2 წუთი წასაკითხად
როგორ შეგიძლია დაიფინანსო სწავლა 15 უნივერსიტეტში - საქართველოს ბანკის სტიპენდიატების რჩევები აბიტურიენტებს
29 მარ. 2024
2 წუთი წასაკითხად
2 წუთი წასაკითხად
იცი, რომ სახელმწიფოს გარდა, სწავლის დაფინანსებას საქართველოს ბანკის სტიპენდიითაც შეძლებ? გაიგე, როგორ გახდე სტიპენდიატი 15 უნივერსიტეტში. ჩვენი სტუდენტების რჩევები შენთვის!
29 მარ. 2024
2 წუთი წასაკითხად
როგორც ყველა აბიტურიენტი, ალბათ, შენც ახლა იმაზე ფიქრობ, რომელ უნივერსიტეტში გააგრძელებ სწავლას და მოიპოვებ თუ არა დაფინანსებას. ეს იდეალური დროა იმის გასაგებად, რომ სახელმწიფო დაფინანსების გარდა, შანსი გაქვს საქართველოს ბანკის სტიპენდიითაც დაფარო სწავლის გადასახადი.
საქართველოს ბანკი ყოველთვის ცდილობს, ყველასთვის შექმნას განათლების შესაძლებლობები. სწორედ ამ მიზნით ამოქმედდა შარშან საქართველოს ბანკის სტიპენდიის პროგრამა, რომელიც უკვე 15 უნივერსიტეტში მოქმედებს. სასტიპენდიო პროგრამაში ჩართვა შეუძლია ყველას, გამარჯვებულის გამოსავლენად კი თითოეულ უნივერსიტეტს თავისი კრიტერიუმები აქვს. ასე რომ, მომავალი უნივერსიტეტისა და პროგრამის შერჩევამდე შეგიძლია წინასწარ მოიძიო ინფორმაცია და გაიგო, სად და როგორ შეგიძლია საქართველოს ბანკის სტიპენდიატი გახდე.
სასტიპენდიო პროგრამა სულ რამდენიმე თვეა, რაც შეიქმნა, თუმცა უკვე 100-ზე მეტი წარმატებული სტუდენტი გამოავლინა. რამდენიმე მათგანი ახლა უკვე საკუთარ გამოცდილებასა და რჩევებს უზიარებს აბიტურიენტებს.
გიორგი კუჭავა თავისუფალ უნივერსიტეტში კომპიუტერულ მეცნიერებებსა და მათემატიკას სწავლობს, სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადის შევსების შემდეგ კი გასაუბრება წარმატებით გაიარა. როგორც თავად ამბობს, მთავარი გამბედაობაა, რადგან ზოგჯერ კონკურენცია თავდაჯერებულობას გვაკარგვინებს:
,,აბიტურიენტებს ვურჩევ, რომ არასდროს შეიკავონ თავი მცდელობისგან, მიუხედავად დაბრკოლებებისა. შრომა ყოველთვის დაგიფასდება, ხანდახან შეიძლება ვერ ხედავდე კონკრეტულ შედეგს ან მიზანს, თუმცა ყველაფერს აქვს თავისი დრო, მთავარია შენ ირგვლივ არსებული შესაძლებლობები ხელიდან არ გაუშვა.“
ვერიკო შელია თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის სტუდენტია, სტიპენდიატობამდე რამდენიმე ეტაპი ვერიკომ წარმატებით გადალახა და საკმაოდ დიდი კონკურენცია დაძლია. განცხადების ფორმა, სამოტივაციო წერილი და გასაუბრება, როგორც თავად ამბობს, გასაუბრებისთვის წინასწარ არ მომზადებულა, უბრალოდ, სცადა, გულწრფელი ყოფილიყო:
,,მიხარია, რომ გაწეული შრომა დამიფასდა. ჩემთვის სტიპენდია დამატებითი მოტივაციაა, რომ დიდი ენთუზიაზმითა და თავდაჯერებულობით გადავდგა ნაბიჯები კარიერული განვითარების გზაზე. აბიტურიენტებს ვურჩევდი, რომ ირწმუნონ საკუთარი შესაძლებლობების, მიჰყვნენ ოცნებებს, მიზნებს და არასდროს დანებდნენ. აუცილებლად დადგება მომენტი, როდესაც მათი შრომა დაფასდება, მიუხედავად იმისა, თუ რა პროფესიას აირჩევენ. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია არასდროს შეწყვიტონ საკუთარი თავის ძიება და არ შეუშინდნენ გამოწვევებს“.
ლილი კერესელიძე თავისუფალ უნივერსიტეტში ბიზნესისა და ადმინისტრირების ფაკულტეტზე სწავლობს, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 100%-იანი დაფინანსება მოიპოვა, პროგრამის დარჩენილი საფასური კი საქართველოს ბანკმა დაუფინანსა. ლილის აზრით, სტუდენტობის თუ აბიტურიენტობის პერიოდში მნიშვნელოვანია, პატარა წარუმატებლობებს უფლება არ მივცეთ, ჩვენს თავდაჯერებულობაზე იმოქმედოს:
,,ძალიან სტრესულად მახსოვს წნეხი აბიტურიენტობის დროს, რომ აუცილებლად კარგ უნივერსიტეტში უნდა მოვეწყო, აუცილებლად 100%-იანი გრანტი უნდა ავიღო. გრანტი, რა თქმა უნდა, ყველასთვის სასიხარულოა, მაგრამ არც უგრანტობით სრულდება წარმატების გზა. თუ იმაზე ნაკლებ შედეგს მიიღებ, ვიდრე ელოდი, თავს ნუ უსაყვედურებ, ეცადე იპოვო, რა გაქვს გამოსასწორებელი და იმაზე იმუშაო, წინ კიდევ ბევრი შანსია წარმატებისთვის“.
საქართველოს ბანკი განაგრძობს სტუდენტების წახალისებასა და მხარდაჭერას. სასტიპენდიო პროგრამის პარტნიორი უნივერსიტეტებისა და სტიპენდიატების რიცხვი მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. სასტიპენდიო პროგრამისა და სხვა საერთაშორისო პროექტების შესახებ ინფორმაციას ამ ბმულზე გაეცნობი.
გახსოვდეს, რომ შენ ირგვლივ უსაზღვრო შესაძლებლობებია, მთავარია, არ გაჩერდე და არ შეწყვიტო ცდა.
2 წუთი წასაკითხად
7 აპრ. 2026
გეგმავ აშშ-ში სწავლას? აღმოაჩინე, როგორ შეავსო ფულბრაიტის აპლიკაცია, რა შეცდომებს უნდა მოერიდო და როგორ მიიღო სრული დაფინანსება ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში.
1 წუთი წასაკითხად
7 აპრ. 2026
ოცნებობ აშშ-ში სწავლაზე? ნახე, როგორ მოიპოვო საქართველოს ბანკისა და Fulbright-ის სტიპენდია. მიიღე 5 პრაქტიკული რჩევა და გახდი წარმატებული აპლიკანტი.
2 წუთი წასაკითხად
2 აპრ. 2026
გაიგე, როგორ მოხვდნენ ქართველი სტუდენტები ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში ფულბრაიტის სრული დაფინანსებით. აღმოაჩინე მათი გამოცდილება და მიიღე პრაქტიკული რჩევები განაცხადის შესავსებად.
3 წუთი წასაკითხად
2 აპრ. 2026
გაიგე, როგორ შეავსო ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამის აპლიკაცია. მარიამ ჟორჟოლიანი გიზიარებს Personal Statement-ის, Study Plan-ის და უნივერსიტეტის შერჩევის საიდუმლოებებს.
1 წუთი წასაკითხად
7 აპრ. 2026
3 წუთი წასაკითხად
2 აპრ. 2026