Logo
ბლოგი
Time icon

2 წუთი წასაკითხად

ბინა ინვესტიციისთვის: საქართველოს ბანკის პარტნიორები

გაარკვიე, როგორ შეგიძლია მომგებიანად შეიძინო ბინა. ნახე საქართველოს ბანკის პარტნიორი დეველოპერების სპეციალური შეთავაზებები, შექმნილი შენთვის. იმოქმედე დროულად!

უძრავი ქონების შეძენა საპასუხისმგებლო ფინანსური გადაწყვეტილებაა, თუმცა სწორი მიდგომითა და სანდო პარტნიორის დახმარებით, შესაძლებელია სასურველი შედეგის მარტივად მიღწევა.

საქართველოს ბანკი გთავაზობთ ერთიან პლატფორმას, სადაც ჩვენი პარტნიორი დეველოპერების მრავალფეროვან პროექტებს და ექსკლუზიურ ფასდაკლებებს აღმოაჩენ.

რატომ ღირს ბინის შერჩევა პარტნიორ დეველოპერთან?

საქართველოს ბანკის პარტნიორ დეველოპერებთან თანამშრომლობა უძრავი ქონების შეძენის პროცესს უფრო კომფორტულს ხდის. ეს პარტნიორობა არა მხოლოდ ფინანსურ სარგებელს, არამედ პროცედურულ სიმარტივესა და სანდოობასაც უზრუნველყოფს.

  • ფინანსური სარგებელი: პლატფორმაზე მუდმივად განახლებადია ინფორმაცია აქციებისა და ფასდაკლებების შესახებ. ეს უნიკალური შანსია, დაზოგო თანხა და შენაძენი მომგებიან ინვესტიციად აქციო. შეთავაზებები ხშირად მოიცავს 5%-დან 15%-მდე ფასდაკლებას კონკრეტულ პროექტებზე.
  • გამარტივებული იპოთეკა: როდესაც ბინას ჩვენი პარტნიორი დეველოპერისგან ყიდულობ, იპოთეკური სესხის დამტკიცების პროცედურა ნაკლებ დროს მოითხოვს.
  • პროექტების ფართო არჩევანი: პლატფორმაზე თავმოყრილია მრავალფეროვანი პროექტები სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში. ეს საშუალებას გაძლევს, შენს ბიუჯეტზე, გემოვნებასა და მოთხოვნებზე იდეალურად მორგებული საცხოვრებელი შეარჩიო.
  • სანდოობა: საქართველოს ბანკი მხოლოდ გამოცდილ და სანდო დეველოპერულ კომპანიებთან თანამშრომლობს, რაც შენი ინვესტიციის უსაფრთხოების დამატებითი გარანტიაა.

3 ნაბიჯი ბინის მარტივად შესაძენად

მომავალი სახლის პოვნა სულ რამდენიმე მარტივი ნაბიჯით არის შესაძლებელი, რომელიც უზრუნველყოფს კომფორტულ და ინფორმირებულ არჩევანს.

ნაბიჯი 1: პროექტების დათვალიერება

ეწვიე ჩვენს პლატფორმას, სადაც თავმოყრილია პარტნიორი დეველოპერების მიმდინარე და დასრულებული პროექტები. ნახე მათი დეტალური აღწერა და ფოტომასალა.

ნაბიჯი 2: პროექტის შერჩევა

გამოიყენე ფილტრები ლოკაციის, ფართობისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით ბინების მოსაძებნად. ყურადღებით გაეცანი თითოეული პროექტის პირობებს – იქნება ეს ფასდაკლება, სპეციალური გადახდის გრაფიკი თუ სხვა შეთავაზება.

ნაბიჯი 3: ისარგებლე დაფინანსებით

სასურველი ბინის შერჩევის შემდეგ, შეგიძლია ისარგებლო საქართველოს ბანკის იპოთეკური სესხით. ბანკის წარმომადგენელი დაგეხმარება, შენს ფინანსურ შესაძლებლობებზე მორგებული პროდუქტის შერჩევაში.

დაათვალიერე პროექტები და ისარგებლე ექსკლუზიური პირობებით სასურველი ბინის შეძენისას.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს