Logo
ბლოგი
Time icon

2 წუთი წასაკითხად

JPG X Dodonut ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი

თბილისში ადგილობრივი მცირე ბიზნესების ჯაჭვი სულ უფრო და უფრო იზრდება. საქართველოს ბანკის ახალი ინციატივა საინტერესო სივრცეებს აერთიანებს – მთავარი მიზანი კი მცირე ბიზნესების წახალისება და დაახლოებაა. პროექტის პრინციპი მარტივია: გაუყევი ჯაჭვს და წაიყოლე ფასდაკლება – სტუმრობ ერთ ობიექტს, სადაც პოსტერი დაგხვდება ფასდაკლების კუპონებით, ჩამოხევ კუპონს და მიემართები ახალი სივრცის აღმოსაჩენად, სადაც კიდევ სხვა ობიექტის ფასდაკლება გელოდება.

Ganjina-დან ჯაჭვი JPG-ში წაგიყვანს

JPG Tbilisi შემოქმედებითი სივრცე და პრინტ შოპია, რომელიც ახალ ენერგიასა და საინტერესო ადამიანებს აერთიანებს. გარდა იმისა, რომ აქ გამორჩეული და ინდივიდუალური პრინტები დაგხვდება, შეგიძლია საკუთარი დიზაინი მაღალ ხარისხში დაბეჭდო ტანსაცმელსა და აქსესუარებზე. 

JPG Tbilisi-ის დამფუძნებელი, რატი ხაზალია, გვიყვება, რომ მსგავსი ინიციატივები დამწყები ბიზნესებისთვის განსაკუთრებულად ღირებულია: 

ერთმანეთთან დამეგობრება მხოლოდ ცნობადობის გაზრდას კი არა, ახალი კონტაქტებისა და გამოცდილებების გაზიარებას ნიშნავს. დამოუკიდებლად ფართო აუდიტორიაზე გასვლა რთულია, საქართველოს ბანკისნაირი პარტნიორი გვეხმარება, ეს პროცესი ბევრად მარტივი და სწრაფი გახდეს.

JPG-ის ფასდაკლების კუპონი Dodonut-მდე მიგიყვანს

თუ ტკბილეული გიყვარს, აუცილებლად გეცოდინება Dodonut – ქართული ტკბილეულის საცხობი და კაფე, რომლმაც გამორჩეული გემოებით მომხარებელს მალევე შეაყვარა თავი. დოდონატის ფერად ვიტრინაში მუდმივად დაგხვდება 12 სხვადასხვა სახეობის ფუმფულა დონატი, ორცხობილა და არომატული ყავა. გემოების ასეთმა მრავალფეროვნებამ, ხარისხმა და დიდმა შრომამ შედეგიც გამოიღო და ბრენდმა ბათუმში გაფართოებაც შეძო.

დოდონატის დამფუძნებელი, ნინო ვარშანიძე, გვიყვება, რომ მათთვის პროექტში მონაწილეობა ერთგვარი აუცილებლობაც კი იყო:

ვფიქრობთ, სხვა ბიზნესებთან დამეგობრება და პარტნიორობა ყველასთვის სასარგებლოა. ეს კავშირები გვაძლევს საშუალებას, გავზარდოთ ხილვადობა, ვიპოვოთ ახალი, სანტერესო კონტაქტები. მცირე ბიზნესების წარმატების საიდუმლო სწორედ ამ ურთიერთმხარდაჭერაშია. საქართველოს ბანკის წამახლისებელ პროექტებში ხშირად ვმონაწილეობთ და ყოველ ჯერზე კარგი გამოცდილება გვაქვს, ამიტომ არც ახლა გვიფიქრია ბევრი.

ჩაერთე ჯაჭვში

ჯაჭვში ჩართული ბიზნესები, მისამართებით და ინფორმაციით შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ჩვენს ვებ-გვერდზე

თუ შენც გაქვს მცირე ბიზნესი და გინდა, რომ ახალი მომხმარებლები მოიზიდო, გაზარდო ცნობადობა და თან სხვა ადგილობრივ ბიზნესებსაც დაუდგე გვერდში, აუცილებლად ჩაერთე ჯაჭვში.

ამისათვის დაგჭირდება მხოლოდ ფიზიკური სივრცე (სადაც სტუმრებს მასპინძლობ) და საქართველოს ბანკის ბიზნეს ანგარიში POS ტერმინალთან ერთად.

საქართველოს ბანკი გთავაზობს პოს-ტერმინალს, რომელიც ერთდროულად ორ პრობლემას ჭრის: გაძლევს საშუალებას, მიიღო საბარათე გადახდები 0%-იანი საკომისიოთი და, ამავე დროს, ასრულებს სალარო აპარატის ფუნქციას – გაიგე მეტი

პროცესი ძალიან მარტივია:

  • შეავსე განაცხადის ფორმა: გადადი ბმულზე, დატოვე შენი მონაცემები და ბანკის წარმომადგენელი მალევე დაგიკავშირდება.
  • მიიღე პოსტერი: ჩვენ გამოგიგზავნით სპეციალურ პოსტერს, რომელიც შენთან მოსულ სტუმრებს მეგობარი ბიზნესის ფასდაკლებას გაატანს.
  • უმასპინძლე ახალ სტუმრებს: მოემზადე იმ მომხმარებლების მისაღებად, რომლებიც სხვა ობიექტებიდან ფასდაკლების ვაუჩერით პირდაპირ შენთან გადმოინაცვლებენ.

ეს კამპანია ამტკიცებს, რომ ჯანსაღი კონკურენციის პარალელურად, ერთმანეთის მხარდაჭერით განვითარება უფრო მარტივია. ადგილობრივი ბიზნესის ჯაჭვი ქალაქში სრულიად ახალ და საინტერესო მარშრუტს ქმნის, სადაც ყოველი გაჩერება ახალი აღმოჩენაა. ჯაჭვში ჩართული ობიექტების სრულად სანახავად შეგიძლია განახლებად რუკას გადაავლო თვალი. 

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს