2 წუთი წასაკითხად
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
6 აგვ. 2026
2 წუთი წასაკითხად
საკითხები
გააზიარე
როგორ აკავშირებს მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut-სა და City Hikers-ს?
თბილისში ადგილობრივი მცირე ბიზნესების გაერთიანება გრძელდება. საქართველოს ბანკის კამპანია მცირე ბიზნესის ჯაჭვი სულ უფრო მეტ ობიექტს აკავშირებს ერთმანეთთან და ერთ დიდ მეგობრულ ქსელს ქმნის, სადაც მთავარი ძალა ურთიერთმხარდაჭერაა. პროექტის წესი უცვლელი და მარტივია: ნებისმიერ მონაწილე ობიექტში დაგხვდება პოსტერი ჯაჭვის შემდეგი წევრის ფასდაკლების კუპონით. ჩამოხევ კუპონს, მიდიხარ სხვა ბიზნესთან ფასდაკლების მისაღებად, სადაც კიდევ ახალი ობიექტის კუპონს აღმოაჩენ – ასე იკვრება წრე.
პირველი წრე Dodonut-იდან იწყება
დოდონატი ქართული დონატების საცხობი და კაფეტერიაა, რომელიც ცნობილია ყოველდღიურად ახალგამომცხვარი, ფუმფულა და უგემრიელესი დონატებით. დოდონატი მაღალ ხარისხთან და მრავალფეროვან გემოებთან ასოცირდება, სადაც ტკბილეულთან ერთად არომატული ყავისა და ცივი სასმელების დაგემოვნებაცაა შესაძლებელი. ამ წარმატების უკან კი შეკრული გუნდი და დიდი ენთუზიაზმი დგას, ბრენდმა გაფართოებაც მალევე შეძლო და ბათუმშიც გახსნა ფილიალი.
როგორც დოდონატის დამფუძნებელი, ნინო ვარშანიძე, ამბობს, ამ კამპანიაში მონაწილეობაზე ბევრი არ უფიქრია:
საქართველოს ბანკთან თანამშრომლობის მხოლოდ დადებითი გამოცდილება გვაქვს, ამიტომ ამ ინიციატივაში ჩართვაზე წამითაც არ დავფიქრებულვარ. მცირე ბიზნესები, ფაქტობრივად, საერთო საქმეს ვემსახურებით, თითოეული ნაბიჯი დიდ შრომას მოითხოვს. ვფიქრობ, როცა სხვაზე ზრუნავ, ეს აუცილებლად დადებითად აისახება შენს ბიზნესზეც.
გზა გრძელდება City Hikers-ისკენ
Dodonut-იდან წამოღებული ფასდაკლებით გზას City Hikers-ისკენ აგრძელებ. ეს არის სამეზობლო კოფიშოპი, რომელიც დღის ნებისმიერ მონაკვეთში გელოდება. იქნება ეს დილის ყავა, შუადღის ბრანჩი თუ საღამოს განტვირთვა ჭიქა ღვინოსთან ერთად.
City Hikers-ის დამფუძნებელი, რატი ხაზალია გვიყვება, თუ რატომ არის მისთვის მსგავსი წამახალისებელი ინიციატივები და საქართველოს ბანკთან პარტნიორობა მნიშვნელოვანი:
ჩვენი საქმიანობის გაზიარება სხვა მცირე ბიზნესების მომხმარებლებთან გვეხმარება, უფრო სწრაფად გავზარდოთ ცნობადობა და მეტ ადამიანს გავაცნოთ საკუთარი თავი. ამასთანავე, ამგვარი თანამშრომლობა მეგობრული ურთიერთობების კარგი დასაწყისია, რამაც შესაძლოა მომავალში ახალი კოლაბორაციები წაახალისოს. ისეთი პარტნიორის ყოლა, როგორიც საქართველოს ბანკია, გადამწყვეტია, რადგან მცირე ბიზნესებს ხშირად გვიჭირს, მოკლე დროში ფართო აუდიტორიას მივაწვდინოთ ხმა. ეს პლატფორმა კი შესანიშნავი საშუალებაა ახალი კავშირების ჩამოსაყალიბებლად და მიზნების გასაძლიერებლად.
ჩაერთე ჯაჭვში
ჯაჭვის პირველი წრე ასე იკვრება:
ჯაჭვში ჩართული ბიზნესები, მისამართებით და ინფორმაციით შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ჩვენს ვებ-გვერდზე
თუ შენც გაქვს მცირე ბიზნესი და გინდა, გაზარდოთ ცნობადობა, მოიზიდო მომხმარებელთა ახალი ნაკადი და, ამავდროულად, მხარი დაუჭირო სხვა ბიზნესებს, აუცილებლად ჩაერთე ჯაჭვში.
ამისათვის საჭიროა მხოლოდ ფიზიკური სივრცე, სადაც სტუმრებს მასპინძლობ, და საქართველოს ბანკის ბიზნეს ანგარიში POS ტერმინალთან ერთად.
საქართველოს ბანკი გთავაზობს პოს-ტერმინალს, რომელიც ერთდროულად ორ პრობლემას ჭრის: გაძლევს საშუალებას, მიიღო საბარათე გადახდები 0%-იანი საკომისიოთი და, ამავე დროს, ასრულებს სალარო აპარატის ფუნქციას – გაიგე მეტი.
მონაწილეობა მარტივია:
- შეავსე განაცხადის ფორმა: გადადი ბმულზე, დატოვე შენი მონაცემები და ბანკის წარმომადგენელი მალევე დაგიკავშირდება.
- მიიღე პოსტერი: მიიღებ სპეციალურ პოსტერს, რომელიც შენთან მოსულ სტუმრებს მეგობარი ბიზნესის ფასდაკლებას გაატანს.
- უმასპინძლე ახალ სტუმრებს: მოემზადე იმ მომხმარებლების მისაღებად, რომლებიც სხვა ობიექტებიდან ფასდაკლების ვაუჩერით პირდაპირ შენთან გადმოინაცვლებენ.
ამ პროექტით მონაწილე ბიზნესები ქალაქში ახალ მარშრუტს ქმნიან. ობიექტების სრული სიის სანახავად შეგიძლია განახლებად რუკას გადაავლო თვალი. ეს ინიციატივა ამტკიცებს, რომ ერთმანეთის გვერდში დგომით წინსვლა ბევრად უფრო ადვილია. ჯაჭვი არ ჩერდება და უფრო და უფრო იზრდება, ასე რომ, დაელოდე მომდევნო ბლოგებს და აღმოაჩინე ახალი სივრცეები.