ახალგაზრდა თაობისთვის მრავალფეროვანი საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნა საქართველოს ბანკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამ იდეით და კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით შეიქმნა STEM სკოლა – უნიკალური პროექტი, რომელშიც საქართველოს ყველა რეგიონიდან შეუძლიათ მოსწავლეებს მომავლის პროფესიების დასაუფლებლად რამდენიმეთვიანი ინტენსიური კურსის გავლა.
STEM სკოლაში ცნობისმოყვარე და მოტივირებული მოსწავლეები იღებენ თეორიულ ცოდნას ფიზიკის, მათემატიკის, ინჟინერიის და ტექნოლოგიის სფეროში, ამავდროულად კი პროფესიონალების დახმარებით ქმნიან და მართავენ ჭკვიან მოწყობილობებს, რითაც მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში გამოცდიან.
STEM სკოლის ონლაინ გაკვეთილები კვირაში ერთხელ სამი საათის განმავლობაში ტარდება, სასწავლო პროცესის მთლიანად ვირტუალურ სივრცეში გადატანა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო რეგიონებში მცხოვრები მოსწავლეებისთვის.
სასწავლო მასალის შინაარსი კი პირისპირ შეხვედრებს არც მოითხოვს. საკუთარი გამოცდილება გაგვიზიარა STEM სკოლის ზესტაფონელმა მოსწავლემ, ნიკუშა ცხადაძემ, რომელიც 15წლისაა და STEM სკოლაში საქართველოს ბანკის სრული დაფინანსება მოიპოვა.
კომბინირებულ გამოცდაში მიღებული ქულების მიხედვით საქართველოს ბანკის სტიპენდია STEM სკოლის 100-მდე მოსწავლემ მიიღო, ყოველწლიურად კი კიდევ დამატებით 60-მდე მოსწავლეს დაუფინანსდება სწავლა. სტიპენდიატ მოსწავლეებს ასევე გადაეცემათ სწავლისთვის საჭირო ყველა მატერიალური რესურსი.
როგორც ნიკუშა ამბობს, გამოცდაში მაღალი ქულის მიღება არ გასჭირვებია:
რაც თავი მახსოვს, ფიზიკა და მეცნიერება ყოველთვის მაინტერესებდა, მგონი, ბაღის ასაკიდან ვსვამდი კითხვებს ყველაფრის შესახებ. არ ველოდი, რომ დაფინანსებას მივიღებდი, მაგრამ თუ არ სცადე, არაფერი გამოვა და თუ გზას ვერ პოულობ შენი მიზნების მისაღწევად, ესე იგი, საკმარისად არ გინდა ან არ ცდილობ, მე ასე მჯერა
STEM სკოლაში ნიკუშა სწავლობს, როგორ მართოს მიკროკონტროლერები, იყენებს Tinkercard-ის ონლაინპლატფორმას და ემზადება პროექტის შესაქმნელად. ნიკუშამ პირველი მოდული უკვე დაასრულა, სწავლების მეორე მოდულზე უკვე საკუთარი ცოდნის ინტერპრეტირებას შეძლებს. როგორც თავად ამბობს, დისტანციური სწავლების გარეშე პროექტში მონაწილეობას ვერ შეძლებდა:
ზესტაფონში ასეთი შესაძლებლობები ნაკლებად გვაქვს, აქამდე ქიმიის, ფიზიკის, მათემატიკის ოლიმპიადებში ვიღებდი მონაწილეობას. თუკი რამეს ვიპოვი, რაც ახლოს არის ჩემს ინტერესებთან, ხელიდან არ ვუშვებ. STEM სკოლის მსგავს პროექტში აქამდე არ მიმიღია მონაწილეობა, სრულიად განსხვავებულია სკოლის გაკვეთილებისგან, ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანია
