3 წუთი წასაკითხად
როგორ დავძლიოთ წინასაგამოცდო მღელვარება - 5 რჩევა კომაროვის სპეციალისტისგან
4 ივნ. 2024
3 წუთი წასაკითხად
3 წუთი წასაკითხად
გაღელვებს გამოცდები? კომაროვის სპეციალისტი გაგიზიარებს 5 ეფექტურ რჩევას მღელვარების დასაძლევად. ისწავლე როგორ მართო სტრესი და მიაღწიო წარმატებას!
4 ივნ. 2024
3 წუთი წასაკითხად
გამოცდისა თუ ოლიმპიადის წინ ნერვიულობა ბუნებრივია, თუმცა ემოციები ხშირად საკუთარი ცოდნისა და შესაძლებლობების გამოვლენაში ხელს გვიშლის.
საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის მასშტაბური პროექტის – STEM ოლიმპიადის ფინალი გვიახლოვდება. პირველ ტურში გამარჯვებული 10 საუკეთესო გუნდი ერთმანეთს ინჟინერიის პრაქტიკული ამოცანების ამოხსნაში შეეჯიბრება. გუნდები აქტიურად ემზადებიან გადამწყვეტი ბრძოლისთვის, მღელვარებაც დღითი დღე უფრო იმატებს.
თუ STEM ოლიმპიადის ფინალისტებივით შენც გაღელვებს მოახლოებული გამოცდა ან ტესტირება, გიორგი ლომიძის რჩევები დაგეხმარება, რომ სტრესულ სიტუაციაში საუკეთესოდ შეძლო შენი შესაძლებლობების ჩვენება. გიორგი ლომიძე კომაროვის სკოლაში ფიზიკის მიმართულების ხელმძღვანელია და როგორც გვეუბნება, მსუბუქი მღელვარება გამოცდების წინ შეიძლება არც ისეთი ხელისშემშლელი იყოს, როგორიც გვგონია:
თუ მღელვარება იმდენად ძლიერია, რომ პანიკას აღწევს, აუცილებლად მოიტანს ცუდ შედეგს. თუმცა მსუბუქი მღელვარება გვეხმარება კიდეც ყურადღების მოკრებაში და მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს. ამიტომ, თუ ოლიმპიადის ფინალის მოახლოებასთან ერთად ამჩნევთ, რომ გამუდმებით გეფიქრებათ ამ დღეზე, ცდილობთ, სასიამოვნო დასასრული წარმოიდგინოთ, ეს ნიშნავს, რომ თქვენ მთელი გულით გსურთ მოგება, რაც პირიქით, კონცენტრაციისთვის და ნასწავლის სათანადოდ წარმოჩენაში დაგეხმარებათ.
დავალებებზე მუშაობის პროცესში უამრავმა ნივთმა ან ქმედებამ შეძლება შეგიქმნათ დისკომფორტი: ოთახში ან ოთახის გარედან შემოსული ხმაური, მაღალი ან დაბალი ტემპერატურა, შიმშილის გრძნობა, დამკვირვებლის გაუთავებელი მოძრაობა და ვიწრო ფეხსაცმელიც კი. მაქსიმალურად უნდა შეამციროთ ასეთი უსიამოვნო ფაქტორები წინასწარ, ხოლო თუ რაიმე მსგავსი მოხდება უშუალოდ დავალებებზე მუშაობის პროცესში – ამ პრობლემის მოგვარებასაც იქვე უნდა ეცადოთ. ან კიდევ უნდა შეძლოთ, რომ მსგავსი გარემო-ფაქტორები მარტივად დააიგნოროთ და კონცეტრაციაში ხელი არ შეგიშალოთ.
დავალებებზე მუშაობისას ცდილობთ დროს გაუფრთხილდეთ: როგორც კი მორჩებით ერთ დავალებას, გადადიხართ მეორეზე და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს ასეც უნდა იყოს, თუმცა ჩქარ ტემპში მუშაობისას თქვენი გონება იძაბება და პროდუქტიულობაც იკლებს. თუ ასეთ რამეს შეამჩნევთ, სჯობს მოკლე და გონივრული პაუზა გამოიყენოთ განტვირთვისთვის.
საოლიმპიადო და საგამოცდო დავალებები ყოველთვის შედგება მარტივი, საშუალო და რთული ნაწილებისგან. ზოგიერთი მათგანის შესრულებას დიდი დრო სჭირდება, ზოგიერთს კი – მცირე დრო. ამიტომ დროისა და ენერგიის გადანაწილებისთვის უმჯობესია, პირველ რიგში, შეასრულოთ დავალებები, რომელთა კეთებაც მარტივად გამოგდით. ასეთ შემთხვევაში ქულების მოგროვებასაც შეძლებთ, ბალანსირებულად გამოიყენებთ დროსაც. რაც მთავარია, ამგვარი სტრატეგიის შემთხვევაში ნაცნობი სტილის დავალებების წინასწარ შესრულებისას თქვენი გონება „ფორმაში დგება“, თქვენი თავდაჯერებულობა იმატებს, რაც დაგეხმარებათ შემდგომ რთულ დავალებებზე კონცენტრაციაში.
ხშირად დროის დაზოგვის მიზნით დავალებების პირობებს სწრაფად კითხულობენ, რა დროსაც მნიშვნელოვანი სიტყვები და აზრები გონებაში ვერ აღწევს. ეს ართულებს დავალების შესრულებას, პირობის სწორად გააზრებისას გონებაში ავტომატურად გენერირდება იდეები და შესაძლოა მყისვე დაიბადოს დავალების შესრულების გზებიც. ამიტომ დინჯად უნდა წაიკითხოთ დავალება, შეგიძლიათ წაკითხვის პარალელურად, შეადგინოთ სათანადო სქემები, ცხრილები და ნახაზები, რომლებიც სწორ პასუხამდე მარტივად მიგიყვანენ. ეს სტრატეგია მოგიხსნით არასასურველ დაძაბულობას, მოგეხმარებათ ყურადღების კონცენტრაციაში და წარმატების მიღწევაში.
ასე რომ, საკითხის ცოდნასთან ერთად, საჭიროა ფსიქოლოგიურადაც მოემზადო გამოცდისთვის და არაფერს მისცე საშუალება, გაგაჩეროს. როგორ დაძლევენ მღელვარებას STEM ოლიმპიადის ფინალისტები და როგორ გაართმევენ თავს საფინალო დავალებებს, 9 ივნისს გავიგებთ.
STEM ოლიმპიადის შესახებ გაიგე მეტი:
• როგორ ემზადებიან გუნდები STEM ოლიმპიადის ფინალისთვის – ფოთის მე-3 საჯარო სკოლა;
• როგორ ემზადებიან გუნდები STEM ოლიმპიადის ფინალისთვის – გორის მე-9 საჯარო სკოლა;
• როგორ გამოვლინდება STEM ოლიმპიადის 10 საუკეთესო გუნდი;
• ყველაფერი, რაც STEM ოლიმპიადაზე უნდა იცოდე – ინტერვიუ პროექტის მენეჯერთან.
აღნიშნული პროექტი სიცოცხლის ხის ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება. ფონდი 2008 წელს დაარსდა და დღემდე ისეთი სოციალურად მნიშვნელოვანი მიმართულებებით მუშაობს, როგორებიცაა განათლება, გარემოს დაცვა და შშმ პირების მხარდაჭერა.
2 წუთი წასაკითხად
5 მაი. 2026
გაიგე, როგორ იქცა ბავშვობის გატაცება Minecraft-ით დიდ მიზნად. გიორგი ბურჯალიანის ისტორია, რომელიც ქუთაისიდან იწყება და შთაგაგონებს, არ გაჩერდე განათლების გზაზე
2 წუთი წასაკითხად
22 აპრ. 2026
აღმოაჩინე მარი სუხიშვილის გულწრფელი ინტერვიუ. რა რჩევას აძლევს ის 19 წლის საკუთარ თავს და რა როლი ითამაშა განათლებამ მის წარმატებაში?
2 წუთი წასაკითხად
22 აპრ. 2026
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსი დაიწყო. შეავსე აპლიკაცია ან წარადგინე შენი საყვარელი მასწავლებელი 25 მაისამდე.
2 წუთი წასაკითხად
17 აპრ. 2026
გაიგე, როგორ აქცევს sCoolApp ტრივია შენი შვილის ზოგად განათლებას ფულად ჯილდოებად და VELI.store-ის ვაუჩერებად. აღმოაჩინე შემეცნებით-გასართობი თამაში სკოლის მოსწავლეებისთვის!
2 წუთი წასაკითხად
5 მაი. 2026
2 წუთი წასაკითხად
22 აპრ. 2026
2 წუთი წასაკითხად
22 აპრ. 2026