2 წუთი წასაკითხად
გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია - შესაძლებლობა არქიტექტურის სტუდენტებს საქართველოს ბანკისგან
16 ოქტ. 2023
2 წუთი წასაკითხად
2 წუთი წასაკითხად
საქართველოს ბანკი არქიტექტურის სტუდენტებს გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდიას სთავაზობს. გაიგე, როგორ მოიპოვო სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება.
16 ოქტ. 2023
2 წუთი წასაკითხად
მოტივირებული და შრომისმოყვარე ახალგაზრდებისთვის საქართველოს ბანკი სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტით სწავლის დაფინანსებას განაგრძობს. ჩივნინგის, ფულბრაიტის, ნიკა გუჯეჯიანის თუ სხვა სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, არაერთი ქართველი სტუდენტი საზღვარგარეთ სრული დაფინანსებით სამაგისტრო საფეხურზე უკვე სწავლობს.
ამ მიმართულებასთან ერთად, საქართველოს ბანკი სტიპენდიების მასშტაბურ პროექტს ახორციელებს იმ ახალგაზრდებისთვისაც, რომლებიც სწავლას საქართველოს 21 წამყვან უნივერსიტეტში აგრძელებენ. პროექტის ფარგლებში, სტუდენტებს სხვადასხვა ტიპის სტიპენდიის მოპოვება შეუძლიათ. მათ შორის კი, ერთ-ერთი გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდიაა, რომლის მოპოვებაც არქიტექტურის სტუდენტებს შეეძლებათ.
პროგრამა ყოველწლიურია, რაც ნიშნავს, რომ მონდომებითა და შრომისმოყვარეობით სტიპენდიის მოპოვების შესაძლებლობა ყოველ წელს გექნება.
სასტიპენდიო პროგრამა იმ სტუდენტებს, რომლებიც არქიტექტურის ფაკულტეტზე ოთხ პარტნიორ უნივერსიტეტში ჩაირიცხებიან, სწავლის 100%-ით ან ნაწილობრივ დაფინანსების შანსს აძლევს. ეს უნივერსიტეტებია:
საქართველოს ბანკის ჩახავას სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულებს პარტნიორი უნივერსიტეტები თავად შეარჩევენ, რაც თითოეულის მიერ შემუშავებულ კრიტერიუმებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებზეა დამოკიდებული. სტიპენდიის მოპოვების მსურველები დეტალურ ინფორმაციას უნივერსიტეტის ვებგვერდის მეშვეობით ან ადმინისტრაციის დახმარებით მიიღებენ.
სტიპენდია, რომელიც მომავალი წარმატებული არქიტექტორების აღმოჩენის შანსს გვაძლევს, სწორედ იმ არქიტექტორის სახელობისაა, რომლის ხედვებიც დროს უსწრებდა. გიორგი ჩახავას ეკუთვნის არაერთი ეპოქალური პროექტის იდეა, რომლებიც საქართველოს ფარგლებსაც სცდება. საქართველოს, უკრაინას, უზბეკეთს, ტაჯიკეთს, ლიბანს და სხვა ქვეყნებს დღემდე ამშვენებს გიორგი ჩახავას მიერ შექმნილი არქიტექტურა.
ჩახავას უნიკალური ხელწერის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი კი, საქართველოს ბანკის სათავო ოფისის შენობაა. რეკონსტრუქციის შემდეგაც საქართველოს ბანკის სათავო ოფისის შენობა ქართული არქიტექტურის თვალსაჩინო ნიმუშად რჩება. აღსანიშნავია ისიც, რომ ნაგებობას საქართველოს მთავრობის მიერ უძრავი ძეგლის სტატუსიც აქვს მინიჭებული.
სიმბოლურია, რომ საქართველოს ბანკის სათავო ოფისი გიორგი ჩახავას მიერ შექმნილ, მსოფლიოში ცნობილ შენობაშია განთავსებული. საქართველოს ბანკის გუნდისთვის განათლება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამასთან, ჩვენ ხელს ვუწყობთ კულტურული და ისტორიული მნიშვნელობის ძეგლების, გამორჩეული ქართველი ხელოვანების შესახებ ცნობიერებისა და ინტერესის ამაღლებას, რაც ჩვენ მიერ განხორციელებულ პროექტებში გამოიხატება.
– აღნიშნავს საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი, ანა ლომთაძე
სასტიპენდიო კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია, რომ აპლიკანტი საქართველოს მოქალაქე იყოს და ჰქონდეს ლიდერობის უნარები. თითოეული უნივერსიტეტი პრიორიტეტულ მიმართულებებსა და სტიპენდიატის შერჩევის კრიტერიუმებს თავად განსაზღვრავს, რის შესახებაც ინფორმაცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ვებგვერდებზე განთავსდება.
საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაზე დეტალურ ინფორმაციას კი ჩვენს ბლოგში ნახავ.
2 წუთი წასაკითხად
23 ივნ. 2026
ისწავლე, რატომ არ უნდა მოუსმინო სხვებს პროფესიის არჩევისას და რატომ არის საკუთარი თავის ნდობა წარმატების მთავარი გასაღები. მედეა ტაბატაძის წერილი შენთვის.
2 წუთი წასაკითხად
17 ივნ. 2026
თუ ზუგდიდში მოგზაურობას გეგმავ, დადიანების სასახლე იმ ადგილების სიაშია, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულო. თუმცა, მისი ღირებულება მხოლოდ გამორჩეული არქიტექტურით არ განისაზღვრება – ამ კედლებში ინახება ისტორიები, რომლებმაც ის განათლებისა და კულტურის ცენტრად აქცია. ამიტომ, გიორგი მოსიძესთან ერთად, სამ ნაკლებად ცნობილ ამბავს მოგიყვებით, რომელიც სასახლის მემკვიდრეობას სულ სხვა თვალით დაგანახებს. 1. ევროპასთან დიალოგი სამეგრელოდან სასახლის ისტორიული
2 წუთი წასაკითხად
17 ივნ. 2026
აღმოაჩინე, რომელმა წიგნებმა იქონია გავლენა დათო ტურაშვილზე. გაიგე მისი რეკომენდაციები თანამედროვე ქართულ ლიტერატურაზე და წიგნებზე, რომლებიც დროს უსწრებენ.
2 წუთი წასაკითხად
8 ივნ. 2026
ქართველი ბლოგერი და იუთუბერი H1Ta თავის 19 წლის ვერსიას გამოცდილებას უზიარებს. გაიგე მისი რჩევები ინტუიციის, უწყვეტი სწავლის, დროის ფასისა და მარცხის, როგორც ძვირფასი გაკვეთილის შესახებ
2 წუთი წასაკითხად
23 ივნ. 2026
2 წუთი წასაკითხად
8 ივნ. 2026