3 წუთი წასაკითხად
რატომ და როგორ ვიყიდოთ ბიტკოინი და სხვა კრიპტოები მობილბანკში
8 მაი. 2026
3 წუთი წასაკითხად
საკითხები
გააზიარე
კრიპტოებზე საუბარს დღეს თითქმის ყველგან მოისმენ, თუმცა ხშირად ეს სამყარო რთული, გაუგებარი და შორეული ჩანს. შეიძლება, შენც გიფიქრია, კარგი იქნებოდა, მარტივად და უსაფრთხოდ შეგეძლოს კრიპტოს შეძენა.
საქართველოს ბანკმა ინვესტირების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა. აპლიკაციას კრიპტოთი ვაჭრობის ფუნქცია დაემატა, რაც საშუალებას გაძლევს, მსოფლიოს 50 წამყვანი კრიპტოაქტივი პირდაპირ შენი ანგარიშიდან, ზედმეტი სირთულეების გარეშე იყიდო ან გაყიდო.
ეს ყველაფერი რამდენიმე წამში, მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკის მობილბანკში შეგიძლია.
და თუ პირველ 2,500 მომხმარებელში მოხვდები, რომელიც კრიპტო ტრანზაქციას შეასრულებს მობილბანკში, $10-ის ბიტკოინით დასაჩუქრდები. ნახე უკვე რამდენმა განახორხიელა ტრანზაქცია.
რატომ უნდა დაიწყო კრიპტოთი ვაჭრობა?
გაითვალისწინე, რომ ეს ბლოგი საინფორმაციო მიზნებისთვისაა შექმნილი და არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.
კრიპტოთი ვაჭრობა კარგად ნაცნობ სივრცეში, მობილბანკის ინვესტიციებშია ხელმისაწვდომი. ეს ნიშნავს, რომ ტრადიციული აქტივების გვერდით, შენს პორტფელში უკვე ციფრული აქტივებიც შეგიძლია დაამატო და ამით ის უფრო მრავალფეროვანი, დივერსიფიცირებული გახადო.
პროცესი კი მაქსიმალურად ინტუიციურია. ინვესტირების დასაწყებად პირველ ჯერზე მხოლოდ პირობებზე დათანხმებაა საჭირო. ამის შემდეგ, კრიპტოსამყაროს კარი შენთვის ღიაა.
როგორ დაიწყო კრიპტოში ინვესტირება რამდენიმე წამში?
კრიპტოს შესაძენად ან გასაყიდად რთული პროცედურების გავლა საჭირო აღარ არის. ყველაფერი რამდენიმე მარტივი ნაბიჯით ხდება:
- შედი მობილბანკში
- გადადი ინვესტიციების სივრცეში
- აირჩიე კრიპტო
- შეარჩიე სასურველი კრიპტო
- აპლიკაციაში ნახავ კრიპტოების მიმდინარე კურსს და ყველა საჭირო დეტალს
- მიუთითე თანხა დოლარში ან კრიპტოში
- დაადასტურე გადახდა და კრიპტო შენია
ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ვაჭრობა შეგიძლია დაიწყო სულ რაღაც 1 დოლარით, დამატებითი საკომისიოების გარეშე. გაყიდვის შემთხვევაში კი თანხა ავტომატურად დაგიბრუნდება იმავე საბანკო ანგარიშზე.
კრიპტოს ანბანი: ტერმინები, რომლებიც დაგჭირდება
სანამ ციფრულ სამყაროში პირველ ნაბიჯებს გადადგამ, მოდი, მის ენაზე საუბარი ვისწავლოთ. ეს რამდენიმე ფუნდამენტური ტერმინი დაგეხმარება, თავი უფრო თავდაჯერებულად იგრძნო.
- კრიპტო: ეს არის ციფრული ფული, რომელიც ფიზიკურად არ არსებობს. მისი ფასი საზოგადოების მოთხოვნა-მიწოდებით განისაზღვრება და არა რომელიმე ცენტრალური ორგანოს, მაგალითად, ეროვნული ბანკის ან მთავრობის მიერ.
- ბლოკჩეინი: წარმოიდგინე საჯარო ციფრული ჟურნალი, სადაც ყველა ტრანზაქცია აღირიცხება. ის ათასობით კომპიუტერში ინახება, რაც მონაცემების შეცვლას ან გაყალბებას შეუძლებელს ხდის.
- ალტკოინი: მარტივად რომ ვთქვათ, ნებისმიერი კრიპტო, რომელიც ბიტკოინი არ არის, ალტკოინად მიიჩნევა (მაგალითად, ეთერიუმი, სოლანა).
- Bull vs Bear Market: „ხარების ბაზარი“ ფასების სტაბილურ ზრდას ნიშნავს, ხოლო „დათვების ბაზარი“ – ფასების კლებას. ეს მეტაფორა ცხოველების თავდასხმის სტილიდან მოდის: ხარი რქებით ზემოთ ისვრის, დათვი კი თათებით ქვემოთ ურტყამს.
- FOMO (Fear of Missing Out): რაიმე მნიშვნელოვნის გამოტოვების შიში. კრიპტო სამყაროში ეს ხშირად იწვევს იმპულსურ ყიდვას, როცა აქტივის ფასი უკვე პიკზეა.
- ფიატ ფული: ასე უწოდებენ ტრადიციულ, მთავრობის მიერ გამოშვებულ ფულს (მაგალითად, ლარი, დოლარი, ევრო).
ბიტკოინი, ეთერიუმი და სხვები – რა განსხვავებაა?
კრიპტოსამყაროში არსებული მრავალფეროვნება იმითაა განპირობებული, რომ თითოეული მონეტა განსხვავებული მიზნით შეიქმნა: ზოგი “ციფრულ ოქროს” წარმოადგენს, ზოგი ახალი აპლიკაციების შესაქმნელად გამოიყენება, ზოგი კი საერთაშორისო გზავნილებს ამარტივებს.
ამ ბლოგში რამდენიმე ყველაზე პოპულარულ კრიპტოზე მოგიყვებით, რომლის შეძენაც მობილბანკში შეგიძლია:
Bitcoin (BTC)
ბიტკოინი პირველი და ყველაზე ცნობილი კრიპტოა. მისი რაოდენობა 21 მილიონი ერთეულით არის შეზღუდული, რის გამოც მას ხშირად „ციფრულ ოქროს“ უწოდებენ. სწორედ ეს სიმცირე იცავს მას ინფლაციისგან.
Ethereum (ETH)
ეთერიუმი არა მხოლოდ კრიპტო, არამედ გლობალური პლატფორმაა, რომელზეც დეცენტრალიზებული აპლიკაციები და ჭკვიანი კონტრაქტები იქმნება. ის Web3 ეკოსისტემის საძირკველია, სადაც მომხმარებლები თავად აკონტროლებენ საკუთარ მონაცემებს.
XRP (Ripple)
XRP-ის მთავარი მიზანი საერთაშორისო ფულადი გზავნილების დაჩქარება და გაიაფებაა. მისი გამოყენებით, გადარიცხვები ქვეყნებს შორის წამებში და მინიმალური დანახარჯით სრულდება.
Dogecoin (DOGE)
ყველაფერი ინტერნეტმიმით დაიწყო, რომელიც კრიპტობაზრის სერიოზულობას დასცინოდა. თუმცა, უზარმაზარი საზოგადოების მხარდაჭერით, დოჯკოინი ნამდვილ ფინანსურ ფენომენად იქცა და დღესაც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კრიპტოა.
კრიპტოსამყარო ბევრად უფრო საინტერესო და მრავალფეროვანია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. თითოეულ პროექტს თავისი უნიკალური იდეა, დანიშნულება და, რა თქმა უნდა, რისკები აქვს. ამ კომპლექსურ გარემოში ნავიგაციისას მთავარი იარაღი სწორი ინფორმაცია და სიფრთხილეა.
გსურს, მეტი გაიგო ფინანსების მომავალზე? მაშინ ადევნე თვალი საქართველოს ბანკის ბლოგებს.