Logo
ბლოგი
Time icon

3 წუთი წასაკითხად

გაზარდეთ ეფექტურობა: ყველაფერი ბიზნეს ინტერნეტ და მობილბანკზე

ყველამ ვიცით, რომ თანამედროვე ბიზნესსამყარო წარმოუდგენელი სისწრაფით ვითარდება. იმისათვის, რომ ამ გარემოში კონკურენტუნარიანობა შეინარჩუნოთ, ეფექტურობა და სისწრაფე გადამწყვეტი ხდება.

დრო, რომელიც ადრე რუტინულ, ადმინისტრაციულ ამოცანებზე იხარჯებოდა, დღეს ბიზნესის ზრდასა და განვითარებას უნდა მოხმარდეს. სწორედ ამიტომ, ბიზნესპროცესების ციფრულ სამყაროში გადატანა უკვე არა ფუფუნება, არამედ ყოველდღიური აუცილებლობაა.

რა არის ბიზნესის ციფრული მართვა?

ის გულისხმობს ყველა იმ რუტინული პროცესის ავტომატიზაციას, რაც თქვენს დროსა და ენერგიას მოითხოვს. ეს შეიძლება იყოს:

  • ფინანსების მართვა და ხარჯების კონტროლი
  • დოკუმენტაციის წარმოება
  • გადარიცხვები თუ ანგარიშსწორება პარტნიორებთან

როდესაც ტრანზაქციები გამარტივებული, ანუ ავტომატიზებულია, თქვენ გითავისუფლდებათ ყველაზე ძვირფასი რესურსი – დრო, რათა ფოკუსირდეთ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე, მომხმარებლებთან ურთიერთობასა და ახალი შესაძლებლობების ძიებაზე.

ამ ტრანსფორმაციის გულში სწორედ ონლაინ საბანკო მომსახურება, ანუ ციფრული ბანკინგია. ის გაძლევთ ინსტრუმენტებს, რითაც თქვენი კომპანიის ფინანსებს სრულად და მარტივად აკონტროლებთ, ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს. მოდით, ვნახოთ, როგორ გეხმარებათ ბიზნეს მობილბანკი და ბიზნეს ინტერნეტბანკი, აქციოთ რთული ფინანსური რუტინა მარტივ და სასიამოვნო პროცესად.

ბიზნეს მობილბანკი − თქვენი ბიზნესი მობილურში

წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ბიზნესის ფინანსური მართვის ინსტრუმენტი მუდმივად თან გაქვთ. ბიზნეს მობილბანკი სწორედ ეს არის − აპლიკაცია, რომელიც გაძლევთ შესაძლებლობას, მართოთ კომპანიის ფინანსები ონლაინ, პირდაპირ თქვენი მობილურიდან. ასე ყოველდღიური საბანკო ტრანზაქციების შესრულებას მაქსიმალურად გაიმარტივებთ და გექნებათ სრული თავისუფლება, აკეთოთ თქვენი საქმე ფილიალში მისვლისა და დროის კარგვის გარეშე.

მობილბანკის დახმარებით მარტივად შეგიძლიათ:

  • შეამოწმოთ ანგარიშზე არსებული ნაშთი
  • ნახოთ განხორციელებული ტრანზაქციების ისტორია და მიიღოთ ამონაწერი
  • რამდენიმე წამში გადარიცხოთ თანხა როგორც საკუთარ ანგარიშებს შორის, ისე ნებისმიერ სხვა ბანკსა თუ ხაზინაში
  • გადაიხადოთ კომუნალური და სხვა ტიპის გადასახადები

ამასთან, ბიზნეს მობილბანკი მხოლოდ საბაზისო ტრანზაქციებით არ შემოიფარგლება. აპლიკაციაში ასევე შეუკვეთავთ ციფრულ ან პლასტიკურ ბიზნეს ბარათს თქვენთვის. გარდა ამისა, მობილბანკში იპოვით თქვენს ბიზნესზე მორგებულ სპეციალურ შეთავაზებებს.

ბიზნეს ინტერნეტბანკი – თქვენი ციფრული ოფისი

თუ ბიზნეს მობილბანკი თქვენი მობილური აპლიკაციაა, ბიზნეს ინტერნეტბანკი სრულფასოვან ციფრულ ოფისს გიქმნით. ეს არის მრავალფუნქციური პლატფორმა, რომელიც ბიზნესის ფინანსური მართვის ყველა ასპექტს ერთ სივრცეში აერთიანებს და გაძლევთ წვდომას ისეთ სერვისებზე, რაც თქვენი საქმიანობის სტრატეგიულ დაგეგმვასა და ოპტიმიზაციას ემსახურება.

ბიზნეს ინტერნეტბანკის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა თანამშრომლებისთვის უფლებების მართვის მოქნილი სისტემაა. თუ დირექტორი ხართ, შეგიძლიათ თქვენს თანამშრომლებს (მაგალითად, ბუღალტერს) მიანიჭოთ კონკრეტული უფლებები, რათა მათ საკუთარი სახელითა და პაროლით შეძლონ ტრანზაქციების შესრულება.

გარდა ამისა, ბიზნეს ინტერნეტბანკი გთავაზობთ ისეთ ინსტრუმენტებს, როგორებიცაა:

  • სხვა ბანკის ანგარიშების დამატება და ფინანსების ერთ სივრცეში კონტროლი
  • სახელფასო მოდული, რითაც მარტივად რიცხავთ ხელფასებს და იქვე იხდით საშემოსავლოს
  • სავალუტო გადარიცხვები შეღავათიანი კურსით (მიმდინარე პირობებისა და ლიმიტების სანახავად, ეწვიეთ პლატფორმას)
  • გადახდების შაბლონების შექმნა
  • შეტყობინებების მიღება შესრულებულ ტრანზაქციებზე
  • ჩატი ბანკის წარმომადგენელთან
  • ასევე შეუკვეთავთ ციფრულ ან პლასტიკურ ბიზნეს ბარათს როგორც თქვენთვის, ისე თანამშრომლებისთვის

თუ სატენდერო გარანტია გესაჭიროებათ, მის მიღებასაც სწრაფად და მარტივად შეძლებთ.

ეს ყველაფერი ერთად ქმნის მძლავრ ეკოსისტემას, რომელიც თქვენი ბიზნესის ეფექტურობას ახალ დონეზე აიყვანს.

ინვოისების მართვა: რუტინიდან ავტომატიზაციამდე

ნებისმიერი ბიზნესისთვის ერთ-ერთი ყველაზე შრომატევადი რუტინა ინვოისების მართვაა. სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდ, ბიზნეს ინტერნეტბანკში ინვოისების მართვის სრულიად ახალი ფუნქციონალი დაინერგა.

ახლა თქვენ შეგიძლიათ ინვოისები პირდაპირ ბიზნეს ინტერნეტბანკიდან შექმნათ და გაუგზავნოთ პარტნიორებს. იქვე დაიტანთ კომპანიის ლოგოს, დაამატებთ ელექტრონულ ხელმოწერას და მიუთითებთ დღგ-ს. ამ ფუნქციონალის მთავარი უპირატესობა კი ავტომატიზაციაა – სისტემა თქვენ ნაცვლად მუშაობს. შემოსული ტრანზაქცია ავტომატურად დაუკავშირდება შესაბამის ინვოისს და მას “გადახდილის” სტატუსი მიენიჭება.

ხელოვნური ინტელექტი და უახლესი ციფრული შესაძლებლობები

საქართველოს ბანკი მუდმივად ვითარდება და ნერგავს ინოვაციებს. ერთ-ერთი ასეთი სიახლე ხელოვნური ინტელექტის (AI) ფუნქციონალია გადარიცხვებისთვის. ახლა უკვე შეგიძლიათ, მომწოდებლისგან მიღებული ინვოისის დოკუმენტი სურათის სახით ატვირთოთ, ხელოვნური ინტელექტი კი მას ავტომატურად წაიკითხავს და გადარიცხვის ფორმას თავად შეავსებს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ბიზნესისთვის დაფინანსების მეტი ხელმისაწვდომობაა. მაგალითად, ინდივიდუალური მეწარმეებისა და ერთდირექტორიანი კომპანიებისთვის, რომლებიც გარკვეულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ხელმისაწვდომია სხარტი ბიზნეს სესხის სრულად ციფრულად მოთხოვნა.

ამასთანავე, ბიზნეს ინტერნეტბანკი სრულიად ახალი დიზაინით განახლდა, დაემატა მუქი რეჟიმი (Dark Mode) და ნავიგაცია ბევრად ინტუიციური გახდა. ეს სიახლეები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ციფრული ბანკი ბიზნესისთვის მიზნად ისახავს, დაგიზოგოთ დრო და ენერგია, რათა თქვენი ყურადღება სრულად მიმართოთ თქვენი ბიზნესის წარმატებაზე.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს