Logo
ბლოგი
Time icon

3 წუთი წასაკითხად

განათლების უწყვეტი შესაძლებლობები გორში - 6 იდეათეკიდან სტიპენდიამდე

გაიგე განათლების უწყვეტ შესაძლებლობებზე, რაც გორში გელოდება: 6 იდეათეკა, STEM სკოლა, Code IT, პროფესიული აკადემიები და საქართველოს ბანკის სტიპენდია.

ყველა ეს საგანმანათლებლო შესაძლებლობა საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო ინიციატივების ნაწილია, რომლებიც ერთი იდეის გარშემო ერთიანდება: განათლების გზაზე არ გაჩერდე. ამ ბლოგში თითოეულზე დაწვრილებით მოგიყვებით.

მოკლედ

რავისთვისვადა
6 იდეათეკაგორისა და მიმდებარე სოფლების მოსწავლეებინებისმიერ დროს
STEM სკოლა (ონლაინ)VII–XI კლასის მოსწავლეებიგაზაფხულის სემესტრი
Code IT14–18 წლის მოზარდებიგაზაფხულის მიღება
პროფესიული აკადემიები და AIმოსწავლეები, ზრდასრულები20, 24 და 25 ნოემბერი
საქართველოს ბანკის სტიპენდიაბაკალავრიატის სტუდენტები30 ნოემბერი

6 იდეათეკა გორში

ვისთვის: სკოლის მოსწავლეები | რა არის: წიგნები, კომპიუტერები და STEM კუთხე

იდეათეკა სკოლაში მოწყობილი მრავალფუნქციური სივრცეა, სადაც წიგნები, კომპიუტერები და თანამედროვე ტექნოლოგიები ერთადაა თავმოყრილი. ყველა იდეათეკაში STEM კუთხეა, სადაც მოსწავლეები მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის პრაქტიკულ უნარებს ივითარებენ.

გორში იდეათეკა 6 სკოლაშია:

  • გორის №3 საჯარო სკოლა – ბანკის რიგით 27-ე იდეათეკა, რომელიც 1140-ზე მეტ მოსწავლეს ემსახურება
  • შინდისის სკოლა – რიგით მე-19 იდეათეკა, დაახლოებით 300 მოსწავლისთვის
  • დიცის სკოლა
  • ხურვალეთის სკოლა
  • ზემო ნიქოზის სკოლა
  • ძლევიჯვრის სკოლა

2019 წლიდან იდეათეკებმა საქართველოს 11 რეგიონი მოიცვა და 20 000-ზე მეტ მოსწავლეს თანამედროვე საგანმანათლებლო რესურსებზე წვდომა მისცა. ყველა ისტორია ნახე იდეათეკის ბლოგებში.

STEM სკოლა: ონლაინ, გორიდან

ვისთვის: VII–XI კლასის მოსწავლეები | ფორმატი: ონლაინ, კვირაში ერთხელ | შემდეგი მიღება: გაზაფხული

თუ იდეათეკის STEM კუთხემ დაგაინტერესა, შემდეგი ნაბიჯი უკვე STEM სკოლაა – კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის ერთობლივი პროექტი. სწავლა ონლაინ მიმდინარეობს: გაკვეთილი კვირაში ერთხელაა, შაბათს ან კვირას, და 3 საათს გრძელდება.

ორ 4-თვიან მოდულში სწავლობ ელექტროინჟინერიას, მიკროკონტროლერებს (Arduino), სენსორებს, ფიზიკასა და პროგრამირებას, ბოლოს კი საკუთარ პროექტებს ქმნი. ბანკი ყოველწლიურად 60 მოსწავლის სწავლას სრულად აფინანსებს, 30-ისას კი – 50%-ით. შემდეგი რეგისტრაცია გაზაფხულზეა. დეტალები ნახე STEM სკოლის ბლოგში.

Code IT: პროგრამირება გორში

ვისთვის: 14–18 წლის მოზარდები | ფასი: უფასო | ხანგრძლივობა: 6 თვე

Code IT უფასო კურსია, რომელსაც საქართველოს ბანკი GITA-სა და ICT ასოციაციასთან ერთად ატარებს, გორი კი მის 15 ლოკაციას შორისაა. 6 თვეში სწავლობ HTML-ს, CSS-ს, JavaScript-სა და React-ს, გუნდურად მუშაობ და ყოველი მოდულის ბოლოს სერტიფიკატს იღებ.

ლეპტოპი თუ არ გაქვს, ადგილზე არსებული ტექნიკით შეძლებ ისარგებლო. შემდეგი მიღება გაზაფხულზეა. მეტი ნახე Code IT-ის ბლოგში.

პროფესიული აკადემიები: ახალი პროფესია 100%-იანი დაფინანსებით

ვისთვის: მოსწავლეები, ზრდასრულები | დაფინანსება: 100% | ვადა: 20–25 ნოემბერი

ახალი პროფესიის შესწავლა ნებისმიერ ასაკში შეიძლება. საქართველოს ბანკი პროფესიულ აკადემიებში სწავლას სრულად აფინანსებს:

სამივე შემთხვევაში ავსებ განაცხადს და წერ სამოტივაციო წერილს, შერჩეულ კანდიდატებს კი გასაუბრებაზე იწვევენ. განაცხადის ბმულს თითოეული სტიპენდიის ბლოგში იპოვი.

საქართველოს ბანკის სტიპენდია უნივერსიტეტებში

ვისთვის: ბაკალავრიატის სტუდენტები | დაფინანსება: სრული ან ნაწილობრივი | ვადა: 30 ნოემბერი

სკოლის შემდეგ ბანკი უნივერსიტეტში სწავლაშიც შეიძლება დაგეხმაროს. საქართველოს ბანკის სტიპენდია 24 ქართულ უნივერსიტეტში მოქმედებს და სწავლის საფასურს სრულად ან ნაწილობრივ ფარავს.

შერჩევისას აფასებენ GPA-სა და სამოტივაციო წერილს, შემდეგ კი გასაუბრება იმართება. უნივერსიტეტების სრული სია და რჩევები ნახე სტიპენდიის გზამკვლევში, ასევე აუცილებლად დარეგისტრირდი ganatleba.bog.ge-ზე.

შენი პირველი ნაბიჯი

რომ არ დაგავიწყდეს, ჩაინიშნე ნოემბრის თარიღები:

  • 20 ნოემბერი: პროფესიული აკადემიები მოსწავლეებისთვის
  • 24 ნოემბერი: პროფესიული აკადემიები ზრდასრულებისთვის
  • 25 ნოემბერი: AI სტიპენდია გოგოებისა და ქალებისთვის
  • 30 ნოემბერი: საქართველოს ბანკის სტიპენდია უნივერსიტეტებში

ან ყველა პროექტი ერთად ნახე 2026 წლის განათლების შესაძლებლობების მიმოხილვაში.

განათლების გზაზე არ გაჩერდე!

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს