3 წუთი წასაკითხად
Amex ბარათები: ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
19 დეკ. 2025
3 წუთი წასაკითხად
3 წუთი წასაკითხად
გაიგე, როგორ ისარგებლო AmEx ბარათით უპროცენტოდ, დააგროვო MR ქულები და მიიღო სამოგზაურო დაზღვევა. შენთვის რომელი AmEx ბარათია საუკეთესო? აღმოაჩინე ახლა!
19 დეკ. 2025
3 წუთი წასაკითხად
თუ ეძებ ბარათს, რომელიც შენს ყოველდღიურობას გაამარტივებს და ყოველი ხარჯისგან ქულების დაგროვების შესაძლებლობას მოგცემს, მაშინ საქართველოს ბანკის American Express (Amex) ბარათი შენთვისაა. ეს არ არის უბრალოდ საკრედიტო ბარათი, არამედ ჭკვიანი ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც უამრავ უპირატესობას გთავაზობს.
Amex ბარათის მთავარი უპირატესობა მისი მოქნილი საკრედიტო ლიმიტი და საშეღავათო პერიოდია. შენ შეგიძლია გამოიყენო ბანკის მიერ დამტკიცებული ლიმიტი და ათვისებული თანხის პროცენტი (ეფექტური ლარში 23.8%-დან) საერთოდ არ გადაიხადო, თუ რამდენიმე მარტივ წესს დაიცავ.
Amex-ით სწორად სარგებლობის სამი წესი:
ლიმიტიდან გახარჯული თანხა შეგიძლია სრულად ან ნაწილობრივ დაფარო. ასევე, შეგიძლია გადაიხადო მხოლოდ მინიმალური შენატანი.
უბრალოდ, გაითვალისწინე: საშეღავათო პერიოდით რომ ისარგებლო, დავალიანება სრულად უნდა გაანულო. თუ თანხას ნაწილობრივ დაფარავ, საშეღავათო პერიოდი გაუქმდება და პროცენტი (ეფექტური ლარში 23.8%-დან) დაგერიცხება მთლიანად ათვისებულ თანხაზე, მისი გამოყენების დღიდან.
რა ხდება, თუ მინიმალურ შენატანს ვერ იხდი?
თუ მინიმალურ შენატანსაც ვერ დაფარავ, ბარათზე დაგერიცხება ერთჯერადი ჯარიმა (20₾) და ყოველდღიური პროცენტი, რომელიც წლიური ეფექტური 23.8%-იდან იანგარიშება. ამიტომ, ზედმეტი ხარჯების თავიდან ასაცილებლად, ეცადე თანხა ყოველთვის დროულად დაფარო.
შენს ყველა ტრანზაქციას, დარიცხულ ქულებსა და გადახდის ვადებს მარტივად გააკონტროლებ მობილბანკში.
სად და როგორ გამოიყენო ბარათი:
მნიშვნელოვანია იცოდე, სად შეგიძლია გამოიყენო შენი Amex ბარათი. საქართველოს ტერიტორიაზე ბარათით გადახდას მხოლოდ საქართველოს ბანკის ტერმინალებზე შეძლებ. რაც შეეხება ქვეყნის ფარგლებს გარეთ ან ონლაინ შოპინგს, ბარათს გამოიყენებ ყველგან, სადაც Amex-ით გადახდაა შესაძლებელი.
საქართველოს ბანკი გთავაზობს რამდენიმე ტიპის Amex ბარათს. ისინი ერთმანეთისგან საკრედიტო ლიმიტით, წლიური ღირებულებით, ეფექტური პროცენტით და ქულების დაგროვების პირობებით განსხვავდება.
ფასდაკლებები Amex ბარათებზე:
თუ სარგებლობ იპოთეკური სესხით, Blue, Green და Gold საკრედიტო ბარათების (ეფექტური ლარში 23.8%-დან) წლიური საკომისიოსგან თავისუფლდები.
ლოიალობის პროგრამის ფარგლებში კი შესაძლებელია წლიურ საკომისიოზე 50%-მდე ფასდაკლების მიღება:
MR ქულები და სამოგზაურო დაზღვევა
Amex ბარათის მთავარი ხიბლი მისი ლოიალობის პროგრამა და დამატებითი სერვისებია.
