2 წუთი წასაკითხად
განათლება მომავლისთვის - რას გულისხმობს საქართველოს ბანკის სტიპენდია და როგორ შეგიძლია მოიპოვო ის
2 ოქტ. 2023
2 წუთი წასაკითხად
2 წუთი წასაკითხად
ეძებ სწავლის დაფინანსებას? საქართველოს ბანკის სტიპენდია გთავაზობს სრულ ან ნაწილობრივ დაფინანსებას. გაიგე კრიტერიუმები და უნივერსიტეტების სია.
2 ოქტ. 2023
2 წუთი წასაკითხად
განათლება რომ ქვეყნის უკეთესი მომავლის საფუძველია, ამაზე ალბათ ყველა თანხმდება. შესაბამისი ცოდნისა და პროფესიული გამოცდილების მქონე კადრები ხომ, ერთი მხრივ, საკუთარ კეთილდღეობას იუმჯობესებენ, მეორე მხრივ კი — ზრუნავენ ქვეყნის ხვალინდელ დღეზე. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკისთვის განათლების ხელშეწყობა ყოველთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იყო. თავისი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ბანკი სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს — იქნება ეს ჩივნინგისა და ფულბრაიტის სასტიპენდიო სამაგისტრო პროგრამები, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია Miami Ad School-ში სასწავლებლად თუ იდეათეკა. ამ ყველაფერს ერთი მიზანი აქვს — განათლება ყველა ახალგაზრდისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს.
სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკი მორიგ საგანმანათლებლო პროექტს იწყებს. პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად, ბანკი მოტივირებულ, ლიდერობის უნარებით დაჯილდოებულ სტუდენტებს სწავლის დაფინანსების შესაძლებლობას სთავაზობს. სტიპენდია უამრავ ახალგაზრდას მისცემს საშუალებას, არ გაჩერდეს, თავისი მიზნებისკენ სწრაფვა განაგრძოს და ოცნებები რეალობად აქციოს.
„იმიტომ, რომ გვჯერა ახალგაზრდების და მათი უსაზღვრო შესაძლებლობების და იმის, რომ სწორედ ისინი შეცვლიან ჩვენი ქვეყნის მომავალს უკეთესობისკენ“, — ესაა ის მთავარი მოტივაცია, რის გამოც ხორციელდება ეს მასშტაბური პროექტი და როგორც მანამდე და ახლა, საქართველოს ბანკი მომავალშიც დაუჭერს მხარს ახალგაზრდებს.
სტუდენტობა ცხოვრების ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია, რომელიც მეტწილად განსაზღვრავს შენი შემდგომი პროფესიული წარმატების ტრაექტორიას. ამ გზაზე კი სხვადასხვაგვარ დაბრკოლებას აწყდები, რომელთა გადალახვაც კიდევ უფრო გაძლიერებს და საბოლოო მიზანთან გაახლოებს. სწორედ ამ გზაზე მედგრად დგომისთვის, მოტივაციის ასამაღლებლად და უბრალოდ განათლებული ახალგაზრდების წასახალისებლად ახორციელებს საქართველოს ბანკი ამ მნიშვნელოვან პროექტს.
საქართველოს ბანკის სტიპენდია მოიცავს სწავლის ერთწლიან, სრულ ან ნაწილობრივ დაფინანსებას. თუმცა, აღსანიშნავია, რომ პროექტი მხოლოდ ერთჯერადად არ ხორციელდება და სტუდენტებსაც ყოველ წელს ექნებათ შესაძლებლობა, თავიანთი მონდომებით და მიზანდასახულობით მოიპოვონ სტიპენდია.
ამისათვის, პირველ რიგში, საჭიროა, აპლიკანტი საქართველოს მოქალაქე იყოს. მას ასევე უნდა ჰქონდეს ლიდერობის პოტენციალი და ინტერესი საბანკო საქმიანობის, ბიზნესის, ტექნოლოგიების ან თავისი უნივერსიტეტის სხვა პრიორიტეტული მიმართულებისადმი. ეს მიმართულებები, როგორც წესი, მოიცავს თანამედროვეობის ყველაზე მოთხოვნად სპეციალობებს — ეგრეთ წოდებულ მომავლის პროფესიებს.
რადგან თითოეული უნივერსიტეტი პრიორიტეტულ მიმართულებებს და, შესაბამისად, კრიტერიუმებსაც თავად განსაზღვრავს, აპლიკანტი თავისი სასწავლებლის ვებგვერდზე უნდა გაეცნოს ინფორმაციას ან თავადვე მოითხოვოს იგი ადმინისტრაციისგან.
უნივერსიტეტების ჩამონათვალი კი ასეთია:
რასაკვირველია, ეს ყველაფერი არ არის. საქართველოს ბანკი სამომავლოდ სხვა უნივერსიტეტებთან თანამშრომლობასაც გეგმავს, რათა განათლების შესაძლებლობა კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას შეუქმნას.
3 წუთი წასაკითხად
24 აგვ. 2026
გაინტერესებს სწავლა აშშ-ში ან დიდ ბრიტანეთში? გაიგე მთავარი სხვაობა ფულბრაიტისა და ჩივნინგის სტიპენდიებს შორის და შეარჩიე შენზე მორგებული დაფინანსება
2 წუთი წასაკითხად
24 აგვ. 2026
გაინტერესებს საზღვარგარეთ სწავლა სრული დაფინანსებით? გაეცანი Fulbright-ის სტიპენდიანტის რჩევებს და გაიგე, თუ როგორ დაწერო საუკეთესო სამოტივაციო წერილი
3 წუთი წასაკითხად
18 აგვ. 2026
აღმოაჩინე 2026 წლის სტიპენდიები, სწავლის დაფინანსება და პროექტები მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისა და პროფესიონალებისთვის. გაიგე, როგორ მოიპოვო დაფინანსება.
2 წუთი წასაკითხად
5 აგვ. 2026
ქართულ ლიტერატურას განსაკუთრებული ძალა აქვს, საუკუნეების განმავლობაში ის ჩვენი ისტორიის, კულტურის, ხასიათისა და ღირებულებების მატარებელია. კლასიკიდან თანამედროვე ავტორებამდე, ქართველ მწერლებს შეუძლიათ ერთდროულად გაგაცინონ, დაგაფიქრონ, შეგაყვარონ გმირები და სრულიად სხვა თვალით დაგანახონ საკუთარი თავიც და სამყაროც
3 წუთი წასაკითხად
24 აგვ. 2026
3 წუთი წასაკითხად
18 აგვ. 2026