1 წუთი წასაკითხად
რომელ ქალაქებში გადაიხდი ტრანსპორტს BOG ბარათით?
30 ოქტ. 2023
1 წუთი წასაკითხად
1 წუთი წასაკითხად
თუ ხშირად მგზავრობ რეგიონებში, გაიგე, რომელ ქალაქებში შეძლებ მუნიციპალური ტრანსპორტის საფასურის გადახდას საქართველოს ბანკის ბარათით. ერთი ბარათი ყველა მგზავრობისთვის!
30 ოქტ. 2023
1 წუთი წასაკითხად
საქართველოს ბანკის ბარათების მფლობელები არაერთი შეთავაზებითა თუ უპირატესობებით სარგებლობენ. საქართველოს ბანკის მომხმარებლებს VISA, MASTERCARD თუ სხვა ტიპის ბარათებით შოპინგი, კომუნალურების გადახდა, პარტნიორი ობიექტების ფასდაკლებებით სარგებლობა, PLUS ქულების დაგროვება და ტრანსპორტში მგზავრობის ღირებულების გადახდაც შეუძლიათ.
თუ აქამდე საქართველოს ბანკის ბარათით მგზავრობის საფასურის გადახდა მხოლოდ თბილისსა და კიდევ რამდენიმე ქალაქის (ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი) მუნიციპალურ ტრანსპორტში იყო შესაძლებელი, მალე ამ ფუნქციით სარგებლობას საქართველოს რეგიონების კიდევ არაერთ სხვა ქალაქშიც შეძლებ.
ეს ის ქალაქებია, რომელთა მუნიციპალურ ტრანსპორტში საქართველოს ბანკის ბარათით მგზავრობის ღირებულების გადახდა შესაძლებელი იქნება.
თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე ქალაქში ცხოვრობ ან სხვადასხვა მიზეზით ხშირად სტუმრობ, მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობისთვის არანაირი დამატებითი ბარათი აღარ დაგჭირდება. რაც მთავარია, მგზავრობის საფასურის გადახდა თბილისის მსგავსად, ამ ქალაქებშიც როგორც ნებისმიერი ფიზიკური ბარათით, ასევე ციფრული ბარათითაც შესაძლებელი იქნება. ასე რომ, მხოლოდ ერთი ბარათით ყველა ტიპის მუნიციპალური ტრანსპორტით შეძლებ სარგებლობას და თუ ბარათი სახლში დაგრჩება, ტელეფონის მეშვეობით ციფრული ბარათითაც მარტივად გადაიხდი.
2 წუთი წასაკითხად
5 აგვ. 2026
გაიგე, როგორ დაზოგო ფული ქუთაისში სტუდენტური ბარათით. ისარგებლე შეღავათით ტრანსპორტზე, ჩაერთე ჯანდაცვის პროგრამაში და დააგროვე 2x მეტი PLUS ქულა.
2 წუთი წასაკითხად
5 აგვ. 2026
ქუთაისელი მოსწავლეები sCool Card-ით ტრანსპორტით უფასოდ იმგზავრებენ. გაიგე მეტი ჯანდაცვის პროგრამაზე, დაზოგვის გზებსა და ფასდაკლებებზე.
3 წუთი წასაკითხად
21 ივლ. 2026
გაიგე რას ნიშნავს HODL, ბლოკჩეინი, ალტკოინი, მაინინგი და სხვა. ჩვენი კრიპტო ლექსიკონი დაგეხმარება, მარტივად გაერკვე ამ სამყაროში და ისაუბრო თავდაჯერებულად.
2 წუთი წასაკითხად
7 ივლ. 2026
გაიგე, როგორ აქციო ყოველდღიური ხარჯები PLUS ქულებად. აღმოაჩინე 5 ეფექტური ხრიკი, გამოიყენე პარტნიორების შეთავაზებები და მოემზადე 5 ივლისის შოპინგისთვის