Logo
ბლოგი
Time icon

1 წუთი წასაკითხად

რატომ აღიარეს საქართველოს ბანკი გამორჩეულად?

გაიგეთ, რატომ დაასახელა Global Banking & Finance Review-მ საქართველოს ბანკი Decade of Excellence-ის გამარჯვებულად. აღმოაჩინეთ, რა დგას ამ საერთაშორისო აღიარების უკან.

საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა, Global Banking & Finance Review-მ,  ბოლო 10 წლის განმავლობაში მიღწეული სრულყოფილებისთვის საქართველოს ბანკი Decade of Excellence  კატეგორიაში გამარჯვებულ კომპანიად დაასახელა. 
 
ეს ტიტული მთელი ჩვენი  გუნდის დაუღალავი შრომისა და 2.6 მილიონზე მეტი მომხმარებლის დამსახურებაა და კიდევ ერთხელ გამოარჩევს საქართველოს ბანკს, როგორც საიმედო ორგანიზაციას ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე. 
 
ცნობისთვის, Global Banking & Finance Review  ბოლო ათწლეულის განმავლობაში იმ კომპანიებს ავლენს, რომლებიც ფინანსურ სექტორში ინოვაციებით, მიღწევებით, სტრატეგიითა და პროგრესულობით გამოირჩევიან. გამოცემას მსოფლიოში 3 მილიონზე მეტი მკითხველი ჰყავს. 
 

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს