილიცაა.
19 წლის თავს კი ვეტყოდი: ზუსტად ისე ისწავლე, როგორც ახლა სწავლობ! გაიზრდები და ეგ ცოდნა, რომელსაც ახლა იძენ, ისეთ სივრცეებში გამოგადგება, რომ არც კი მოელი. თუნდაც უბრალო საუბრებში ან ახალ ნაცნობებთან ურთიერთობისას.
ცხოვრებასავით არც განათლების გზაა სწორხაზოვანი. როცა შენს გარემოს და პროფესიას გულწრფელი ცნობისმოყვარეობით იკვლევ, აუცილებლად აღმოჩნდები ისეთ ადგილებში, რომლებიც სიურპრიზებითაა სავსე. შეიძლება, დიდი გამოწვევების წინაშეც იპოვო თავი. ამ დროს, არ უნდა შეშინდე და გაბედო საკუთარი თავის გაოცება.
ერთი შეხედვით საშიშ, რთულ და ამაღელვებელ გამოწვევებსა თუ შემოთავაზებებზე თანხმობის თქმა ზრდის საწინდარია. აი, რომ იფიქრებ: „შეუძლებელია, ეს შევძლო“, მაგრამ მაინც თანხმდები. და რა თქმა უნდა, ბოლოს მაინც შეძლებ.
ენდე საკუთარ თავს
სანდროს თქმით, ყველაფერი შესაძლოა, ერთი გადაწყვეტილებით დაიწყოს, პირველი გადადგმული ნაბიჯით იმისკენ, რაც გულწრფელად აღგაფრთოვანებს. პროცესში კი აუცილებელია, ენდო საკუთარ თავს და გამონახო ის ღერძი, რომელიც შენს ცნობისმოყვარეობას არ ასვენებს. საკუთარ 19 წლის თავსაც ამას ურჩევს.
ცხოვრება ისეთ ადგილებში წაგიყვანს და ისეთ ამერიკულ მთებზე დაგაბზრიალებს, ვერც კი წარმოიდგენ. ეცადე, ღერძი არ დაკარგო, არ დაივიწყო, რა გიყვარს და რატომ აირჩიე შენი პროფესია, თორემ სიცარიელეს იგრძნობ და მერე ძალიან რთული იქნება საკუთარ თავთან დაბრუნება, – ამბობს მწერალი
სანდრო იმასაც ამბობს, რომ როცა საკუთარ თავს ენდობი და ბოლომდე მიჰყვები იმას, რაც გულის სიღრმეში გსურს, სხვებიც უფრო მეტად გაფასებენ. ამიტომ, სჯობს, ნაკლები ინერვიულო იმაზე, რომ ყველაფერი ზედმიწევნით შეასრულო, ყველა დავალება უნაკლოდ ამოხსნა და სირთულე მყისიერად გადალახო. სჯობს, მოეშვა და საკუთარ თავს უსმინო.
იმას მიჰყვე, რაშიც საკუთარი თავის ბოლომდე გჯერა, – ამბობს სანდრო
საბოლოოდ, ისეთი სანერვიულო, როგორც ახლა წარმოგიდგენია, არაფერია. ცხოვრება, მწერალის თქმით, ბევრ შანსს გაძლევს: შეგიძლია ისევ სცადო, თუნდაც ახალი შეცდომის ფასად.
დაიწყე და არ გაჩერდე
19 წელი მხოლოდ დასაწყისია. განვითარების გზაზე შეცდომებიც გარდაუვალია, ახალი გამოწვევებიც და შიშებიც. მთავარია, არასდროს შევწყვიტო სვლა. განათლება ის უწყვეტი პროცესია, რომელიც დაგეხმარება, საკუთარი თავი ბევრ კითხვის ნიშანშიც იპოვო.
ენდე პროცესს და არ გაჩერდე, – ურჩევს საკუთარ 19 წლის თავს სანდრო
არგაჩერებაში საქართველოს ბანკიც დაგეხმარება. განათლების მხარდაჭერა ჩვენი უცვლელი პრიორიტეტია, რადგან გვჯერა, რომ სწორედ ცოდნაზე, პრაქტიკულ გამოცდილებასა და საკუთარი თავის რწმენაზე დგას ყველა დიდი წარმატება.
განათლების გზაზე არ გაჩერდე.