2 წუთი წასაკითხად
ფინანსური განათლება: როგორ შეგიცვლის ის მომავალს?
გაიგე, რატომ არის ფინანსური განათლება შენი კეთილდღეობის გასაღები. ისწავლე ბიუჯეტის შედგენა, დანაზოგის დაგროვება და ფინანსების დაცვა კიბერთაღლითობისგან. აღმოაჩინე შენი უკეთესი მომავლის გზა.
28 ივნ. 2023
2 წუთი წასაკითხად
საკითხები
გააზიარე
ფინანსური განათლება დღევანდელობაში ერთ-ერთი ყველაზე საბაზისო საჭიროებაა და გულისხმობს პირადი ფინანსების მართვისათვის საჭირო ცოდნის, ქცევებისა და დამოკიდებულების ერთობლიობას. ეს უნარები კი ნებისმიერ ადამიანს არსებული გარემოს, რისკებისა და შესაძლებლობების სწორად შეფასებაში ეხმარება.
ინფორმირებული არჩევანის გაკეთება და პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღება ფინანსური კეთილდღეობის მთავარი წინაპირობაა.
ფინანსური განათლება გვაძლევს შესაძლებლობას, გვქონდეს ფულის მართვის როგორც თეორიული გააზრების საშუალება, ასევე პრაქტიკაში სწორად გამოყენების უნარი, ამიტომ რაც უფრო ადრე იწყებს ადამიანი ფინანსური განათლების მიღებას, მით უფრო სწორად განკარგავს საკუთარ ბიუჯეტს, იღებს სწორ ფინანსურ გადაწყვეტილებებს და საბოლოოდ, უკეთესად გეგმავს მომავალს.
რატომაა ფინანსური განათლება საჭირო?
ცხოვრების განმავლობაში ყველა ადამიანს უწევს უამრავი ფინანსური გადაწყვეტილების მიღება, რომლებიც ძირითად შემთხვევაში უკავშირდება ფინანსურ ორგანიზაციებს და მათთან თანამშრომლობას. გადაწყვეტილებები შეიძლება იყოს დიდიც და პატარაც – იქნება ეს ბინის ან მანქანის შეძენა თუ კომუნალურების გადახდა და ა.შ.
უამრავ სიტუაციაშია საჭირო ფინანსური განათლება გადაწყვეტილების ჩვენს საკეთილდღეოდ მისაღებად.
როგორ გამოვიყენოთ ფინანსური განათლება ყოველდღიურობაში?
ბიუჯეტის შექმნა
ბიუჯეტის შედგენა სწორედ იმის გარანტიაა, რომ თქვენს ფინანსებს სამომავლოდ რაციონალურად გამოიყენებთ. ეს არის ერთგვარი ფინანსური მეგზური/გიდი საიმისოდ, რომ სწორი ხარჯვითი უნარები ჩამოიყალიბოთ. ის დაგეხმარებათ, ფინანსები თქვენს გრძელვადიან მიზნებზე გადაანაწილოთ და, რაც მთავარია, დანაზოგი დააგროვოთ.
დანაზოგის შეგროვება
ფინანსურ განათლებაში ერთ-ერთი საბაზისო პუნქტი დანაზოგის გაკეთებაა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბიუჯეტის შექმნა გვეხმარება, რაციონალურად გავანაწილოთ ხარჯები და გარკვეული თანხები დავზოგოთ. ყველაფერი ეს კი იმის საწინდარია, რომ სამომავლოდ, როცა რაიმე გაუთვალისწინებელი შემთხვევა მოხდება, ფინანსურად მზად ვიყოთ ამისთვის.
გარდა ამისა, ჯანსაღი ფინანსური გადაწყვეტილებების პრაქტიკა აჩვენებს, რომ დანაზოგზე პერმანენტულად ზრუნვა დიდი მიზნების განხორციელების წინაპირობაა. გამოთავისუფლებული ბიუჯეტის შენახვა გვეხმარება დიდ გადაწყვეტილებებში.
ფინანსების კიბერთაღლითობისგან დაცვა
დღევანდელ რეალობაში, სამწუხაროდ, არც თუ ისე იშვიათია კიბერთაღლითობები. თუმცა, საბედნიეროდ, არსებობს მრავალი საიმედო რჩევა თუ ციფრული ხელსაწყო საიმისოდ, რომ ჩვენი ფინანსები დავიცვათ. მაგალითად:
- სხვადასხვა პლატფორმაზე შესვლისას, სადაც თქვენი ანგარიშები გაქვთ მიბმული, გამოიყენეთ ძლიერი პაროლები;
- არ ესტუმროთ ისეთ ბმულებს, რომლებიც არც თუ ისე საიმედოდ გამოიყურება;
- ყოველთვის განაახლეთ თქვენი პროგრამული უზრუნველყოფა;
- არ შეიყვანოთ თქვენი პერსონალური თუ ფინანსური ინფორმაციები Wi-Fi-სთან დაკავშირებისას და ა.შ
საბოლოო ჯამში, ფინანსური განათლებით გამომუშავებული ჩვევები ხელს შეუწყობს ჩვენივე ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.