2 წუთი წასაკითხად
„ბოლომდე მიაწექი!“ – ლევან გიორგაძის წერილი საკუთარ 19 წლის თავს
9 ივლ. 2026
2 წუთი წასაკითხად
19 წელი პარადოქსების ასაკია. ადამიანი ზრდასრულია, მაგრამ, ამავდროულად, ისევ მოზარდი. სამყარო თან შესაძლებლობებით არის სავსე და თან კითხვის ნიშნებით გაძეძგილი. ამ ასაკში იდეების ნაკლებობას ცოტა თუ განიცდის, აი, თვითრწმენა კი ძალიან იშვიათია.
ასეთ დროს საუკეთესო იარაღი განათლებაა. საქართველოს ბანკი ყველა იმ ახალგაზრდის გვერდზეა, ვისაც სწავლა და სამყაროს შემეცნება სწყურია. განათლების მხარდაჭერის არაერთ პროგრამასთან ერთად, რომელსაც ამ ბმულზე ნახავ, საქართველოს ბანკი წარმატებული ადამიანების გამოცდილების გაზიარებით, ეხმარება მათ, ვინც ცხოვრებას ახლა იწყებს.
ამ ბლოგში bubblehead-ის დამფუძნებელი და CEO, ლევან გიორგაძე, საკუთარ 19 წლის ვერსიას მიმართავს. მისი გამოცდილება განსაკუთრებით საინტერესოა მათთვის, ვისაც დიდი მიზნები აქვს და სტარტაპერულ თუ კარიერულ გზაზე პირველ ნაბიჯებს დგამს.
როცა რაღაც ახალს იწყებ, დაეჭვება ბუნებრივია. თუმცა, ლევანის მთავარი რჩევა საკუთარი თავის 19 წლის ვერსიისთვის, რომელსაც ჯერ კიდევ ბევრი ეჭვი აქვს, ძალიან პირდაპირი და ენერგიულია:
არ შეგეშინდეს, მიაწექი ბოლომდე და არასოდეს გაჩერდე!
როგორც ის აღნიშნავს, პროფესიულ არჩევანში შუა გზაზე გაჩერება არ შეიძლება. თუ რამის კეთებას გადაწყვეტ, საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანო. მისივე თქმით, ახალგაზრდებს ხშირად საკუთარი ძალების არ სწამთ, ამ დროს კი მნიშვნელოვანია შეხსენება.
არ დაგავიწყდეს, შენ იმაზე მეტი პოტენციალი გაქვს, ვიდრე წარმოგიდგენია!
მხოლოდ მოტივაცია საკმარისი არ არის, თუ მას სწორი ყოველდღიური ჩვევები არ მიახმარე. როცა ლევანს ვკითხეთ იმ ჩვევებზე, რომლებმაც მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა, მან ერთი კონკრეტულის ნაცვლად მთელი სისტემა გამოყო, რომელიც ნებისმიერი საქმის წარმატებით მართვაში ეხმარება.
ესენია: საქმის პატარა ნაწილებად დაყოფა და მასზე ისე შეჭიდება, მუდმივი თვითრეფლექსია, ჩანაწერების კეთება და ფიზიკური ვარჯიში.
რა როლი ითამაშა განათლებამ ლევანის ცხოვრებაში? მისი თქმით, ფორმალურმა განათლებამ უზარმაზარი საძირკველი შეუმზადა წარმატებისთვის. მას თავდაჯერებულობა, პროფესიული ცოდნა მისცა და დაეხმარა სამეგობრო წრის შეკრებაში. წრის, რომელიც დღემდე მოჰყვება. თუმცა, ის განათლებას მხოლოდ უნივერსიტეტის კედლებით არ ზღუდავს.
ჩემი აზრით, სწავლა მუდმივი პროცესია. არასოდეს შეწყვიტო სწავლა, მუდამ შეინარჩუნე ცნობისმოყვარეობა, რადგან როგორც კი სწავლას შეწყვეტ, მანდ დასრულდება შენი წინსვლაც.
შეცდომა კარგი მასწავლებელია, თუმცა, ლევანის თქმით, ხანდახან უშეცდომოდ, სხვისი გამოცდილების გათვალისწინებითაცაა შესაძლებელი მნიშვნელოვანი საკითხების გააზრება. ლევანის, როგორც კომპანიის დამფუძნებლისა და CEO-ს, ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევაც ასეთი გამოსადეგი და პრაქტიკულია.
დახარჯე იმაზე ბევრად ნაკლები, ვიდრე შოულობ. დანაზოგი დააბანდე იმიტომ, რომ დრო მალე გარბის და ფინანსური თავისუფლება კი ხელფასიდან არ მოდის.
საბოლოო ჯამში, 19 წელი ზუსტად ის პერიოდია, როცა შენი მომავლის ფუნდამენტს აშენებ – იწყებ ჩვევების გამომუშავებას, სწავლობ, აბანდებ საკუთარ თავში და რისკავ. ამ მნიშვნელოვან გზაზე კი საქართველოს ბანკი შენი უცვლელი გულშემატკივარი და განათლების მხარდამჭერია.
განათლების გზაზე არ გაჩერდე!