2 წუთი წასაკითხად
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
6 აგვ. 2026
2 წუთი წასაკითხად
საკითხები
გააზიარე
მცირე ბიზნესის ჯაჭვი ქალაქში ადგილობრივი ბიზნესების გაერთიანებას განაგრძობს. პროექტის მთავარი იდეა ერთმანეთის მხარდაჭერაა და წახალისებაა, წესები კი მარტივია: სტუმრობ ერთ ობიექტს, სადაც გხვდება სპეციალური პოსტერი სხვა ბიზნესის ფასდაკლების კუპონებით, იღებ კუპონს და მიემართები სხვა ადგილისკენ, სადაც ახალი ფასდაკლება დაგხვდება და ასე იკვრება ჯაჭვი.
Sio Print-დან გზა Lunatic-მდე მიგიყვანს
Sio Print-ის გამორჩეული პრინტებისა და ილუსტრაციების შემდეგ ფუნთუშებისა და ორცხობილების საკონდიტრო Lunatic-ისკენ მიდიხარ, რომელიც ტკბილეულის მოყვარულებს გამორჩეულ და დასამახსოვრებელ ატმოსფეროსა და მრავალფეროვან, ხელნაკეთ დესერტებს სთავაზობს.
Lunatic-ის თანადამფუძნებელი, ია ძაგანია, გვიყვება, თუ რატომ გადაწყვიტა, პროექტში მონაწილეობა:
ლუნატიკი შევქმენით იდეით, რომ ადამიანებისთვის მხოლოდ დესერტები კი არა, გამორჩეული გამოცდილებაც შეგვეთავაზებინა. თავიდანვე ჩვენი მთავარი ღირებულებები იყო ხარისხი, კრეატიულობა და მუდმივი განვითარება. ამ პროექტში ჩართვაც იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ გვჯერა, მცირე ბიზნესების ერთმანეთის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთი თანამშრომლობები ყველას აძლევს ზრდისა და საკუთარი ისტორიის უფრო ფართო აუდიტორიისთვის გაზიარების შესაძლებლობას.
Lunatic-დან Wine Square-ში
Lunatic-იდან წამოღებული ფასდაკლების კუპონი Wine Square-თან მიგიყვანს, რომელიც თბილისის ისტორიულ გულში, გუდიაშვილის მოედანზე, მდებარეობს, სადაც ძველი ქალაქის არქიტექტურა, დახვეწილი ინტერიერი და მყუდრო გარემო ავთენტურ ატმოსფეროს ქმნის. Wine Square-ში 300-ზე მეტი დასახელების ღვინო და უგემრიელესი ქართულ-ევროპული კერძები გელოდება.
როგორც ბრენდის თანადამფუძნებელი, ლუკა ბულაური, ამბობს მცირე ბიზნესის ჯაჭვში ჩართვა მათთვის წინგადადგმული ნაბიჯი იყო:
მცირე ბიზნესებისთვის აუდიტორიის გაფართოება და ახალი მომხმარებლების მოზიდვა მუდმივი გამოწვევაა, ამიტომ ამ ინიციატივაში მონაწილეობა ჩვენთვის სტრატეგიული ნაბიჯი იყო, მეტი ხილვადობისა და განვითარებისთვის. სასიხარულოა, რომ საქართველოს ბანკია მცირე ბიზნესებს აძლევს საჭირო პლატფორმას, მასშტაბს და დამატებით რესურსს, რომ თავიანთი ხმა უფრო ფართო აუდიტორიამდე მიიტანონ და რეალური სარგებელი მიიღონ.
ჩაერთე ჯაჭვში
ჯაჭვში ჩართული ბიზნესები, მისამართებით და ინფორმაციით შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ჩვენს ვებ-გვერდზე
თუ მცირე ბიზნესი გაქვს და გინდა, რომ შენს სივრცეში ახალი მომხმარებლები მოიზიდო, გაზარდო ცნობადობა და თან სხვა ადგილობრივ ბიზნესებსაც დაუდგე გვერდში, შემოუერთდი პროექტს.
მონაწილეობისთვის სულ ორი რამ დაგჭირდება: ფიზიკური სივრცე, სადაც მომხმარებელს მასპინძლობ და საქართველოს ბანკის ბიზნეს ანგარიში POS ტერმინალთან ერთად.
საქართველოს ბანკი გთავაზობს პოს-ტერმინალს, რომელიც სალარო აპარატის ფუნქციასაც ითავსებს და ამასთან, საბარათე გადახდების მიღებას 0%-იანი საკომისიოთი შეძლებ – გაიგე მეტი.
პროცესი მარტივია:
- შეავსე განაცხადის ფორმა: გადადი ბმულზე და დატოვე შენი მონაცემები. ბანკის წარმომადგენელი მალევე დაგიკავშირდება დეტალების გასავლელად.
- მიიღე პოსტერი: გამოგიგზავნით სპეციალურ პოსტერს, რომელიც შენთან მოსულ სტუმრებს მეგობარი ბიზნესის ფასდაკლებით დაასაჩუქრებს.
- უმასპინძლე ახალ სტუმრებს: მოემზადე იმ მომხმარებლების მისაღებად, რომლებიც სხვა ობიექტებიდან ფასდაკლების ვაუჩერით პირდაპირ შენთან გადმოინაცვლებენ.
ინიციატივა ქალაქში მცირე ბიზნესების ახალ მარშრუტს ქმნის და კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ერთად განვითარება უფრო მარტივია. ჯაჭვი სულ უფრო და უფრო იზრდება, ამიტომ თვალი ადევნე სიახლეებს, მომდევნო ბლოგებში სხვა საინტერესო ადგილებსაც გაგაცნობთ. კამპანიაში ჩართული ბიზნესების სრული სიის სანახავად შეგიძლია მუდმივად განახლებად რუკას გადაავლო თვალი.