2 წუთი წასაკითხად
როგორ მოიპოვოთ საქართველოს ბანკის სტიპენდია თსუ-ში?
9 ოქტ. 2023
2 წუთი წასაკითხად
2 წუთი წასაკითხად
გაიგეთ, როგორ მოიპოვოთ საქართველოს ბანკის სტიპენდია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. დეტალური ინფორმაცია კრიტერიუმებისა და განაცხადის შესახებ. არ გაუშვათ შანსი!
9 ოქტ. 2023
2 წუთი წასაკითხად
საქართველოს ბანკი მიზანდასახული და შრომისმოყვარე სტუდენტების წასახალისებლად ახალ მასშტაბურ საგანმანათლებლო პროექტს იწყებს. ახალი პროექტის ფარგლებში, საქართველოს ბანკის პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ მოიპოვონ სტიპენდია, რომლითაც მათი სწავლა სრულად ან ნაწილობრივ დაფინანსდება.
სასტიპენდიო კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელია, რომ სტუდენტი საქართველოს მოქალაქე იყოს, აკმაყოფილებდეს იმ კრიტერიუმებს, რომლებსაც მისი უნივერსიტეტი სტიპენდიის მოსაპოვებლად განსაზღვრავს და სწავლობდეს იმ მიმართულებით, რომელიც ახალი პროექტის ფარგლებში ფინანსდება.
მასშტაბურ სასტიპენდიო კონკურსში საქართველოს ბანკის ერთ-ერთი პარტნიორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტია. იმის შესახებ, თუ ვინ შეძლებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტიპენდიის მოპოვებას, რა კრიტერიუმების მიხედვით გამოვლინდება გამარჯვებული და რომლებია პრიორიტეტული მიმართულებები, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერს, ლაშა საღინაძეს, ვესაუბრეთ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტიპენდიის მოპოვების შესაძლებლობა ბაკალავრიატის საფეხურის იმ 10 სტუდენტს ექნება, რომლებიც შესაბამის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ. პირველ რიგში, სტუდენტს უნდა ჰქონდეს მაღალი აკადემიური მოსწრება და ამასთან ერთად, არ უნდა სარგებლობდეს სხვა ტიპის სტიპენდიით უნივერსიტეტის ფარგლებში. სტიპენდიის მიღება შეუძლია 7-ვე ფაკულტეტის სტუდენტს, ამასთან 10 საუკეთესო სტუდენტში წარმოდგენილი უნდა იყოს მინიმუმ 3 სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტი. რადგან დაფინანსება სემესტრულია, ჩვენც 10 საუკეთესო სტუდენტს სემესტრულად 1125 ლარის მოცულობის სტიპენდიას დავუწესებთ
– ლაშა საღინაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერი
იმ ეტაპების შესახებ, რომლებიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა სასტიპენდიო კონკურსში მონაწილეობისთვის უნდა გაიაროს, უფრო დეტალურად ინფორმაცია უნივერსიტეტის საიტზე განთავსდება. როგორც ლაშა საღინაძე აღნიშნავს, პირველ ეტაპზე აკადემიური მოსწრება და ის პირობაა საჭირო, რომ სტუდენტი სხვა ტიპის სტიპენდიით არ სარგებლობდეს. შემდეგ ეტაპზე აპლიკანტებისგან 10 საუკეთესო სტუდენტი შეირჩევა და მათთან უნივერსიტეტის კომისია გასაუბრებას გამართავს. გასაუბრების საფუძველზე კი, სტიპენდიატთა შემადგენლობა საბოლოოდ დადასტურდება.
ახალი სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, როგორც საქართველოს ბანკის, ასევე პარტნიორი უნივერსიტეტების მთავარი მიზანი სტუდენტების მოტივირება და იმის შეხსენებაა, რომ შრომა და მონდომება ყოველთვის ფასდება. სწორედ ამიტომ, ყველა მონდომებულ სტუდენტს ახალი შანსი ეძლევა, რათა თავიანთი მიზნებისკენ მიმავალ გზაზე არ გაჩერდნენ და სწავლის მიმართ კიდევ უფრო მოტივირებულები იყვნენ.
რაც შეეხება სასტიპენდიო კონკურსის შესახებ რჩევას, რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი სტუდენტების მაღალი აკადემიური მოსწრებაა, ამასთან მნიშვნელოვანია, იაქტიურონ და სხვადასხვა სტუდენტურ პროექტებსა და კონფერენციებში ჩაერთონ. მოგეხსენებათ, თსუ-ში 25 000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს. შესაძლოა, ბევრს კითხვა გაუჩნდეს 10 სტიპენდიის ადგილი რამდენად გაუზრდის მოტივაციას სტუდენტს, თუმცა ყველა შემიძლია დავარწმუნო, რომ იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევიან, თუმცა მაინც ვერ ხვდებიან სახელმწიფო სტიპენდიების პროგრამაში, ეს მნიშვნელოვანი შანსი და მამოტივირებელი წყარო იქნება
– ლაშა საღინაძე
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შექმნილი სასტიპენდიო პროგრამა ერთჯერადი არ არის და გამორჩეულ სტუდენტებს ყოველ წელს ექნებათ სწავლის დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობა. რაც შეეხება წლევანდელ კონკურსს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტიპენდიებზე განაცხადის მიღება 13 ოქტომბრამდეა დაგეგმილი.
სტუდენტებს სტიპენდიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება თსუ-ს ვებგვერდისა და შესაბამისი სასწავლო პროცესების მართვის ელ. სისტემით შეუძლიათ.
2 წუთი წასაკითხად
2 აპრ. 2026
გაიგე, როგორ მოხვდნენ ქართველი სტუდენტები ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში ფულბრაიტის სრული დაფინანსებით. აღმოაჩინე მათი გამოცდილება და მიიღე პრაქტიკული რჩევები განაცხადის შესავსებად.
3 წუთი წასაკითხად
2 აპრ. 2026
გაიგე, როგორ შეავსო ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამის აპლიკაცია. მარიამ ჟორჟოლიანი გიზიარებს Personal Statement-ის, Study Plan-ის და უნივერსიტეტის შერჩევის საიდუმლოებებს.
5 წუთი წასაკითხად
2 აპრ. 2026
გაინტერესებს, როგორ დააფინანსო სწავლა აშშ-ში? ფულბრაიტის სტიპენდია და საქართველოს ბანკი შენს ოცნებას რეალობად აქცევს. აღმოაჩინე სრული გზამკვლევი.
3 წუთი წასაკითხად
31 მარ. 2026
აღმოაჩინე, როგორ იქცა უფლისციხე გურამ რჩეულიშვილის, ატენის სიონი კი ნიკო სამადაშვილის შთაგონებად. არჩილ ქიქოძე გვიყვება ორ გენიოსზე და მათ მემკვიდრეობაზე
3 წუთი წასაკითხად
2 აპრ. 2026