Logo
ბლოგი
Time icon

2 წუთი წასაკითხად

5 ივლისი: როგორ ვიყიდოთ PLUS-ებით და ნაწილ-ნაწილ

საქართველოს ბანკის მომხმარებლებმა კარგად იციან, რომ 5 ივლისს საოცნებო ნივთების შეძენა ნახევარ ფასად შეუძლიათ. თუმცა, რა ხდება მაშინ, თუ შერჩეული ნივთისთვის საკმარისი PLUS ქულები არ გაქვს? 

ამის გამო სასურველ ნივთზე უარის თქმა ნამდვილად არ მოგიწევს. შეგიძლია წლის ყველაზე მოქნილი ფინანსური ხრიკი გამოიყენო – საფასურის ნაწილი ქულებით დაფარო, დარჩენილი თანხა კი ნაწილ-ნაწილ და დღეს 1 ლარიც კი არ დახარჯო.

1. ისარგებლე კომბინირებული გადახდით

თუ სასურველი ნივთის შესაძენად ქულები გაკლდება, შეგიძლია PLUS ქულები და ნაწილ-ნაწილ ფუნქცია ერთმანეთს შეუთავსო, ხოლო გადახდა 1 თვის შემდეგ დაიწყო. 

იმის გამო, რომ 5 ივლისს ქულების ღირებულება ორმაგდება, შენი ბალანსით ნივთის ღირებულების საკმაოდ დიდ ნაწილს დაფარავ. დარჩენილ თანხას კი ზუსტად 4 ტოლ ნაწილად გაყოფ, რაც ქულების ყველაზე მომგებიანად დახარჯვის ერთ-ერთი საუკეთესო სტრატეგიაა. 

2. როგორ მუშაობს ეს პრაქტიკაში?

იმისათვის, რომ პროცესი ბევრად თვალსაჩინო იყოს, მოდი, კონკრეტული მაგალითი განვიხილოთ: 

წარმოიდგინე, გსურს 1000-ლარიანი ნივთის შეძენა, თუმცა ბალანსზე მხოლოდ 250 ლარის ეკვივალენტი PLUS ქულები გაქვს. 5 ივლისს ეს თანხა გაორმაგდება და 500 ლარი გახდება. შედეგად ნივთის ღირებულების ნახევარს დაგროვილი PLUS ქულებით დაფარავ, დარჩენილ 500 ლარს კი 4 თვეზე ნაწილ-ნაწილ გაყოფ. ამ ხერხით დღეს არაფერს, ხოლო მომდევნო 4 თვის განმავლობაში ზუსტად 125 ლარს გადაიხდი ყოველგვარი დანამატის გარეშე. 

რა თქმა უნდა, არ არის აუცილებელი, ქულები ნივთის ზუსტად ნახევარს ფარავდეს. თუნდაც ბალანსზე მხოლოდ 50 ლარის ქულა გქონდეს, 5 ივლისს ის 100 ლარად გადაიქცევა, დარჩენილ ნებისმიერ თანხას კი ზუსტად იმავე პრინციპით, ნაწილ-ნაწილ გადაიხდი.

3. გადახდის მოქნილი მეთოდები

თუ ნაწილ-ნაწილ მეთოდით სარგებლობა არ გსურს, დარჩენილი თანხის დასაფარად სხვა მოქნილი გზებიც არსებობს. როცა ნივთის ნახევარს გაორმაგებული PLUS ქულებით დაფარავ, მეორე ნახევრის გადახდა შეგიძლია: 

  • ჩვეულებრივად, ნაღდი ანგარიშსწორებით
  • ნებისმიერი პლასტიკური თუ ციფრული ბარათით

4. სად შეგიძლია გადახდა?

ზოგადად, 5 ივლისს განახევრებული ქულებით გადახდა როგორც ონლაინ, ისე ფიზიკურ მაღაზიებში შეგიძლია.

თუმცა, დაიმახსოვრე ყველაზე მნიშვნელოვანი წესი: თუ გინდა, რომ ნაწილი ქულებით დაფარო და დარჩენილი თანხა ნაღდი ანგარიშსწორებით ან ნაწილ-ნაწილ გადაიხადო, ეს კომბინაცია მხოლოდ პარტნიორი ობიექტების ფიზიკურ მაღაზიებში მოქმედებს. 

ამიტომ, როცა სასურველ ადგილს ეწვევი, მოლარე-კონსულტანტი აუცილებლად გააფრთხილე, რომ ერთ ნაწილს PLUS ქულებით, ხოლო მეორეს ბარათით, ნაღდი ანგარიშსწორებით ან ნაწილ-ნაწილ იხდი. 

ამ ხრიკების გამოყენებით სახლში ყველა იმ ნივთით დაბრუნდები, რომლის შეძენაც დიდხანს გინდოდა, დღეს კი 1 ლარსაც არ დახარჯავ. ისარგებლე ამ უნიკალური შესაძლებლობით სწორ დროს და სწორ ადგილას! დამატებითი რჩევებისთვის კი გადახედე ციფრული PLUS ბარათის უპირატესობებს.    

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს