2 წუთი წასაკითხად
საახალწლო შოპინგი 2024: ფულის დაზოგვის მოულოდნელი გზები
20 დეკ. 2023
2 წუთი წასაკითხად
2 წუთი წასაკითხად
გაინტერესებს, როგორ დაზოგო საახალწლო ხარჯები 2024-ში? აღმოაჩინე საქართველოს ბანკის სმარტ რჩევები შოპინგზე: ნაწილ-ნაწილ გადახდა, სპეციალური შეთავაზებები და ქულების გამოყენება.
20 დეკ. 2023
2 წუთი წასაკითხად
2 კვირაზე ნაკლები რჩება იმ დღის დადგომამდე, რომელსაც ყველა დიდი ენთუზიაზმითა და ამაღლებული განწყობით ველით, იქამდე კი მაღაზიებში დავდივართ და საყვარელი ადამიანების გასაბედნიერებლად განსაკუთრებულ საჩუქრებს ვეძებთ. იმის გამო, რომ ახალი წელი ასეთი მნიშვნელოვანი დღესასწაულია, საყიდლებიც ბევრია, შესაბამისად, ხარჯიც გვეზრდება.
როგორც წესი, დეკემბერი ყველაზე ხარჯიან თვედ ითვლება – შოპინგი, საჩუქრები, ახალი წლის სუფრა, შვებულების სხვაგან გატარება და ა.შ. წლის ბოლო თვე ყველაზე დატვირთულია, რაც პირდაპირ პროპორციულად ხარჯებსაც ზრდის. თუმცა, საქართველოს ბანკის მომხმარებლებისთვის მრავალი ხერხი არსებობს, როგორ დავზოგოთ საახალწლო საყიდლებზე, ამ ბლოგში კი მათგან რამდენიმეზე მოგიყვები.
გადაიხადე ნაწილ-ნაწილ
გადახდის ამ ჭკვიანურმა მეთოდმა უკვე მოიგო ბევრი ადამიანის გული. წარმოიდგინე, არჩევ ნივთს, იხდი ნაწილ-ნაწილ, წინასწარ საერთოდ არაფრის გადახდა გიწევს და მეტიც, არც პირველი თვე იხდი რამეს. ამგვარად, ნივთი შენია, გადახდას კი შემდეგი თვიდან იწყებ, თანხას 4 ნაწილად ყოფ და დამატებით 1 თეთრსაც არ იხდი (ეფექტური 0%). ამიტომ, თუ ახალ წელს დიდი ხარჯი გაქვს და შენს საფულეს ცოტა „დასვენება“ არ აწყდება, შეგიძლია, საქართველოს ბანკის პარტნიორ მაღაზიებში ნაწილ-ნაწილ გადაიხადო. იქამდე კი არ დაგავიწყდეს, რომ ლიმიტი მობილბანკში წინასწარ შეამოწმო.
თვალი ადევნე შეთავაზებებს
საქართველოს ბანკი პარტნიორებთან ერთად თავის მომხმარებლებს სხვადასხვა სახის შეთავაზებებს ყოველდღიურად სთავაზობს, ამ შეთავაზებების მრავალფეროვნება კი დეკემბერში გამორჩეულად თვალშისაცემია. თვალი ადევნე შენივე მობილბანკში ამ შეთავაზებებს, რომლებიც მუდმივად ახლდება და იქ აუცილებლად იპოვი იმ მაღაზიას, სადაც საახალწლო სამზადისში რამის შეძენას გეგმავ, შემდეგ გადაიხადე საქართველოს ბანკის ბარათით და ეგაა, ხარჯი მნიშვნელოვნად შეგიმცირდება.
გადაიხადე PLUS და/ან MR ქულებით
PLUS და MR ქულების დაგროვება უკვე წლებია, ბევრის საყვარელი საქმიანობა გახდა – გადახდილი თანხის ნაწილი ქულების სახით გვიბრუნდება, შემდეგ კი ამ ქულებით სასურველი ნივთების ყიდვა შეგვიძლია. PLUS და MR ქულებით გადახდა კი საახალწლო ხარჯებს მნიშვნელოვნად შეგიმცირებს, თან, მუდმივად არის შეთავაზებები, როცა PLUS და MR ქულებით გადახდისას პარტნიორ ობიექტებში ფასდაკლებებია, ამიტომ, როგორც ზემოთ ვახსენეთ, თვალი ადევნე შეთავაზებებს, გადაიხადე ქულებით და დაზოგე მეტი.
შექმენი სასაჩუქრე ბარათი
სასაჩუქრე ბარათი საქართველოს ბანკის სიახლეა – მობილბანკში თავად შეგიძლია შექმნა შენივე გემოვნების მიხედვით პარტნიორი მაღაზიის სასაჩუქრე ბარათი, იგივე ვაუჩერი და საყვარელ ადამიანს გაუგზავნო, ხარჯს კი შეგიმცირებს ის, რომ ამ ბარათის ღირებულების გადახდა ნაწილ-ნაწილ შეგიძლია. შეარჩიე სასურველი მაღაზია, თანხა, ბარათის დიზაინი, მონიშნე ნაწილ-ნაწილ გადახდა და ეგაა, საყვარელი ადამიანისთვის სასურველი საჩუქარი მზადაა.
იმედია, ეს რჩევები დაგეხმარება და ყველაზე ხარჯიან თვეს შედარებით მარტივად გადააგორებ. ამ ჩამოთვლილი ხრიკებიდან შეგიძლია, ერთი ან რამდენიმე ერთად გამოიყენო და დაზოგო მაქსიმალურად მეტი საახალწლო საყიდლებზე.
3 წუთი წასაკითხად
21 მაი. 2026
აღმოაჩინე ბიტკოინი - პირველი კრიპტო, რომელსაც ციფრულ ოქროს უწოდებენ. გაიგე, როგორ მუშაობს ბლოკჩეინი და რატომ გახდა ის მილიონობით ადამიანისთვის აქტივი
2 წუთი წასაკითხად
20 მაი. 2026
აღმოაჩინე, თუ რა არის ალტერნატიული დანახარჯი და რატომ არაფერია უფასო. ისწავლე, როგორ დაგეხმარება ეს ცოდნა უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებაში ყოველდღიურად
5 წუთი წასაკითხად
19 მაი. 2026
TAF-ის არტ-დირექტორი ერიკ შლოსერი ამსხვრევს მითებს კოლექციონერობის შესახებ. ისწავლეთ, როგორ ენდოთ ინტუიციას და შეარჩიოთ პირველი ნამუშევარი თქვენი კოლექციისთვის
2 წუთი წასაკითხად
19 მაი. 2026
გაიგე, როგორ დაზოგო ფული და აირიდო იმპულსური შენაძენები. ფოქსი ელენიკო გვიზიარებს თავის „არ ვიყიდი“ სიას და გიჩვენებს, როგორ დაიწყო ფინანსური დეტოქსი
5 წუთი წასაკითხად
19 მაი. 2026