Logo
ბლოგი
Time icon

1 წუთი წასაკითხად

როგორ გამოიტანო თანხა ბანკომატიდან კიდევ უფრო მარტივად

მართალია, თანამედროვე სამყაროში უმეტესად ხელზე ფული აღარ გვაქვს ხოლმე, მაგრამ ხანდახან მაინც გვჭირდება განაღდება. თანაც, ყველას გვქონია დღე, როცა ბანკომატიდან ფული უნდა გამოგვეტანა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბარათი სახლში დაგვრჩა. საქართველოს ბანკის მომხმარებლებს მსგავსი რამ საქმეს ვერ გაუფუჭებს, რადგან ბანკომატიდან თანხის გამოტანა ბარათის გარეშეც შესაძლებელია.

სახლში ან ოფისში მიბრუნება, ბარათის ძებნა და შემდეგ ისევ ბანკომატთან მისვლა აღარ გჭირდება. ამის ნაცვლად უბრალოდ უნდა შეხვიდე მობილბანკში და სასურველი კუპიურის და რაოდენობის თანხა QR დასკანერებით გამოიტანო, რაც უმარტივესი ოპერაციაა:

  • გახსენი მობილბანკი, სადაც მარცხენა ზედა კუთხეში QR-ის ღილაკი გამოგიჩნდება
  • შემდეგ ეს QR კოდი ბანკომატზე დაასკანერე
  • მობილბანკშივე ჩაწერე სასურველი თანხა, სადაც, ასევე, გამოგიჩნდება დღიური ლიმიტი და კუპიურები
  • აირჩიე ბარათი, რომლიდანაც გინდა გამოტანა
  • დააჭირე განაღდებას და ეგაა – თანხას ბანკომატიდან მიიღებ

სიახლე აღარავისთვისაა, რომ საქართველოს ბანკის მიზანია, მისი სერვისები მომხმარებელზე მაქსიმალურად მორგებული გახდეს, რათა დრო უფრო მნიშვნელოვან და სასიამოვნო რაღაცებში დავხარჯოთ.

მობილბანკის გამოყენებით უამრავი ისეთი ოპერაციის შესრულება შეგიძლია, რომლისთვისაც აქამდე ბანკში სიარული იყო საჭირო, ამიტომ, თუ ჯერ კიდევ არ სარგებლობ, შენს მოწყობილობაში მის გადმოწერას წამებში შეძლებ და უამრავი სერვისით ისარგებლებ, მათ შორის ის რაზეც უკვე მოგიყევით – ბანკომატიდან თანხის გამოტანა QR კოდის დასკანერებით.

გადმოწერე მობილბანკი

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს