1 წუთი წასაკითხად
სამადლობელი: აღარ დაგჭირდება ნაღდი ფული? აღმოაჩინე ახალი გზა!
საქართველოს ბანკის სამადლობელი: დატოვე წვრილი თანხა შენი ბარათით, ნაღდი ფულის გარეშე. გაიგე, როგორ გაიმარტივო გადახდა კაფე-ბარებში.
26 თებ. 2020
1 წუთი წასაკითხად
საქართველოს ბანკი, ქვეყნის ყველაზე მსხვილი და წარმატებული კომპანია, გადახდებში კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს, სამადლობელს, წარმოგიდგენს.
თუ კვების ობიექტში − კაფეში, ბარსა და რესტორანში − მომსახურე პერსონალის დასაჩუქრებისთვის ნაღდი ფული არ აღმოგაჩნდება, არაუშავს, რადგან სამადლობლის დახმარებით თანხას შენი ბარათისა და პოსტერმინალის მეშვეობით დატოვებ.
ამისათვის:
- მოითხოვე საქართველოს ბანკის პოსტერმინალი იქ, სადაც ხარ
- ძირითად ღირებულებასთან ერთად მიუთითე ის თანხა, რომელიც გინდა, მადლობის ნიშნად დატოვო და
- ბარათის მხოლოდ ერთი შეხებით უკვე გადახდილია
ისარგებლე ახალი თაობის პროდუქტებით საქართველოს ბანკისგან და გაიმარტივე ყოველდღიურობა!