Logo
ბლოგი
Time icon

1 წუთი წასაკითხად

თანხის გადარიცხვა მობილურის ნომრით: გაიგე როგორ

აღარ გჭირდება ანგარიშის ნომერი! მობილბანკში თანხას მობილურის ნომრით გადარიცხავ. გაიგე, როგორ დაზოგო დრო და გაიმარტივო ფინანსური ოპერაციები.

ფულის გაგზავნა დღეს ისეთივე ყოველდღიური მოვლენაა, როგორც მეგობართან დარეკვა. თუმცა, ყველა გადარიცხვა ერთნაირი არ არის – ზოგჯერ თანხას ურიცხავ მეგობარს, რომელიც შენსავე ბანკს იყენებს, ზოგჯერ კი სრულიად სხვა ბანკის მომხმარებელს. მობილბანკი ამ ორივე შემთხვევისთვის მოქნილ გადაწყვეტას გთავაზობს.

ნომრით გადარიცხვა საქართველოს ბანკში 

როცა თანხას საქართველოს ბანკის მომხმარებელთან რიცხავ:

  • შედი ტრანზაქციებში 
  • დააჭირე “სხვასთან გადარიცხვას”
  • აირჩიე „სტანდარტული“
  • შეიყვანე იმ ადამიანის მობილური, ანგარიშის ნომერი, პირადი ნომერი ან სახელი, მობილბანკი კი თავად მიხვდება, როგორ გააგრძელოს პროცესი
  • მობილურის ნომრის არჩევა კონტაქტებიდანაც შეგიძლია

ნომრით გადარიცხვა ეგრევე, ნებისმიერ ბანკში

ეგრევე 24/7 – სერვისია, რომელიც ნებისმიერ ქართულ ბანკთან გადარიცხვის საშუალებას იძლევა, კვირის ნებისმიერ დღეს და დროს, თანხა კი ადრესატთან მომენტალურად მიდის.

როცა თანხას სხვა ბანკის მომხმარებელთან რიცხავ:

  • შედი ტრანზაქციებში 
  • დააჭირე “სხვასთან გადარიცხვას”
  • აირჩიე “ეგრევე 24/7“

შემდეგ ორი გზაა:

  • ბაზისბანკთან და კრედო ბანკთან: ამ ბანკების მომხმარებლებთან გადარიცხვისას თანხა პირდაპირ იგზავნება ადრესატის ანგარიშზე. მუშაობს ლარში, დოლარსა და ევროში, მიმღებს კი არ სჭირდება SMS-ბმულზე გადასვლა – ყველაფერი ავტომატურად და მყისიერად ხდება.
  • სხვა ბანკებისთვის: თუ მიმღები სხვა ბანკის მომხმარებელია, მას SMS-ით მისდის ბმული, რომლის საშუალებითაც თავად ირჩევს, რომელ ბარათზე სურს თანხის (მხოლოდ ლარში) მიღება. თუ მას უკვე შერჩეული აქვს ფავორიტი ბარათი egreve.bog.ge-ზე, თანხა პირდაპირ იმ ბარათზე დაჯდება.

როცა გადარიცხვა ბმულით სრულდება, ადრესატს ერთი საათი აქვს თანხის მისაღებად. ეს დრო სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ მან სასურველი ბარათი აირჩიოს. თუ ერთი საათის განმავლობაში თანხას არ მიიღებს, გადარიცხვა ავტომატურად უქმდება, შენ კი თანხა, საკომისიოსთან ერთად, სრულად დაგიბრუნდება ანგარიშზე.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს