2 წუთი წასაკითხად
რა ისწავლება STEM სკოლაში და როგორია სწავლების ფორმატი
19 თებ. 2026
2 წუთი წასაკითხად
2 წუთი წასაკითხად
აღმოაჩინეთ STEM სკოლის უნიკალური პროგრამა, რომელიც მოგამზადებთ მომავლის პროფესიებისთვის. გაიგეთ, როგორ მიმდინარეობს სწავლა ონლაინ და მიიღეთ საქართველოს ბანკის სტიპენდია.
19 თებ. 2026
2 წუთი წასაკითხად
STEM სკოლა კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც საბუნებისმეტყველო საგნების პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა. STEM განათლება აერთიანებს ცოდნას მათემატიკის, ბიოლოგიის, ფიზიკის, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების შესახებ.
ციფრულ ეპოქაში STEM მიმართულებით ცოდნა სულ უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება: ელექტრული ინჟინერი, პროგრამისტი, მონაცემთა მეცნიერი, ავტომატიზაციის ინჟინერი, კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი – ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ პროფესიებისა, რომლებიც ტექნოლოგიური პროგრესის სამყაროში ყოველთვის საჭირო იქნება. STEM სკოლა მიზნად ისახავს, მოსწავლეებს მისცეს ის საბაზისო ცოდნა, რომლითაც ისინი შეძლებენ დაეუფლონ მათთვის საინტერესო პროფესიას მომავალში.
პროექტში სწავლა ონლაინ მიმდინარეობს. მოსწავლეებს კვირაში ერთხელ (შაბათს ან კვირა დღეს, დილის ან შუადღის ცვლაში) საშუალება აქვთ, დაესწრონ სამსაათიან გაკვეთილებს, რომლებსაც კომაროვის სკოლის პროფესიონალები და მოწვეული პედაგოგები ატარებენ.
STEM სკოლის კურიკულუმი და სასწავლო პროგრამა უნიკალურია – იგი არ არის რომელიმე სასკოლო საგნის ანალოგი. STEM სკოლაში მოსწავლეებს საშუალება აქვთ შეიმეცნონ მიკროკონტროლერების მუშაობის პრინციპი. შექმნან და მართონ ჭკვიანი მოწყობილობები, რომლის შესასწავლადაც სპეციალური ონლაინპლატფორმა Tinkercad გამოიყენება, ხოლო პროექტები მიკროკონტროლერ Arduino-სა და მისი შესაბამისი ელექტრონული კომპონენტების ნაკრების საშუალებით სრულდება.
პროექტი ორმოდულიანია. თითოეული მოდული 4 თვეს გრძელდება. პირველ მოდულში მოსწავლეები ძირითადად ელექტროინჟინერიისა და მიკროკონტროლერების, მათი სენსორების მართვის საწყისებს ეუფლებიან, რომლის შესასწავლადაც ასევე იღრმავებენ ცოდნას ფიზიკის (ელექტრობა) და პროგრამირების მიმართულებით.
მეორე მოდულში მოსწავლეები ელექტრონული კომპონენტების საშუალებით ასრულებენ რეალურ ამოცანებსა და პროექტებს. ამ ეტაპზე ისინი აქტიურად არიან ჩართული პრაქტიკულ სწავლის პროცესში, რაც ერთი მხრივ, სახალისოა, მეორე მხრივ – შემეცნების საუკეთესო და აღიარებული საშუალებაა.
პროექტი განკუთვნილია საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მე-7-დან მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის, ასევე საზღვარგარეთ მცხოვრები მოსწავლეებისთვის, რომლებიც კარგად ფლობენ ქართულ ენას.
STEM სკოლის შექმნის ერთ-ერთი იდეა მაღალი ხარისხის განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობაა. საგაკვეთილო პროცესის ვირტუალურ სივრცეში გადატანამ, ფაქტობრივად, მოხსნა გეოგრაფიული ბარიერი.
წელიწადში 60 საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლეს კი სწავლის საფასურს მთლიანად უფინანსებს საქართველოს ბანკი და გადასცემს სწავლისთვის საჭირო მოწყობილობებს, 30 მოსწავლეს კი 50% უფინანსდება. როგორც თავად მოსწავლეები ამბობენ, მუშაობა ტექნოლოგიებთან უწევთ, ამიტომ ონლაინ გაკვეთილები ძალიან ხელსაყრელია.
STEM სკოლა უკვე ერთი წელია ფუნქციონირებს და ამ დროის განმავლობაში ორი ნაკადი მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი ახალია, ორივე მიღებაზე დარეგისტრირებული მოსწავლეების რაოდენობა ჯამში 2000-ზე მეტი იყო. STEM სკოლაში მოსახვედრად დარეგისტრირებულ მოსწავლეებს უტარდებათ მისაღები გამოცდა მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში.
ამავე გამოცდის შედეგების საფუძველზე საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლეებმა მოიპოვეს საქართველოს ბანკის სტიპენდია. ამჟამად STEM სკოლას 400-მდე მოსწავლე, მათ შორის 100-მდე სტიპენდიატი ჰყავს. პროექტში მონაწილეობენ როგორც დედაქალაქის, ისე რეგიონის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები.
STEM სკოლაში რეგისტრაციისთვის ეწვიე ვებგვერდს: stem.school.ge
აღნიშნული პროექტი სიცოცხლის ხის ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება. ფონდი 2008 წელს დაარსდა და დღემდე ისეთი სოციალურად მნიშვნელოვანი მიმართულებებით მუშაობს, როგორებიცაა განათლება, გარემოს დაცვა და შშმ პირების მხარდაჭერა.
1 წუთი წასაკითხად
1 აპრ. 2026
ყოველი დიდი აღმოჩენა, წარმატებული პროექტი თუ ტექნოლოგიური გარღვევა ოდესღაც ერთი იდეით დაიწყო. თუმცა, იდეას სჭირდება სივრცე და რესურსები, რომ რეალობად იქცეს. სწორედ ასეთი გარემოს შექმნაა საქართველოს ბანკის იდეათეკის პროექტის მთავარი მიზანი, რომელიც საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ ათასობით მოსწავლეს განვითარების ახალ შესაძლებლობებს აძლევს. იდეათეკების რუკას გორის №3 საჯარო სკოლა დაემატა – რიგით 27-ე საგანმანათლებლო სივრცე კიდევ 1140-ზე
2 წუთი წასაკითხად
18 თებ. 2026
სასკოლო სახელმძღვანელოში მოცემული ფორმულის პრაქტიკაში გაცოცხლება ის მომენტია, რომელიც მოსწავლეს აღმოაჩენინებს, რომ მეცნიერება მხოლოდ აბსტრაქტული ცნებების კრებული არ არის. სწორედ ამ ფილოსოფიაზეა დაფუძნებული STEM სკოლა, საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს, დაინტერესებულ მოსწავლეებს ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პრაქტიკული გამოყენების გზები აჩვენოს. პროექტი VII-XI კლასის მოსწავლეებს მთელი საქართველოდან აძლევს შესაძლებლობას, ჩაერთონ უნიკალურ
2 წუთი წასაკითხად
18 თებ. 2026
ციფრულ ეპოქაში უმცროს თაობასთან ეფექტური დიალოგის წამოწყება მათი ავტონომიის აღიარებითა და დამოუკიდებლობის ხელშეწყობით იწყება. ასე, მოზარდების სწრაფ ზრდასა და განვითარებასთან ფეხის აწყობაც უფრო მარტივი ხდება. sCool Card სწორედ ის ხელსაწყოა, რომელიც ამ პროცესში მშობელს ყველაზე მეტად დაეხმარება. sCool Card-ის გამოყენებით მოზარდს დამოუკიდებლად შეუძლია განკარგოს მისთვის გამოყოფილი ფული, დააგროვოს სქულები, ისარგებლოს შეთავაზებებით და შეაგროვოს თანხა. თუ
3 წუთი წასაკითხად
17 თებ. 2026
დათო გორგილაძის ბლოგი ნამდვილი განათლების მნიშვნელობაზე. რა განასხვავებს განათლებულ ადამიანს მცოდნესგან და რა შუაშია კროსვორდები?
1 წუთი წასაკითხად
1 აპრ. 2026