1 წუთი წასაკითხად
თანხის განაღდება: აღმოაჩინე ახალი, გაზრდილი ლიმიტი ბანკომატზე!
აღარ დაგჭირდება ფილიალში მისვლა! საქართველოს ბანკმა გაზარდა ბანკომატიდან თანხის განაღდების ლიმიტი 10 000 ლარამდე. შეიტყვე, როგორ გაამარტივო შენი ფინანსები და იგრძნო თავი უსაფრთხოდ.
23 მარ. 2020
1 წუთი წასაკითხად
საქართველოს ბანკი ზრუნავს საკუთარ მომხმარებლებზე და იზიარებს პასუხისმგებლობას, იმოქმედოს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესაბამისად.
სწორედ იმიტომ, რომ თავი კიდევ უფრო უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნო, 25 მარტიდან შეგიძლია ისარგებლო გაზრდილი 10 000 ლარამდე ლიმიტით თანხის ბანკომატით გამოტანისას.
ეს კი ნიშნავს იმას, რომ ფილიალში მისვლა აღარ დაგჭირდება და თანხას შენს სახლთან ახლოს, ჩვენი ბანკომატით მიიღებ.