ნიკუშა მომავალშიც სწავლის გაგრძელებას STEM მიმართულებით გეგმავს, განსაკუთრებით კი ხელოვნური ინტელექტი აინტერესებს:
ხელოვნური ინტელექტი სულ უფრო და უფრო ვითარდება და მეჩვენება, რომ უსაზღვრო შესაძლებლობები აქვს. მართალია, გარკვეულ პროფესიებს ,,აქრობს“, მაგრამ ადამიანს სრულიად ვერასდროს ჩაანაცვლებს, ის ადამიანები, რომლებიც კოდებს წერენ, მართავენ და ავითარებენ ჭკვიან სისტემებს, ყოველთვის საჭირონი იქნებიან
ნიკუშას ოცნება მოგზაურობაა, ხელოვნური ინტელექტზე მუშაობას კონკრეტულ ადგილზე ყოფნა არ სჭირდება, ამიტომ აპირებს, რომ მომავალში ბევრი იმოგზაუროს და მსოფლიო შემოიაროს:
სწავლის გაგრძელება საზღვარგარეთ ვაპირებ, თუმცა აუცილებლად დავბრუნდები საქართველოში, მგონია, რომ მე და ჩემი თაობა მომავალში ქვეყნისთვის ბევრ კარგ რაღაცას გავაკეთებთ, STEM სკოლაში კიდევ უფრო თავდაჯერებული გავხდი, რაც რთულად მეჩვენებოდა, ახლა არც ისე მიუღწეველი ჩანს. მგონია, რომ თუ ვიშრომებ, ყველაფერს შევძლებ
საქართველოს ყველა რეგიონსა და კუთხეში არიან ნიკუშასნაირი ბავშვები ოცნებებით, მიზნებით, უსაზღვრო შესაძლებლობით. STEM სკოლა და საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროექტები, სწორედ ასეთი მოსწავლეების აღმოჩენისთვის იქმნება. საქართველოს ბანკი მომავალშიც განაგრძობს ახალი თაობისა და განათლების მხარდაჭერას, მთავარი იდეით – თანამედროვე სამყაროში ყველა ბარიერი დაძლევადია, შენი მიზნებისკენ გზა სულ არის.
განათლების (და არამარტო) რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკი, უფრო ვრცლად შეგიძლია ახალ პლატფორმაზე ნახო: CSR.BOG.GE
აღმოაჩინეთ STEM სკოლის უნიკალური პროგრამა, რომელიც მოგამზადებთ მომავლის პროფესიებისთვის. გაიგეთ, როგორ მიმდინარეობს სწავლა ონლაინ და მიიღეთ საქართველოს ბანკის სტიპენდია.
სასკოლო სახელმძღვანელოში მოცემული ფორმულის პრაქტიკაში გაცოცხლება ის მომენტია, რომელიც მოსწავლეს აღმოაჩენინებს, რომ მეცნიერება მხოლოდ აბსტრაქტული ცნებების კრებული არ არის. სწორედ ამ ფილოსოფიაზეა დაფუძნებული STEM სკოლა, საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს, დაინტერესებულ მოსწავლეებს ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პრაქტიკული გამოყენების გზები აჩვენოს. პროექტი VII-XI კლასის მოსწავლეებს მთელი საქართველოდან აძლევს შესაძლებლობას, ჩაერთონ უნიკალურ
ციფრულ ეპოქაში უმცროს თაობასთან ეფექტური დიალოგის წამოწყება მათი ავტონომიის აღიარებითა და დამოუკიდებლობის ხელშეწყობით იწყება. ასე, მოზარდების სწრაფ ზრდასა და განვითარებასთან ფეხის აწყობაც უფრო მარტივი ხდება. sCool Card სწორედ ის ხელსაწყოა, რომელიც ამ პროცესში მშობელს ყველაზე მეტად დაეხმარება. sCool Card-ის გამოყენებით მოზარდს დამოუკიდებლად შეუძლია განკარგოს მისთვის გამოყოფილი ფული, დააგროვოს სქულები, ისარგებლოს შეთავაზებებით და შეაგროვოს თანხა. თუ