MR (Membership Rewards) ქულები გროვდება მხოლოდ ამექს ბარათით, ნებისმიერ გადახდაზე, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, ფიზიკურ მაღაზიებსა თუ ონლაინ.
დაგროვებული ქულები შეგიძლია გამოიყენო ორი გზით: გადაიხადო Amex-ის პარტნიორ ობიექტებში ან გადაცვალო PLUS ქულებში მომგებიანი კურსით: 1 MR ქულა = 3 PLUS ქულას.
გარდა ამისა, Amex Green, Amex Gold და Amex Platinum ბარათების მფლობელები საჩუქრად იღებენ 4-წლიან სამოგზაურო დაზღვევას. დაზღვევა ფარავს ისეთ შემთხვევებს, როგორიცაა მოგზაურობის გაუქმება, გადაუდებელი სამედიცინო ხარჯები და ბარგის დაგვიანება.
დაზღვევა ბარათის აღებისთანავე აქტიურდება და სადაზღვევო პოლისის ჩამოტვირთვა ნებისმიერ დროს შეგიძლია მობილბანკიდან.
სასარგებლო რჩევები
Amex ბარათის მთავარი უპირატესობა გადახდებშია. როცა ბარათით იხდი, შენ აგროვებ MR ქულებს. ფულის განაღდებაც შესაძლებელია, მაგრამ მნიშვნელოვანია, იცოდე საკომისიოების შესახებ:
და მეორე – MR ქულების დასაგროვებლად საკრედიტო ლიმიტის გამოყენება არ არის აუცილებელი. შეგიძლია საკუთარი ანგარიშიდან გადარიცხო თანხა Amex ბარათზე და იმით ისარგებლო. ამ შემთხვევაში, შენი საკრედიტო ლიმიტი ხელუხლებელი დარჩება, MR ქულებს კი ჩვეულებრივ დააგროვებ. ან შეგიძლია ათვისებული თანხის პროცენტი (ეფექტური ლარში 23.8%-დან) არ გადაიხადო, საშეღავათო პერიოდში თანხის სრულად დაფარვით.
ციფრული Amex ბარათი
ასევე, უკვე შეგიძლია ციფრული Amex ბარათი (ეფექტური ლარში 23.8%-დან) პირდაპირ მობილბანკიდან, რამდენიმე წამში აიღო. ციფრულ Amex-ს მარტივად დაამატებ Apple Wallet-სა და Google Pay-ში, რაც გადახდის პროცესს კიდევ უფრო სწრაფს და კომფორტულს ხდის. ეს საუკეთესო შესაძლებლობაა, რომ გამოცადო ბარათის ყველა უპირატესობა და დააგროვო MR ქულები.
ნებისმიერ შემთხვევაში, Amex-ის შეკვეთა ძალიან მარტივია და ამის გაკეთება პირდაპირ მობილბანკიდან შეგიძლია.
2 წუთი წასაკითხად
13 მარ. 2026
მობილბანკის მარტის განახლება: გახსენი საბავშვო ანაბარი, შეიძინე სადეპოზიტო სერტიფიკატი და აიღე ციფრული American Express ბარათი მომენტალურად.
4 წუთი წასაკითხად
5 მარ. 2026
აღარ იღელვო ფულზე! აღმოაჩინე 5 მარტივი ნაბიჯი, რომელიც დაგეხმარება ფინანსური უსაფრთხოების შექმნაში, ვალების კონტროლში და სიმშვიდის მოპოვებაში. გაიგე, როგორ.
2 წუთი წასაკითხად
24 დეკ. 2025
2 წუთი წასაკითხად
22 დეკ. 2025
გაიგე, როგორ დაზოგო $13,500-მდე ახალი ბინის ყიდვისას! საქართველოს ბანკი გთავაზობს 3 ექსკლუზიურ შეთავაზებას წამყვან დეველოპერებთან ერთად. იპოვე შენი ოცნების სახლი და დაზოგე.
2 წუთი წასაკითხად
13 მარ. 2026
2 წუთი წასაკითხად
24 დეკ. 2025
2 წუთი წასაკითხად
22 დეკ. 2025